მართლმსაჯულება და ქრისტიანობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მართლმსაჯულება და ქრისტიანობა |
XAFRAN |
Mar 30 2008, 04:14 PM
პოსტი
#41
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 |
ერთი პრობლემა მაწუხებს და მემგონი არა მარტო მე უნდა მაწუხებდეს...
როგგორ არსებობს ერთორგანიზმათ სახელმწიფო და ქრისტიანობა, როცა სახელმწიფო სჯის დამნაშავეებს, ქრისტიანი კი მიმტევებელია და დასჯაში გამოსავალს ვერ ხედავს. ამ ორ ორგანიზმს სრულებით სხვადასხვა შეხედულება, სტრატეგია გააჩნიათ წესრიგის მოწყობისა, ასე რომ შეულებელია ეს ორი ერთორგანიზმად განვიხილოთ. მე მმგონია რომ მორწმუნეებმა ხმა უნდა აიმაღლონ და მოითხოვონ მართლმსაჯულების პრინციპთა გადახედვა. ეს სახელმწიფო ჩვენია და კანონის ძალით თუ ვინმე იტანჯება სახელმწიფოში, ეს მარტო სახელმწიფოს ბრალი კი არა ჩვენი ბრალია, რადგან კანონმდებლობა ხალხის სამართალშემოქმედებაა და არა სახელმწიფოსი. როგორ გესახებათ ქრისტიანულ სახელმწიფოში მართლმსაჯულების ადგილი და ფორმა? ან როგორი სახით უნდა იყოს მართლმსაჯულება განხორციელებული ქრისტიანულ სახელმწიფოში? თუმცა რა , ჯერჯერობით მე არცერთი მორწმუნისაგან არ გამიგია რომ დამნაშავე ციხეში (ტანჯვაში) არ უნდა წავიდეს. ( ყველანი მსაჯულნი ვართ თვალთმაქცურად) -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
marine |
May 2 2017, 11:18 AM
პოსტი
#42
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იქნება თქვენ შორის ერთი, ანუ ორი ვინმე პირი შეცდომით არის შთაგდებული ამ საპყრობილეში, ე.ი. უსამართლოდ აიღეს მასზედ ეჭვი, დანაშაული (დამნაშავე) არ არის. ამისთანა პირმა მოთმინებით უნდა მიიღოს ეს შემთხვევა, სასოება არ დაჰკარგოს ღმერთზედ, კიდეც უნდა ჰმადლობდეს ღმერთს.
წმინდა იოანე წინამორბედი და ნათლისმცემელი დაპყრობილი იყო არა ბრალისა და ბოროტმოქმედებისა თვისისათვის, არამედ სრულიად უბრალოდ (უდანაშაულოდ), მტრის შესმენით (იხ. მარკ. 6,17). ახლაც შეუძლებელი არ არის, რომ ვინმე თქვენგანიცა უბრალოდ იყოს შესმული და დაპყრობილი აქ. და თუ მართლა ვინმე არის ესრეთი თქვენს შორის, თუ მართლა ვისმე თქვენგანს თვისი სინდისი არ ამტყუნებს იმ ცუდს საქმეში, რომლისთვისაც აქ ჩასვეს იგი, იმან თავის გულში ამ სახით (ამგვარად) განიზრახოს: თუკი დიდი წინასწარმეტყველი ქრისტეს ნათლისმცემელი შთააგდეს საპყრობილეში და ღმერთმან მიუშვა ესრეთი უსჯულოება, და თუკი იგი, დიდი, წმიდა კაცი, არ დრტვინავდა, არამედ ჰმადლობდა ღმერთსა და დაემორჩილა ღვთის განგებას, მე ვინა ვარ ცოდვილი და უღირსი, რომ არ მოვითმინო ეს უბედურება-თქო. ამ სახით ანუგეშოს თავის თავი მან, ვინც უბრალოდ იქმნა დაპყრობილი აქ". /წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)/ "სასამართლოში რომ წაგაყენებენ წინაშე მსაჯულთა, შენც და შენი ადვოკატიც სცდილობთ, როგორმე გაათეთროთ შენი თავი და კიდეც ხშირად აღასრულებთ ამ სურვილს, რაც გინდა დანაშაულობა გქონდეს. მაგრამ ღვთის წინაშე ამისთანა ღონისძიება არ შეგეწევა; ღვთის წინაშე შენს გულში ყოველთვის ესრედ უნდა იტყოდე: "უცოდვილეს ვარ ყოველთა კაცთა! შენ უწყი ყოველნი ჩემნი საქმენი და გულის თქმანი, შემინდე, შემეწიე! შემეწიე, რომ ამიერითგან მაინც მოვიშალო ცუდი ყოფაქცევა, მომეც სინანული. შენ მხოლოსა შეგცოდე, უფალო, შენ მხოლო განგარისხე". /წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი