მტერი და მაჭირვებელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მტერი და მაჭირვებელი |
marine |
Apr 28 2017, 11:32 AM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,204 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღვთისმოშიშ ქრისტიანს მტერი და მაჭირვებელი არა ჰყავს, ყველა კაცი მისი მასწავლებელია. ზოგი მოთმინებას ასწავლის, ზოგი - სიყვარულს, ზოგიც - მიტევებას. მამა ვიტალისთან (სიდორენკო) თუ ვინმეს განიკითხავდნენ, ის აუცილებლად იმ კაცის რაიმე კეთილ საქმეს გაიხსენებდა და ილოცებდა: "ღმერთო, მოწყალე მექმენ მე ცოდვილსა ამას". "უნდა საკუთარი თავი განიკითხო, დაადანაშაულო და დასაჯო, სხვები კი გიყვარდეს და ანგელოზად ჩათვალო," - ამბობდა ის. ერთ ქალს კი, რომელიც სახლის პატრონს ვერაფრით ეწყობოდა, ურჩია: - შენ მას დედა დაუძახე და იფიქრე, რომ ღმერთმა იქ დაგასახლა, სადაც ანგელოზნი ცხოვრობენო. მონაზონ ე-ს კი შთააგონებს: "უნდა მოითმინო და ილოცო შენს მეზობელ დედა ზ-სთვის. მისი ჯანმრთელობისთვის წირვა შეუკვეთე, დაანთე სანთლები, შეაგზავნე სეფისკვერი, გაეცი მოწყალება, ყოველდღიურად 12-ჯერ მოიდრიკე მუხლი და თან ლოცვა წარმოთქვი: "აკურთხე, უფალო, მხევალი შენი ზ-ი და მისი წმინდა ლოცვით შემიწყალე მე ცოდვილი" და მოვა სანატრელი სიმშვიდე. ნურასოდეს იდრტვინებ, გიყვარდეს, ითმენდე, ნუ განიკითხავ და მიიღებ ცხონების გვირგვინს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 3 2017, 10:51 AM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,204 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ამბა იოანეს როცა მტრისა თუ მაჭირვებელთა სიყვარულზე საუბრობდა, ერთი ამბის მოყოლა უყვარდა: ვინმე ფილოსოფოსი მოწაფემ გააბრაზა და მერე შენდობა სთხოვა. "მაშინ გაპატიებ, თუ სამი წელი დამნაშავეებთან ერთად ქვის სამტეხლოში იმუშავებო". შემდეგ კი მოსთხოვა - ახლა სამი წელი ფული აძლიე, თუ ვინმე შეგაჭირვებსო. როცა მოწაფემ ყველაფერი შეასრულა, მასწავლებელმა უთხრა: ახლა კი წადი ათენში სიბრძნის შესასწავლადო.
ქალაქის შესასვლელთან ერთი ბრძენი კაცი იჯდა და ყოველ შემსვლელს გამოსაცდელად ლანძღავდა. როცა ახალგაზრდასაც ასე მოექცა, მას ხმამაღლა გაეცინა. რას აკეთებ? - ჰკითხა ბრძენმა, - მე გლანძღავ, შენ კი ამაზე იცინიო. როგორ არ გავიცინო, - უპასუხა ახალგაზრდამ, - სამი წელი ფულს ვუხდიდი, ვინმეს რომ გაველანძღე, შენ კი უფასოდ მლანძღავო. ბრძენმა უთხრა: - შედი ქალაქში, შენ ამის ღირსი ხარო. ამ ამბავს მამა იოანე უმატებდა: - ეს ის ღვთის კარებია, რომლითაც ჩვენი მამები მრავალი მწუხარებისა და შეურაცხყოფის მერე მხიარულნი ღვთის ქალაქში შევიდნენო." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 12:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი