ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
afxazi |
Jan 10 2010, 02:59 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ვისაუბროთ ამ საკითხის ირგვლივ. ჩვენს შეხედულებებთან ერთად საინტერესო იქნება თუკი დავწერთ ავტორიტეტულ მოღვაწეთა განმარტებებს.
მაგალითად ათენაგორა ათენელის მოძღვრებით ქანდაკება კერპისგან იმით განსხვავდება, რომ ქანდაკება თაყვანისცემის ობიექტი არ არის, არამედ გასახსენებლი იმ პიროვნების რომელიც მასზეა გამოსახული. ხატი კი კერპისგან იმით სხვაობს, რომ ხატი ესაა არქეტიპი მასზე გამოსახულისა, მაშინ როცა კერპი უშუალოდაა თაყვანისცემის ობიექტი, ის მასალა, ის ნივთი, რასაც კერპი ეწოდება და არა კერპის სახით სხვა რაიმე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
marine |
May 3 2017, 08:50 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ხომ იცავენ ძვირფას ნივთებს და ტილოებს? თანამედროვე ტექნიკით, მათ შორის ელექტრონულით, შესაძლებელია აღვკვეთოთ ხატების მოტაცება ან დაზიანება. ჩვენ ხატების შებღალვად ვთვლით მათ საქართველოს გარეთ სადემონსტრაციოდ გატანას, როგორც ხელოვნების ნიმუშებისა. მაჰმადიანები, იუდეველები და პროტესტანტული კონფესიების უმეტესობა ხატს უცქერენ, როგორც წარმართობის რეციდივს ქრისტიანობაში, როგორც კერპებს, რომლებიც ქრისტიანებმა წარმართების მიბაძვით შექმნეს. ასე რომ, მუსლიმანი, იუდეველი თუ პროტესტანტი ხატთან შინაგანი ზიზღის გრძნობით მივა.
1987 წელს საეკლესიო კონფერენციაზე მოწვეულმა სტუმრებმა - პროტესტანტებმა თავიანთი ზიზღი გამოხატეს მართლმადიდებლური სიწმინდის - კიევის მღვიმის მოღვაწეთა უხრწნელი ნაწილების მიმართ - რა საშინელებაა, ამაღამ ცუდად დაგვეძინებაო! ზოგი ცნობისმოყვარეობის გამო კევის ღეჭვით დაათვალიერებს უძველეს ხატებს, ანდა იმიტომ, რომ სათქმელად ჰქონდეს, კულტურულ ღონისძიებას დავესწარიო და დაინტერესდება, რა თანხად არის ისინი შეფასებული. რა თქმა უნდა, არიან დასავლეთში ადამიანები, რომლებიც ღმერთს ეძებენ, მაგრამ მას უფრო მალე მართლმადიდებლურ ტაძარში იპოვიან, ვიდრე სიწმინდეებთან, რომლებიც მუზეუმის სტენდებზე ანდა სურათების გალერეაშია გამოფენილი. უკეთეს შემთხვევაში დასავლეთში ხატი ფასდება, როგორც ხელოვნების ნიმუში." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 10:22 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი