მტერი და მაჭირვებელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მტერი და მაჭირვებელი |
marine |
Apr 28 2017, 11:32 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,228 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღვთისმოშიშ ქრისტიანს მტერი და მაჭირვებელი არა ჰყავს, ყველა კაცი მისი მასწავლებელია. ზოგი მოთმინებას ასწავლის, ზოგი - სიყვარულს, ზოგიც - მიტევებას. მამა ვიტალისთან (სიდორენკო) თუ ვინმეს განიკითხავდნენ, ის აუცილებლად იმ კაცის რაიმე კეთილ საქმეს გაიხსენებდა და ილოცებდა: "ღმერთო, მოწყალე მექმენ მე ცოდვილსა ამას". "უნდა საკუთარი თავი განიკითხო, დაადანაშაულო და დასაჯო, სხვები კი გიყვარდეს და ანგელოზად ჩათვალო," - ამბობდა ის. ერთ ქალს კი, რომელიც სახლის პატრონს ვერაფრით ეწყობოდა, ურჩია: - შენ მას დედა დაუძახე და იფიქრე, რომ ღმერთმა იქ დაგასახლა, სადაც ანგელოზნი ცხოვრობენო. მონაზონ ე-ს კი შთააგონებს: "უნდა მოითმინო და ილოცო შენს მეზობელ დედა ზ-სთვის. მისი ჯანმრთელობისთვის წირვა შეუკვეთე, დაანთე სანთლები, შეაგზავნე სეფისკვერი, გაეცი მოწყალება, ყოველდღიურად 12-ჯერ მოიდრიკე მუხლი და თან ლოცვა წარმოთქვი: "აკურთხე, უფალო, მხევალი შენი ზ-ი და მისი წმინდა ლოცვით შემიწყალე მე ცოდვილი" და მოვა სანატრელი სიმშვიდე. ნურასოდეს იდრტვინებ, გიყვარდეს, ითმენდე, ნუ განიკითხავ და მიიღებ ცხონების გვირგვინს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 4 2017, 10:50 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,228 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მამა ბასილი ათონელი (XIXს.) ამბობდა: "ჩვენი დაცემული ბუნებისთვის თითქოს ბუნებრივია, რომ გული აღგვიშფოთდეს, როცა ვინმე ათასნაირ სისაძაგლეს გვიკეთებს ცხადად თუ დაფარულად. ხოლო თუ დავუშვებთ და მოყენებული ბოროტების გარჩევას დავიწყებთ, მაშინ გული გამძვინვარებული ვეფხვივით გვიხდება, რომელიც მზად არის თავდასასხმელად. ადამიანს ამ დროს თავის ფლობა და დამშვიდება უნდა, მაგრამ გულში თუ გაღვივდა შფოთის გულისთქმები, გონება უკვე უძლურია წინ აღუდგეს აღელვებულ გულს. ლოცვაზე კი ძნელია დადგომა, განსაკუთრებით, თუ შეურაცხმყოფელისთვის ლოცულობ. რამეთუ ამ დროს გულიც და გონებაც თითქოს თავდაყირაა. წინააღმდეგობისას უამრავი ფიქრი გიტრიალებს.
თუ კაცი, მიუხედავად მთელი იმ ქაოსისა, რომელიც ჩვენში ეშმაკმა აღძრა, გადაწყვეტს, რომ თავი აიძულოს, მაშინ ჩნდება ერთი მთავარი საწინააღმდგო აზრი, რომელიც ლოცვისაგან განაშორებს ახალბედებს: როგორ უნდა ილოცო? შეხედე, სულში როგორი შფოთი გაქვს! განა მიიღებს ღმერთი ასეთ ლოცვას? ამით უფრო არ განარისხო უფალი! ხედავს რა გულსა და გონებაში ატეხილ ამგვარ ქარიშხალს, მიხვდება მასში ეშმაკის ხრიკებს, მაშინ მოღვაწე ადამიანი ლოცვას შეუდგება, იღებს სკვნილს, მუხლს იდრეკს და ამბობს: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეიწყალე მონა შენი! ჰოი, როგორ ძნელია ლოცვა და მუხლთა დრეკა დასაწყისში სკვნილზე ჩამოლოცვისას. მაგრამ ღმერთი ახლოსაა. ამ სწორ თავის იძულებას ყველაზე მეტ მსხვერპლად შეიწირავს, მით უმეტეს, თუ ეს აღესრულება მისი უპირველესი მცნების, სიყვარულის გამო, ამასთან მტრის სიყვარულის გამო აღესრულება. ნელ-ნელა თითქოს სულში ინათებს, სიმშვიდე დაისადგურებს, მერე გულში სიხარული ჩნდება და კაცი მტრისადმი მხურვალე სიყვარულით აღივსება. ისეთი სიყვარულით, რომელიც მზადაა, მტრისთვის თავიც კი გასწიროს, თუ ეს საჭირო გახდა. წმინდა სიყვარულის რა სისავსე ეფინება ამ დროს სულს! ძნელია ამის გამოთქმა, ეს მხოლოდ მან იცის, ვისაც გამოუცდია, გრძნობს გულში მაჭირვებლის მიმართ სრულყოფილ სიყვარულს და ხედავს ამ დროს თვითონ მტერშიც საოცარ ფერისცვალებას. აქედან ჩანს, რომ მხოლოდ სიყვარულია ახლობელი ჩვენთვის, მტრობა, სიძულვილი კი ბოროტი მტრის დათესილი ღვარძლი!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 05:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი