მახვილი მესიისა, წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მახვილი მესიისა, წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი |
marine |
Mar 10 2008, 05:14 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მინდა, რომ ამ თემაში ყველა მასალას, რაც დიდებულ მეფესა და წმინდანს, დავით აღმაშენებელს ეხება, ერთად მოვუყაროთ თავი და განვადიდოთ ჩვენი სახელოვანი წინაპარი
მეფესა დავითს სიბრძნის მოყუარებ შენ, უფროჲსად ბრწყინვალეო, თუალო ყოვლისა სოფლისა მეფეთა ერთგუამობისაო, რომელი-ეგე ჰაეროვან ხარ, ვითარცა სამყარო ხილულსა სოფელსა შორის; საჩინო, ვითარცა მზე, ვარსკულავთა შორის; ბრწყინუალე, ვითარცა ეთერი ნივთთა შორის; ნათლისფერ, ვითარცა ელვა ღრუბელთა შორის; ცის-კროვან, ვითარცა აღმოსავალი კერძოთა შორის; ტკბილ, ვითარცა არე ჟამთა შორის; ღმრთის სახე, ვითარცა საყუარელი სათნოებათა შორის; გულისათქუმელ, ვითარცა ოქროჲ მიწათა შორის; ელვარე, ვითარცა იაკინთი ქვათა შორის; მაღალ, ვითარცა ფინიკი ნერგთა შორის; შუენიერ, ვითარცა ვარდი ყუავილთა შორის; აღმატებულ, ვითარცა სამოთხე ქუეყანასა შორის; ძლიერ, ვითარცა ლომი მჴეცთა შორის; მტკიცე, ვითარცა ანდამატი განუკუეთელთა შორის; სახელგანთქმულ, ვითარცა ნებროთ გმირთა შორის; ახოვან, ვითარცა ისო წინამბრძოლთა შორის; მოშურნე, ვითარცა ფინეზ მღვდელთა შორის; მხნე, ვითარცა სამფსონ მსაჯულთა შორის; უბრძოლველ, ვითარცა აქილლევ ელლენთა შორის; ბრძენ, ვითარცა სოლომონ მეფეთა შორის; მშჳდ, ვითარცა დავით ცხებულთა შორის; შურისმეძიებელ, ვითარცა იოსია შარავანდედთა შორის; უზარო, ვითარცა მაკედონელი მფლობელთა შორის; განმადიდებელ ფლობისა, ვითარცა ავღჳსტოს კეისართა შორის; კაცთმოყუარე, ვითარცა ჩემი იესო ღმერთთა შორის; ბუნებით ღმერთი, მადლით ღმერთქმნულთა შორის; მჴურვალე, ვითარცა პეტრე მოწაფეთა შორის; საყუარელ, ვითარცა იოანე მეგობართა შორის; მკჳრცხლ, ვითარცა პავლე მოციქულთა შორის; სახის დასაბამ უცთომელისა ქრისტიანობისა, ვითარცა დიდი კონსტანტინე თჳთმპყრობელთა შორის; სიმტკიცე კეთილად მსახურებისა, ვითარცა თევიდოსი სკიპტრისმპყრობელთა შორის... ყოველთა ვედრებაჲ, ყოველთა ლიტანიობაჲ, ყოველთა ერთჴმობაჲ, ვითარმედ დავით კეთილად მსახურისა და ღმრთივდაცვულისა მეფისა, ჩუენისა მრავალმცა არიან წელიწადნი!.. მონაზონი არსენი წმიდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებელი (+1125) ტროპარი საკვირველება, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის კეთილმორწმუნისა მეფისა დავითისა, ზესთა აღხდების გონებასა სიტყვის მოქმედთასა რამეთუ ადიდე იგი სახელისათვის შენისა, ვიდრე დახსნამდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოველად საკვირველთა, ხოლო შემდგომად დაზსნისა სარკინოზთასა დიდებულ ჰყავ ნიშთა მიერ საკვირველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობა. კონდაკი ზესთა მბრძოლისა უძლეველსა დავითს და შემწესა ურცხვენელსა კეთილ-მსახურებისასა, ვითარცა მის მიერ განათლებულნი სამწყსოისა მისისა ერნი და ქალაქნი, შორის ხმისა, გვირგვინსა შეუთხზვიდეთ, განმათავისუფლებელსა მას ჩუენსა ყოველთაგან ვნებათა და ვიტყოდეთ მისდამი სიხარულით: გიხაროდენ, კმაო, მფარველო ჩუენო. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 4 2017, 10:54 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ბეჭედი
გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ჩრდილოეთი კედლის ფრესკაზე წმინდა მეფე დავითს მარცხენა ხელში ტაძრის მაკეტი უპყრია, მარცხენა ხელის თითზე კი სამეფო ბეჭედი უკეთია. გადმოცემით, სწორედ ეს ბეჭედი ყოფილა დაცული მონასტრის საგანძურში. დეკანოზი დავით ღამბაშიძე წერდა: "ბეჭდის სიდიდე უნდა იყოს მიზეზი, რომ ხალხი დღესაც ღონიერ კაცად სთვლის დავით აღმაშენებელს". ეს ბეჭედი, ლეგენდის მიხედვით, დავითს სახელმწიფო ბეჭდის ნაცვლად ჰქონია. როცა წმინდა მეფე რომელიმე სიგელს ხელს აწერდა ანდა რაიმე საქმის გადაწყვეტა სურდა, განსაკუთრებით კი ბრძოლაში შესვლის წინ, ახდიდა ბეჭდის კიდობანს და ეამბორებოდა წმინდანთა ნაწილებს, მათგან გამოითხოვდა შეწევნას. ბეჭდის ზედაპირი ამობურცული იყო და ოქროში დაფერილი, მის სიღრმეში ფეხზე მდგომი წმინდა გიორგი გახლდათ ამოტვიფრული. ბეჭედში დაცულ სიწმინდეთა შესახებ ზუსტი ცნობები არ მოგვეპოვება. ბატონი გივის აზრით, "სანაწილეში ძელი ჭეშმარიტის ნაწილთან ერთად მოთავსებული უნდა ყოფილიყო წმინდა გიორგის ნაწილი. ამას ბეჭედზე ამოტვიფრული წმინდა გიორგის გამოსახულებაც ადასტურებს". 1904 წლის 17 ივლისს გელათის მონასტერი გაიძარცვა. სხვა სიწმინდეთა შორის ყაჩაღებმა დავით აღმაშენებლის ბეჭედიც გაიტაცეს. გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა. სიწმინდე დაეკარგა ქართველ ხალხს. აკაკი წერეთელს გულდამწუხრებულს უთქვამს: "ბევრი რამ მამა-პაპათა ნაანდერძევი, დღეს დაკარგულ-დავიწყებული, მიგლოვია, მაგრამ არც ერთი ისე არ დამსობია გულზე, როგორც ეს უკანასკნელი უკუღმართობა". /"კარიბჭე" N3, 2008, გვ.21/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:26 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი