დავითი, ფსალმუნები, განმარტებანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დავითი, ფსალმუნები, განმარტებანი |
marine |
Aug 6 2015, 08:42 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ყველაფერი დავითის ფსალმუნების შესახებ!
"ჩვენ დავითიანნი ვართ! "დავითი" ნიშნავს ღვთისაგან შეყვარებულს". /ილია II/ ტროპარი: "უცხოსა სიმდაბლისა მუშაკო, უცხოდ ამაღლებულო მშვიდო, მგალობელთა მთავარო დავით, ქრისტეს მამობასა ღირს-ქმნილო, მეოხ გვეყავ ჩვენ წინაშე ღმრთისა, წინასწარმეტყველო და მეფეო". ფსალმუნის ძველ-ქართული სიტყვის განმარტება: კუმოდიან (103, 32) - აბოლდებიან, აკვამლდებიან, კვამლი აუვათ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 10 2017, 11:30 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ფსალ. 132
"ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა, გარდამომავალი წუერთა ზედა, წუერთა ზედა აჰრონისათა, რომელი გარდამოვლენ სამხართა ზედა სამოსლისა მისისათა" - ეს არის, რომ როგორც ნელსაცხებელი გარდამოდის თავიდან წვერზე, წვერიდან მხრებზე, როდესაც ადამიანები მას იცხებენ, ასევე სულიწმინდის მადლი გარდამოდის თავიდან წვერზე, წვერიდან მხრებზე, ანუ ის ეკლესიის მადლი გარდამოდის თითოეულ წევრზე, მოციქულებზე, მღვდელმთავრებზე, მღვდლებზე. აქ ნათქვამია ეკლესიის იერარქიის შესახებ. ის, რომ ეკლესიაში არის იერარქია და სწორედ იერარქიის მიხედვით აძლევს მადლს. გამტარობით საღვთო მადლი სწორედ იერარქიის მიხედვით გადაეცემათ მის წინაპრებს. თუ ადამიანი თავის თავს განაყენებს ამ იერარქიიდან, ის ვერ მიიღებს იმ საღვთო მადლს, რაც ეკლესიაში სუფევს". /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 02:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი