რაც კი ღვთისმშობლის შესახებ თქმულა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რაც კი ღვთისმშობლის შესახებ თქმულა... |
marine |
Aug 4 2015, 05:12 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ თემაში მინდა რომ თავი მოვუყაროთ ღვთისმშობლის შესახებ ნათქვამ ყოველ ძვირფას სიტყვას
"განა არის კუნჭულიც კი ამ ქვეყნად, სადაც ადამიანები მწუხარებისა და ტანჯვის გარეშე ცხოვრობენ?! არის თუნდაც ერთი ოჯახი დარდი და გაჭირვება რომ არ იცის?! მოიპოვება, ბოლოს და ბოლოს, სადმე ადამიანი ცოდვისა და უძლურების გარეშე?! და ყველასთვის არსებობს ერთი იმედი, რომელიც ღვთისმშობლის მოწყალებასა და მეოხებას ემყარება. მისკენ, მისი მადლმოსილი სახისკენ და წმინდა გამოსახულებისკენ ამ ქვეყნად ყველა ცოდვილი ისწრაფის. მისი წმინდა ხატების წინაშე შეწევნის მვედრებელთა მრავალი ლოცვა და ცრემლი იღვრება. ის ყველას ამშვიდებს და ეხმარება. განა შეიძლება ტანჯული დაარწმუნო იმაში, რომ მის წინაშე დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატი სასწაულმოქმედი არ არის, როდესაც თვითონ აცნობიერებს და გრძნობს, რომ მხოლოდ მას აქვს ძალა, დაიცვას და დაიფაროს ყოველი ვნებული?" /"ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია" გვ. 3/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 20 2017, 07:49 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კაცი ვინმე, სახელად იოანე, გაავაზაკდა და ასკაციან ბანდას ჩაუდგა სათავეში. მაგრამ პატივს კი მიაგებდა ღვთისმშობელს, დილა-საღამოს მის აკათისტოს კითხულობდა. ღმერთმა ინება მისი ცხონება ღვთისმშობლის პატივისცემისთვის და ერთი წმინდა მამა გაუგზავნა. ყაჩაღებმა ღირსი მამა შეიპყრეს და მეთაურს მიუყვანეს.
- თქვენთან სიტყვა მაქვს სათქმელი, ამიტომ ყველა შეკრიბეთ, - სთხოვა ბერმა მეთაურს. ყველანი მოვიდნენ. - ვინმე ხომ არ დარჩაო, - იკითხა ბერმა. - მზარეულიო, - უპასუხეს. - დაუძახეთო, - ითხოვა ბერმა. მოვიდა მზარეულიც, მაგრამ ბერს თვალებში ვერ უყურებდა და თავის მიბრუნებას ცდილობდა. ბერმა უთხრა: - ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, თქვი, ვინა ხარ და აქ რას აკეთებო?! - მე მატყუარა ვარ, ყოველთვის ვცრუობ, - თქვა მზარეულმა, - მაგრამ რადგან ქრისტეს სახელით დამაფიცე, არ შემიძლია, სიმართლე არ გითხრა. მე ეშმაკი ვარ და ჩემმა უფროსმა ამ მეთაურთან გამომგზავნა, მიბრძანა, ვუთვალთვალო და რა დღესაც დაუჯდომელს არ წაიკითხავს, ჯოჯოხეთში წავიყვანო. დღეს შესრულდა თოთხმეტი წელი, რაც აქ ვარ, მაგრამ ერთი დღეც არ გამოუტოვებიაო. მაშინ ბერმა უთხრა: - გიბრძანებ, უხილავი შეიქენ და მეტად ნუღარ გამოცდი ქრისტიანებსო. ეშმაკი კვამლივით გაქრა. ბერმა დამოძღვრა ყაჩაღები. მათგან ზოგი ბერად შედგა, ზოგმაც ცოლი მოიყვანა და კეთილი საქმეებით ღმერთს სათნო ეყო. ამიტომაც გირჩევთ ყველას, მამაკაცებს და დედაკაცებს, ისწავლეთ "ანგელოზი წინამდგომი..." და წაიკითხეთ ლოცვით კანონთან ერთად." /"კარიბჭე" N17, 2008, გვ.11/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 10:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი