რაც კი ღვთისმშობლის შესახებ თქმულა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რაც კი ღვთისმშობლის შესახებ თქმულა... |
marine |
Aug 4 2015, 05:12 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ თემაში მინდა რომ თავი მოვუყაროთ ღვთისმშობლის შესახებ ნათქვამ ყოველ ძვირფას სიტყვას
"განა არის კუნჭულიც კი ამ ქვეყნად, სადაც ადამიანები მწუხარებისა და ტანჯვის გარეშე ცხოვრობენ?! არის თუნდაც ერთი ოჯახი დარდი და გაჭირვება რომ არ იცის?! მოიპოვება, ბოლოს და ბოლოს, სადმე ადამიანი ცოდვისა და უძლურების გარეშე?! და ყველასთვის არსებობს ერთი იმედი, რომელიც ღვთისმშობლის მოწყალებასა და მეოხებას ემყარება. მისკენ, მისი მადლმოსილი სახისკენ და წმინდა გამოსახულებისკენ ამ ქვეყნად ყველა ცოდვილი ისწრაფის. მისი წმინდა ხატების წინაშე შეწევნის მვედრებელთა მრავალი ლოცვა და ცრემლი იღვრება. ის ყველას ამშვიდებს და ეხმარება. განა შეიძლება ტანჯული დაარწმუნო იმაში, რომ მის წინაშე დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატი სასწაულმოქმედი არ არის, როდესაც თვითონ აცნობიერებს და გრძნობს, რომ მხოლოდ მას აქვს ძალა, დაიცვას და დაიფაროს ყოველი ვნებული?" /"ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია" გვ. 3/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 21 2017, 08:53 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ თავად ჰიტროფის ორი მსახური გოგონა ბატონის სახლის სხვენზე ავიდა. ძველ ნივთებსა და ათასნაირ ხარახურაში ერთმა ხამი ტილოს ფუთა ნახა. გახსნა და მშვენიერი გამოსახულება იხილა კეთილმოკრძალებული პირისა, რომელიც ჰგავდა მონაზონს, საკუთარ კანონს რომ კითხულობს. ქალიშვილი შეძრა გამოსახულებამ, მეორეს აჩვენა - იღუმენიააო. მეორემ კი ტილოს მიაფურთხა: "აი, ასე მეშინია და პატივს ვცემ შენს იღუმენიასო". სიტყვის დასრულება ვერც მოასწრო, მიწაზე დაეცა, ხელები დაეკრუნჩხა, დადამბალვდა, ვეღარც ხედავდა, ვეღარც ლაპარაკობდა.
შეშინებული მეგობარი მაშინვე გაიქცა ბატონთან და ყველაფერი მოახსენა. ევდოკია, - ასე ერქვა იმ საცოდავს, - ცოცხალმკვდარი ლოგინზე დააწვინეს და მის სიკვდილს ელოდნენ. ღამით ევდოკიას მშობლებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა: "თქვენი ქალიშვილი ტილოზე გამოსახულ მონაზონს კადნიერად მოექცა და შეურაცხყო არა მონაზონი, არამედ მე, რამეთუ ეს გამოსახულება ჩემი ხატია, რომლის მიერ, ჩემი ძისა და ღმერთის ნებით, ვშუამდგომლობ თქვენს ქალაქსა და მის მკვიდრთ. დილით გამოუცხადეთ ყველაფერი მღვდელს და ერთად ილოცეთ ჩემი შეურაცხყოფილი ხატის წინაშე, განრღვეულს კი იმ წყაროს წყალი ასხურეთ, ტაძართან რომ მოედინება და განიკურნებაო". დილით, ლოცვის შემდეგ, ავადმყოფი განიკურნა. ასე მოხდა გამოცხადება "კალუგის ღვთისმშობლისა". /"კარიბჭე" N17, 2008, გვ.27/ "დედა ღვთისა - სიმბოლოა სიყვარულისა". /"კარიბჭე" N17, 2008, გვ.53/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 06:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი