რაც კი ღვთისმშობლის შესახებ თქმულა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რაც კი ღვთისმშობლის შესახებ თქმულა... |
marine |
Aug 4 2015, 05:12 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ თემაში მინდა რომ თავი მოვუყაროთ ღვთისმშობლის შესახებ ნათქვამ ყოველ ძვირფას სიტყვას
"განა არის კუნჭულიც კი ამ ქვეყნად, სადაც ადამიანები მწუხარებისა და ტანჯვის გარეშე ცხოვრობენ?! არის თუნდაც ერთი ოჯახი დარდი და გაჭირვება რომ არ იცის?! მოიპოვება, ბოლოს და ბოლოს, სადმე ადამიანი ცოდვისა და უძლურების გარეშე?! და ყველასთვის არსებობს ერთი იმედი, რომელიც ღვთისმშობლის მოწყალებასა და მეოხებას ემყარება. მისკენ, მისი მადლმოსილი სახისკენ და წმინდა გამოსახულებისკენ ამ ქვეყნად ყველა ცოდვილი ისწრაფის. მისი წმინდა ხატების წინაშე შეწევნის მვედრებელთა მრავალი ლოცვა და ცრემლი იღვრება. ის ყველას ამშვიდებს და ეხმარება. განა შეიძლება ტანჯული დაარწმუნო იმაში, რომ მის წინაშე დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატი სასწაულმოქმედი არ არის, როდესაც თვითონ აცნობიერებს და გრძნობს, რომ მხოლოდ მას აქვს ძალა, დაიცვას და დაიფაროს ყოველი ვნებული?" /"ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია" გვ. 3/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 21 2017, 09:07 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- ზაქარიასაც ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა იოანე ნათლისმცემლის შობა. "რაითა ვცნა ესე, რამეთუ მე მოხუცებულ ვარ და ცოლი ჩემი გარდასრულ არს დღეთა მისთა?" - ამ შეკითხვის პასუხად მთავარანგელოზმა სასჯელი მოუვლინა მღვდელ ზაქარიას. აუწყა, რომ დამუნჯდებოდა, სანამ არ აღსრულდებოდა მისი სიტყვები. ღვთისმშობელი მარიამი კი არც განუსჯია მთავარანგელოზს. რატომ?
- მოხუც ზაქარიას მთავარანგელოზი გაბრიელი ტაძარში გამოეცხადა. კმევისას საკურთხევლის მარჯვნივ ანგელოზი იხილა. წმინდა წერილი აღნიშნავს, რომ ზაქარია ანგელოზის ხილვისას შეძრწუნდა და შიში დაეცა. მთავარანგელოზმა დაამშვიდა და უთხრა: უფალმა შეისმინა შენი ვედრება, ელისაბედი ძეს გიშობსო. ზაქარიამ არ ირწმუნა მისი სიტყვები, ეჭვი შეეპარა, როგორ შობდა ბერწი ელისაბედი ვაჟს, როცა ისინი უკვე ღრმად მოხუცები იყვნენ. მაშინ მთავარანგელოზმა თავისი ვინაობა ამცნო: მე ვარ გაბრიელ მთავარანგელოზი, უფლის წინაშე მდგომი, "მოვივლინე სიტყვად შენდა და ხარებად ამის". რადგან არ გრწმენა, იქნები დასჯილი, ვიდრე არ აღსრულდება ყოველი, რაც გახარე. მთავარანგელოზმა ზაქარია ურწმუნოებისთვის დასაჯა. წმინდა წერილში განსწავლულ მღვდელს მრავალი მაგალითი ჰქონდა ძველი აღთქმის რჯულიდან, როგორ შვა ძე ბერწმა და ხანდაზმულმა სარამ, აბრაამის ცოლმა, რებეკამ, ისააკის ცოლმა. მიუხედავად ამისა, ზაქარიამ არ ირწმუნა მთავარანგელოზის სიტყვები. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი კი, რომელსაც არ გაეგონა უმამაკაცოდ შობა ძისა, მართალია, შეაკრთო გაბრიელის სიტყვებმა, მაგრამ ღვთის ნებას დამორჩილებულმა წარმოთქვა: "აჰა, მხევალი უფლისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა". /"კარიბჭე" N7, 2008, გვ.54/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 10:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი