ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
afxazi |
Jan 10 2010, 02:59 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ვისაუბროთ ამ საკითხის ირგვლივ. ჩვენს შეხედულებებთან ერთად საინტერესო იქნება თუკი დავწერთ ავტორიტეტულ მოღვაწეთა განმარტებებს.
მაგალითად ათენაგორა ათენელის მოძღვრებით ქანდაკება კერპისგან იმით განსხვავდება, რომ ქანდაკება თაყვანისცემის ობიექტი არ არის, არამედ გასახსენებლი იმ პიროვნების რომელიც მასზეა გამოსახული. ხატი კი კერპისგან იმით სხვაობს, რომ ხატი ესაა არქეტიპი მასზე გამოსახულისა, მაშინ როცა კერპი უშუალოდაა თაყვანისცემის ობიექტი, ის მასალა, ის ნივთი, რასაც კერპი ეწოდება და არა კერპის სახით სხვა რაიმე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
marine |
May 25 2017, 01:49 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როგორი კეთილმოკრძალება უნდა გვქონდეს ხატების მიმართ? ერთმა ბერმა ვიღაცისთვის საჩუქრად წმინდა ნიკოლოზის ხატი მოამზადა და ქაღალდში გახვეული დროებით კარადაში შეინახა. მაგრამ უყურადღებობით ხატი თავდაყირა დააყენა. მალე ოთახში კაკუნი მოესმა. ბერმა მოათვალიერა იქაურობა - ნეტავ, კაკუნი საიდან მოდისო. რას იფიქრებდა, თუ კარადიდან ისმოდა. კაკუნი დიდხანს გრძელდებოდა და ბერს მოსვენებას არ აძლევდა. ბოლოს, როგორც იქნა, მიხვდა. გააღო კარადა და რას ხედავს, კაკუნი შეხვეული ხატიდან მოდიოდა. "რა სჭირს ხატს ასეთი, მოდი, ვნახავო". გახსნა და რას ხედავს, ხატი თავდაყირაა. როგორც კი ხატი გაასწორა, ხმაურიც შეწყდა.
კეთილმოკრძალებულ კაცს განსაკუთრებული მოწიწება წმინდა ხატების წინაშე აქვს, ანუ იმათ მიმართ, ვინც ამ ხატზეა გამოსახული. კაცი განა ხევს და ანადგურებს თავისი მამის, დედის, პაპის, ბებიის, ძმის ფოტოსურათებს. მით უმეტეს, პატივით უნდა მოვეპყრათ ხატს! როცა კაცი კრძალვით და მხურვალე სიყვარულით ეამბორება წმინდა ხატებს, თითქოს ისრუტავს ამ ხატის საღებავებს და თვითონ მასში, შიგნით გამოხატულ წმინდანებს. გახარებული წმინდანები მოსწყდებიან ქაღალდს ან დაფას და აღიბეჭდებიან ადამიანთა გულებში. როცა ქრისტიანი მოკრძალებით ეამბორება წმინდა ხატებს და სთხოვს შეწევნას ქრისტეს, ღვთისმშობელს, წინდანებს, მაშინ ის თავისი გულით ეამბორება, რომელიც შეისრუტავს არა მხოლოდ მათ მადლს, არამედ მთლიანად ქრისტეს, ღვთისმშობელსა და წმინდანებს, რომლებიც მისი შინაგანი ტაძრის კანკელში დგებიან. "კაცი სულიწმინდის ტაძარია". ყოველი ღვთისმსახურება იწყება და მთავრდება ხატთა ამბორისყოფით. ამას რომ ხვდებოდნენ ადამიანები, რამდენ სიხარულს შეიგრძნობდნენ, როგორ გაძლიერდებოდნენ! რამდენადაც შეძლებთ, მოიმუშაკეთ მოკრძალება, თავმდაბლობა. ეს დაგეხმარებათ ღვთის მადლის მიღებაში - მოკრძალებული, სულიერად უბრალო კაცი, თუ ის თავმდაბალიცაა, მიიღებს ღვთაებრივ მადლს..." /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 06:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი