![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#1
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
ხშირად ვფიქრობ სულიერი ცხოვრების ისეთ ავადობაზე, როგორიცაა ხიბლი. მინდა ჩემს ქრისტესმიერ დებსა და ძმებსაც გაგიზიაროთ აზრები და თქვენც გამოთქვათ მოსაზრებანი. წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს: " ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ." ეს რომ გავიგოთ, საჭიროა გავიაზროთ ის, რომ ძველი მოღვაწენი დიდ ყურადღებას აქცევდნენ განცდას თვისთა ცოდვათას.სისოი დიდთან მივიდა ერთი ბერი და უთხრა: მე სულ მახსოვს ღმერთიო, რაზედაც წმინდანმა უპასუხა, რომ ამაზე უფრო დიდი ისაა, დაინახო საკუთარი თავი ყველა ქმნილებაზე უღირსად (რასაკვირველია, სწორად თუ მივუდგებით ამ საკითხს, სასოწარკვეთაში არ ჩავვარდებით).
ადამიანთა უმრავლესობა ვერ გრძნობს თავის ცოდვილ ბუნებას და ამდენად არც სინანული აქვს. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ხიბლში არიან. ჩვენც, დედაეკლესიის შვილები, არ ვართ ღრმა სინანულში, ამდენად ჩვენც ხიბლში ვიმყოფებით. განა გულის სიღრმეში რომ შევიხედოთ , არ მოგვაჩნია, რომ "რაღაც" ვართ. მაშ თუ ასე არ არის, რატომ არ ვითმენთ შურაცხყოფას, აბუჩად აგდებას.. გულში ხომ ვგონია, რომ ვიღაცაზე უკეთესი ვართ ან ვიღაც ჩვენზე უარესია.. რას ნიშნავს თქვენთვის "ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ?" ან როგორ ახსნიდით საყოველთაო ხიბლსა და პირადულს? |
![]() ![]() |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
"ყოველივესთვის მადლობა ღმერთს - თვით ჩვენი უძლურებისთვისაც კი .რამეთუ უმჯებესია ცოდვილები ვიყოთ ესეთებად ვხედავდეთ თავს , ვიდრე გარეგნულად უცოდველები ვიყოთ და ასეთებად ასეთებადვე წარმოგვედგინოს " წმ. მამის ეს სიტყვები მეტად სანუგეშოა ჩვენთვის , უძლურთა და ცოდვილტათვის , ჩვენი დროისა და მოდგმისათვის , მხოლოდ საკუთარი უძლურებებით რომ შეუძლია თავის ქება "
წმინდა ეგნატე ბრიანჩინინოვი "ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ "ხიბლში ვარ როცა მგონია რო ვინმეზე უფრო მეტი უწყი სულიერი ცხოვრებაზე ვინმეზე უფრო მეტი გამოცდილება და განსაცდელი დამიგროვებია და ამით თავს ვინუგეშებ რო უფლისთვის უფრო სათნოა მრავალჭირ გამოვლილი ადამიანი ჩემი აზრით თუ ყოველთვის გვეხსომება რო უფალი ყვეელაფერს ჭვრეტს ჩვენ დაფარულ აზრებს ფიქრებს ამის ხსოვნით საკუთარი თავს ჯარადათ დაუდგებით და ყოველთვის გავექცევი თვითშეფასების მცდელობას თუნდაც უნებლიეთ საკუთარ ღირსებებში ჩაძირული ვიფხიზლებ თავს და ვწყვეტ ფიქრს ეს იმას კი არ ნიშნავს რო ამით ხიბლი დავძლიე და სიმდაბლე შევიძინე თავის განკიცხვა ალბათ ჯერ კიდე არ არის სიმდაბლე ეს სიმდაბლის მოსახვეჭად ერთ ერთი მართალი გზაა შესაძლოა ვცდები -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
afxazi |
![]()
პოსტი
#3
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
"ყოველივესთვის მადლობა ღმერთს - თვით ჩვენი უძლურებისთვისაც კი .რამეთუ უმჯებესია ცოდვილები ვიყოთ ესეთებად ვხედავდეთ თავს , ვიდრე გარეგნულად უცოდველები ვიყოთ და ასეთებად ასეთებადვე წარმოგვედგინოს " წმ. მამის ეს სიტყვები მეტად სანუგეშოა ჩვენთვის , უძლურთა და ცოდვილტათვის , ჩვენი დროისა და მოდგმისათვის , მხოლოდ საკუთარი უძლურებებით რომ შეუძლია თავის ქება " წმინდა ეგნატე ბრიანჩინინოვი "ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ "ხიბლში ვარ როცა მგონია რო ვინმეზე უფრო მეტი უწყი სულიერი ცხოვრებაზე ვინმეზე უფრო მეტი გამოცდილება და განსაცდელი დამიგროვებია და ამით თავს ვინუგეშებ რო უფლისთვის უფრო სათნოა მრავალჭირ გამოვლილი ადამიანი ჩემი აზრით თუ ყოველთვის გვეხსომება რო უფალი ყვეელაფერს ჭვრეტს ჩვენ დაფარულ აზრებს ფიქრებს ამის ხსოვნით საკუთარი თავს ჯარადათ დაუდგებით და ყოველთვის გავექცევი თვითშეფასების მცდელობას თუნდაც უნებლიეთ საკუთარ ღირსებებში ჩაძირული ვიფხიზლებ თავს და ვწყვეტ ფიქრს ეს იმას კი არ ნიშნავს რო ამით ხიბლი დავძლიე და სიმდაბლე შევიძინე თავის განკიცხვა ალბათ ჯერ კიდე არ არის სიმდაბლე ეს სიმდაბლის მოსახვეჭად ერთ ერთი მართალი გზაა შესაძლოა ვცდები არა არ ცდები მართალი ხარ. არ არსებობს ადამიანი რომელიც იმაში დამარწმუნებს რომ საკუთარი თავით, ზოგჯერ მაინც კმაყოფილი არაა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, უბრალოდ ამას გასაქანი არ უნდა მივცეთ. შესაძლოა ცხოვრებაში ბევრჯერაც შეგაქონ, ბევრ წარმატებასაც მიაღწიო, მაგრამ მუდამ გახსოვდეს მხოლოდ სამი სიტყვა "დიდება ღმერთს ყველაფრისათვის" (იოანე ოქროპირი). ეს ვფიქრობ უბრალოებასაც მოგვაპოვებინებს და მერე ის ვირი გაგვახსენდება უფალი რომ იერუსალიმში შეჰყავდა და ეგონა პალმის რტოებს მე მიფენენო, სინამდვილეში კი ის უფლისათვის იყო განკუთვნილი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი