მრისხანება, მრისხანებაა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მრისხანება, მრისხანებაა |
Alterego |
Mar 1 2016, 05:02 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 378 რეგისტრ.: 27-December 12 წევრი № 12,845 |
მრისხანება ვიცით რომ ითვლება ცოდვად, რატომ განრისხდა იესო ქრისტე როდესაც ტაძარში ბაზრობა იყო მოწყობილი? და ძლად მისვლის ლოცვაში რატო ვკითხულობთ: უფალო შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ შენ გესვათ, ნუ განმირისხდები ჩვენ და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩვენთა? უფალი ნრისხდება? ანუ ცოდვას ჩადის?
|
marine |
May 26 2017, 12:14 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამბავი რისხვისგან სასწაულებრივი განკურნებისა
"წმინდა ტიხონ ზადონელს ფიცხი ხასიათი ჰქონდა. ის ხშირად მრისხანებდა ადამიანებზე, მერე ინანიებდა და კვლავ რისხავდა. თავის სისუსტეს სხვებზე მეტად გრძნობდა და უფალს ევედრებოდა, დაეხსნა მრისხანებისგან. მართლაც, ღვთის განგებულებით, მოხდა ისეთი რამ, სამუდამოდ რომ დათრგუნა მისი რისხვა, გულშემუსვრილებასა და სიმდაბლეში მოიყვანა. ერთხელ ღმერთს ბევრი ევედრა, ავადმყოფობა მომივლინე, რისხვისგან რომ განმკურნოსო. ამ დროს ჩაეძინა და ძილში იხილა: ვითომ ტაძარში დგას, მღვდელს კი საკურთხევლიდან ყრმა გამოჰყავს, რომელსაც მოსასხამი მოსავს. წმინდა ტიხონი მღვდელს ეკითხება, ბავშვს რა ჰქვიაო. მღვდელი პასუხობს: ბასილიო (რაც ბერძნულად "მეფეს" ნიშნავს). მაშინ ტიხონი ბავშვს მოსასხამს ხდის და მარჯვენა ლოყაზე კოცნის. ამ დროს ყრმა მარჯვენა ხელით მარცხენა ლოყაში ისე ურტყამს ტიხონს, რომ ის ტკივილისგან ყვირის და იღვიძებს. ტიხონმა იგრძნო, სხეულის მთელი მარცხენა მხარე სტკიოდა. მან მადლობა შესწირა ღმერთს და მას შემდეგ აღარავიზე და აღარაფერზე მრისხანებდა." /წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი