ზრახვები და ხიბლი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ზრახვები და ხიბლი |
marine |
May 10 2016, 11:09 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გახსოვდეს ორი ზრახვა და გეშინოდეს მისი. ერთი ამბობს: შენ წმინდანი ხარ, მეორე - შენ ვერ გადარჩები; ორივე ეს ზრახვა მტრისგანაა და არ არის ჭეშმარიტი. შენ იფიქრე: მე დიდი ცოდვილი ვარ, მაგრამ უფალი მოწყალეა, მას ძლიერ უყვარს ადამიანები და მომიტევებს მე ცოდვებს. ერწმუნე ამას და იქნება ასე; უფალი გაპატიებს. შენს გმირობას ნუ ენდობი, თუნდაც ბევრს მოღვაწეობდე. ერთი მოღვაწე მეობნებოდა: "მე აუცილებლად უნდა ვიყო შეწყალებული, იმიტომ, რომ ყოველდღე ამდენ და ამდენ მუხლდრეკას ვაკეთებ". მაგრამ როცა მოვიდა სიკვდილი, მან ტანსაცმელი შემოიხია. ამგვარად, არა ჩვენი გმირობით, არამედ თავისი მადლით გვწყალობს (უფალი) ღმერთი.
უფალს სურს, რომ სული იყოს მორჩილი და ყველას სიყვარულით მიუტევოს. მაშინ უფალიც მიუტევებს მას სიხარულით. უფალს უყვარს ყველა და ჩვენ უნდა მივბაძოთ მას, უნდა გვიყვარდეს ყველა; თუ უძლურნი ვართ, უნდა ვთხოვოთ: უფალი უარს არ გვეტყვის და დაგვეხმარება თავისი მადლით. ჯერ კიდევ მორჩილებაში მყოფმა შევიმეცნე ღმერთის სიყვარული. იგი აუწერელია. სული გრძნობს, რომ ღმერთთან არის და უხარია, თუმცა სხეული იქანცება ღმერთის მადლით, მაგრამ ამ მადლის დაკარგვა შეიძლება ერთი ცუდი ზრახვითაც. ცუდ ზრახვებთან ერთად შემოდის ჩვენში მტრის ძალა; გრძნობს მაშინ ადამიანი დაღუპვას და ხედავს, რომ ღვთის მადლი აღარ არის მასში, უამისოდ კი იგი ცოდვილი, უძლური მიწაა". /წმ. ბერი სილუან ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 26 2017, 03:44 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა პაისი ათონელი წერს: "როდესაც ვინმე მეტყოდა, ეკლესიაში სრულიად შეუფერებელი ადამიანების დანახვა მაბრკოლებსო, ვპასუხობდი, - ბუზს თუ ჰკითხავ, ახლომახლო ყვავილები ხომ არ გეგულებაო, გიპასუხებს, რომ ყვავილებისა არაფერი იცის, მაგრამ, სამაგიეროდ, თანმიმდევრულად ჩამოგითვლის ყველა იმ ადგილს, სადაც ათასგვარი სიბინძურით აღსავსე კონსერვის ქილები ყრია. მაგრამ თუ ფუტკარს ჰკითხე, ამ მიდამოებში რაიმე უწმინდურება ხომ არ შეგხვედრიაო, გეტყვის, არაო და ჩამოთვლის მთისა თუ ბარის კეთილსურნელოვან ყვავილებს. როგორც მივხვდი, ადამიანთაგან ზოგი ფუტკარს ჰგავს და ზოგიც – ბუზს. ბუზის მსგავსი ყველა სიტუაციაში ცუდს ეძებს და ამით არის დაკავებული. ის, ვინც ფუტკრის მსგავსია, ყველაფერს კეთილად უცქერის. ნაკლოვანი ადამიანი ნაკლოვანად ფიქრობს და ზრახავს, ყველაფრის მიმართ სიფრთხილეს იჩენს, ყველაფერს უკუღმართად ხედავს, მაშინ როდესაც კეთილი ზრახვების მქონე, რაც არ უნდა დაინახოს და რაც არ უნდა უთხრან, კეთილ ზრახვებს აამოქმედებს.
ერთხელ ჩემთან მეორეკლასელი გიმნაზიელი ბიჭუნა მოვიდა და ჭიშკარზე რკინის ურდულით დააკაკუნა. თუმცა წინ უამრავი წასაკითხი წერილი მედო, გადავწყვიტე, გავსულიყავი და მეკითხა, რა უნდოდა. ყმაწვილო, რა გნებავს-მეთქი. მან მკითხა, - ეს მამა პაისის სენაკია? მამა პაისი მინდოდა. სენაკი მისია, მაგრამ თვითონ მამა პაისი არ არის, სიგარეტის საყიდლად წავიდა, - ვპასუხობ მე. ალბათ, სიგარეტისთვის იმიტომ წავიდა, რომ ვინმემ სთხოვა, - კეთილი ზრახვიდან გამომდინარე დაასკვნა ბიჭმა. თავისთვის უნდოდა სიგარეტი, გაუთავდა და ცეცხლმოკიდებული გავარდა მაღაზიაში. აქ მარტო დამტოვა და ისიც კი არ ვიცი, როდის დაბრუნდება. თუ დაიგვიანა, მეც წავალ-მეთქი. ბიჭს თვალებში ცრემლი აუკიაფდა და კვლავ კეთილი ზრახვიდან გამომდინარე წარმოთქვა: როგორ ვღლით წმინდა მამას. შენ რა გინდოდა მასთან? - ვეკითხები. კურთხევა მინდა ვთხოვოო. რა კურთხევა, შე სულელო, ის ხომ ხიბლშია, ასეთ გზააბნეულ კაცუნას ჯერ არსად შევხვედრივარ. ასე რომ, ამაოდ ელი. რომც დაბრუნდეს, უგუნებოდ იქნება, თანაც შესაძლოა მთვრალიც გამოგვეცხადოს და ადვილი შესაძლებელია, გვარიანად წაგითაქოს კიდეც-მეთქი. მოკლედ, რა არ ვუთხარი ამ ყმაწვილს, მაგრამ მისი კეთილი ზრახვა არ შეიცვალა. ბოლოს დავყაბულდი, - კარგი, მე კიდევ ცოტა ხანს დაველოდები მამა პაისის. მითხარი, რა გინდა და გადავცემ-მეთქი. მისთვის წერილი მაქვს, მაგრამ დავუცდი, რომ კურთხევა ავიღოო, - მომიგო მან. ხედავთ, რაც არ უნდა მეთქვა, ყველაფერს კეთილი ზრახვებით იღებდა. ვუთხარი, მამა პაისი ცეცხლმოკიდებული გავარდა სიგარეტისთვის-მეთქი. მას კი ამის გაგონებაზე თვალს ცრემლი მოადგა და ოხვრა დაიწყო. იფიქრა, - ვინ იცის, რისთვის წავიდა, ალბათ, კეთილი საქმის გასაკეთებლადო. სხვები ამდენ წიგნს კითხულობენ და კეთილი ზრახვები მაინც არა აქვთ. გიმნაზიის მეორე კლასის მოსწავლე კი ესოდენ კეთილი ზრახვებითაა სავსე. შენ უნგრევ მას წარმოდგენას, ის კი ხელახლა აგებს მას და ამაზე დაყრდნობით საუკეთესო დასკვნამდე მიდის. ამ ბავშვმა აღმაფრთოვანა. ასეთი ვინმე პირველად ვნახე". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი