რაც კი ღვთისმშობლის შესახებ თქმულა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რაც კი ღვთისმშობლის შესახებ თქმულა... |
marine |
Aug 4 2015, 05:12 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ თემაში მინდა რომ თავი მოვუყაროთ ღვთისმშობლის შესახებ ნათქვამ ყოველ ძვირფას სიტყვას
"განა არის კუნჭულიც კი ამ ქვეყნად, სადაც ადამიანები მწუხარებისა და ტანჯვის გარეშე ცხოვრობენ?! არის თუნდაც ერთი ოჯახი დარდი და გაჭირვება რომ არ იცის?! მოიპოვება, ბოლოს და ბოლოს, სადმე ადამიანი ცოდვისა და უძლურების გარეშე?! და ყველასთვის არსებობს ერთი იმედი, რომელიც ღვთისმშობლის მოწყალებასა და მეოხებას ემყარება. მისკენ, მისი მადლმოსილი სახისკენ და წმინდა გამოსახულებისკენ ამ ქვეყნად ყველა ცოდვილი ისწრაფის. მისი წმინდა ხატების წინაშე შეწევნის მვედრებელთა მრავალი ლოცვა და ცრემლი იღვრება. ის ყველას ამშვიდებს და ეხმარება. განა შეიძლება ტანჯული დაარწმუნო იმაში, რომ მის წინაშე დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატი სასწაულმოქმედი არ არის, როდესაც თვითონ აცნობიერებს და გრძნობს, რომ მხოლოდ მას აქვს ძალა, დაიცვას და დაიფაროს ყოველი ვნებული?" /"ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია" გვ. 3/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 2 2017, 10:33 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ოქროს ღუმელი, რომელშიც გამოცხვა პური უკვდავებისა"
/"კარიბჭე" N17, 2008, გვ. 29/ "დედავ, დედათა უმეტესო" "ოქროს ღვთისმშობელო" /"კარიბჭე" N17, 2008, გვ. 26/ მარიამი - დედოფალი ჩვენი (ძველებრაულ ენაზე) თვით სილამაზე და სიყვარული, სათნოებათა წყაროს წკრიალი ერთად შეყრილან შენში, ქალწულო, ო! ვინ გიწოდა შენ მარიამი?! თვით სილამაზე და სიყვარული, თვით სიყვარული და სილამაზე - ორივე ერთად, ერთი მთლიანი ვაზი ცხოვრების ხარ მადლიანი, ტაძარი ღვთისა, გულის წიაღი, მამშვიდებელი გრილი ნიავი, შენ - ანგელოზთა აღმატებული სულით და ხორცით ადამიანი. ო, ვინ გიწოდა შენ მარიამი? დედაო ღვთისა, ხარ დღე მზიანი! შენ გევედრება ყველა ქართველი, ხარ მოლოდინი იმედიანი. ო, ვინ გიწოდა შენ მარიამი?! ჯვარცმის წინაშე თვალცრემლიანი დედა - ტანჯული შვილის დამთმენი, გულდამწვარი და თან ბედნიერი... ო! ვინ გიწოდა შენ მარიამი?! დილით გალობენ ნაზი იანი... შენ დედოფალი ხარ ზეციერი, ლხინი უფლისა მრავალდღიანი, თვით სილამაზე და სიყვარული, თვით სიყვარული და სილამაზე - ორივე ერთად, ერთი მთლიანი, უბიწოება შენ ხარ დიადი... ზეცამ გიწოდა შენ მარიამი. /მორჩილი გიორგი (ფილია) შიომღვიმის მონასტერი "კარიბჭე" N17, 2008, გვ.29/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 03:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი