დავითი, ფსალმუნები, განმარტებანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დავითი, ფსალმუნები, განმარტებანი |
marine |
Aug 6 2015, 08:42 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ყველაფერი დავითის ფსალმუნების შესახებ!
"ჩვენ დავითიანნი ვართ! "დავითი" ნიშნავს ღვთისაგან შეყვარებულს". /ილია II/ ტროპარი: "უცხოსა სიმდაბლისა მუშაკო, უცხოდ ამაღლებულო მშვიდო, მგალობელთა მთავარო დავით, ქრისტეს მამობასა ღირს-ქმნილო, მეოხ გვეყავ ჩვენ წინაშე ღმრთისა, წინასწარმეტყველო და მეფეო". ფსალმუნის ძველ-ქართული სიტყვის განმარტება: კუმოდიან (103, 32) - აბოლდებიან, აკვამლდებიან, კვამლი აუვათ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 5 2017, 03:31 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ფსალმუნი 135
16. "რომელმან დასცნა მეფენი ძლიერნი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი" - ვიცით, რომ ისრაელმა უამრავი მეფენი დაამარცხა, მხოლოდ და მხოლოდ ღვთის შეწევნით და დახმარებით და არა საკუთარი ძალისხმევით. რადგან ვიცით, რომ ის მეფენი რომლებიც ისრაელის ერს ებძოდნენ, გაცილებით ძლიერები იყვნენ მიწიერი თვალსაზრისით, მაგრამ ღვთის ძლიერებით და ღვთის სასწაულებით განადგურდნენ. 17. "და მოსწყვიდნა მეფენი ძლიერნი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი" - აქ ჩამოთვლილია ორი მეფე, რომლებიც ყველაზე ძლიერები იყვნენ. წინასწარმეტყველმა ამ ორ მეფეს გაუსვა ხაზი, რადგან თუკი ეს უძლიერესი მეფეები დაამარცხა ისრაელის ერმა ღვთის შეწევნით, რა თქმა უნდა, დანარჩენებს უფრო ადვილად დაამარცხებდა. 18. "სეონ, მეფე ამორეველთა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი" - სეონ მეფე, რომელიც ისრაელმა ღვთის შეწევნით დაამარცხა. 19. "და ოგ, მეფე ბასანისა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი" - და ოგ მეფე. 20. "და მისცა ქუეყანა მათი სამკვიდრებელად, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი" - მათი, დამარცხებული ერებისა და დამარცხებული მეფეების ქვეყანა მისცა მარადიულ სამკვიდრებელად უფალმა ისრაელის ერს". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი