მოციქულები და მათი ღვაწლი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოციქულები და მათი ღვაწლი |
marine |
Jul 2 2016, 09:59 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოციქულებზე თემა ვერ ვიპოვე, ამიტომ აქ ვხსნი ახალ თემას დიდი მოწიწებით
"[წმ. პავლე მოციქული] ყველაზე ენერგიული მდევარი ქრისტიანებისა იქცა ყველაზე ენერგიულ მოციქულად, ოცდაათ წელიწადს ქრისტეს ნათელს ჰფენდა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის ხალხებს... ოცდაათი წელი სიბნელეში, ოცდაათი - სინათლეში (მთლიანად სამოცი წელი იცოცხლა). ესაა კლასიკური მაგალითი ქრისტეს მოძღვრების თვალშეუდგამი სიმაღლისა - როგორ შეიძლება უწმინდური იქცეს უწმინდესად". "როდესაც მოციქულ პავლეს როზგავდნენ, რამდენადაც სტკიოდა სხეულს, აამებდა სულს, რადგან მასში ძველი ცოდვების საზღაურს გრძნობდა, სული თავისუფლდებოდა ცოდვისაგან". /დეკ. რაფაელ ხაჭაპურიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 11 2017, 12:14 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კაცობრიობა საკუთარი სიდიადით, გონებრივი შესაძლებლობებითაა შეპყრობილი და თავის დაცემულობას ვეღარ ხედავს. მოვიდა ღმერთი, ხელი გამოგვიწოდა, ჩვენ კი მოვკალით. არაფერს ნიშნავს, რომ ეს პოლიტიკურად, რეგიონულად და ქრონოლოგიურად ძალიან ვიწრო არეალში მოხდა. თითოეული ადამიანი, ვინც ამ ამბავს იგებს, მას თითქოსდა ითავისებს, მაგრამ მერე ან იღებს, ან უარყოფს. თავად სასწაულია, კაცობრიობამ რომ მიიღო და გაითავისა ეს ფაქტი. წარმოიდგინეთ, რა მოხდა: მაცხოვრის თორმეტმა, უფრო სწორად - თერთმეტმა (იუდა ხომ გამოაკლდა), გაუნათლებელმა მოწაფემ, რომლებმაც ბერძნულენოვან სამყაროში წერა-კითხვა მხოლოდ ებრაულ ენაზე იცოდნენ, მთელი სამყარო მოაქცია! წარმართულ სამყაროში, სადაც ყველას საკუთარი ადათები, წესები, ჩვეულებები, მამა-პაპის სჯული, მსოფლმხედველობა ჰქონდა, უბრალო მეთევზეებმა ადამიანების მთელი ცნობიერება შეცვალეს.
ხომ გისაუბრიათ არასწორი ქრისტიანული დამოკიდებულების მქონე ახლობლებთან, გაუგიათ თქვენი სიტყვა? თითოეული ჩვენგანი წასწყდომია, რა რთულია ღვთის სჯულის ქადაგება, ადამიანის ეკლესიამდე მოყვანა, ხანდახან - შეუძლებელიც. მაგრამ საოცარ რეალობას ვხედავთ: მთელი სამყარო შეიცვალა. ადამიანები ისეთ სიბნელეში ცხოვრობდნენ, საკუთარ შვილებს კერპებს სწირავდნენ. ასე იყო საქართველოშიც. გვაქვს კანიბალიზმის მაგალითებიც. და ეს ბნელით მოცული არსებები გაუნათლებელმა ადამიანებმა საღვთო სჯულზე მოაქციეს. სულ სამი საუკუნე დასჭირდა, რომ სამყაროს მთავარ რეგიონში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებულიყო. თაობაზე 50 წელს თუ ვივარაუდებთ, მხოლოდ ექვსი თაობა გამოვა. ძალიან ცოტაა სამი საუკუნე." /დეკ. თეოდორე გიგნაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი