მღვიძარება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მღვიძარება |
marine |
May 27 2016, 12:29 PM
პოსტი
#141
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როცა ღირს აკაკი კავსოკალიველს ჰკითხეს ძილსა და მღვიძარებაზე, მან უპასუხა: - ნახევარი საათის ძილი საკმარისია ჭეშმარიტი მონაზვნისთვისო!
თვითონ კი, წარმოუდგენელი სიმამაცით, მთელი ღამე იდგა ფეხზე ან დაჩოქილი ლოცულობდა და გალობდა, მიუხედავად იმისა, რომ მხცოვანს თიაქარი ძლიერ სტანჯავდა. ძალზე მცირე ხანს ეძინა, ისიც განთიადისას. დაეყრდნობოდა თავის ხელს, ან რაიმე საგანს და წათვლემდა, რათა გონება არ შერყეოდა უზომო მღვიძარებისგამ". "წმინდა გრიგოლ პალამამაც უდიდესი ბრძოლა გაუმართა თავის სხეულსა და ძილს. სამი თვის მანძილზე დაუძინებლად ლოცულობდა თავის ასკეტერიონში, თუმცა წმინდანმა ეს ღვაწლი შეწყვიტა, რათა ტვინი არ დაზიანებოდა მუდმივი მღვიძარებისგან". "ბევრი ძილისგან ჩვენი გონება სუქდებაო". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 11 2017, 12:22 PM
პოსტი
#142
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მღვიძარება ღვთის ბოძებული ნიჭია. ამ სათნოების მოპოვება საკუთარ თავზე მუშაობით და სულიერი ეკლესიური ცხოვრებით მიიღწევა. მღვიძარებას ორი სახე აქვს - ხორციელი და სულიერი. ერთ-ერთმა სულიერმა შვილმა მოძღვარს ჰკითხა, - რა უფრო მნიშვნელოვანია და მოსაწონი ღვთის წინაშე, ხორციელი ღვაწლი თუ სულიერი შრომაო. მოძღვარმა მიუგო, რაც ფოთოლია ხისათვის, ეს არის ხორციელი შრომა, ღვაწლი, ხოლო ნაყოფი - სულიერი ღვაწლი. რა თქმა უნდა, სულიერ ღვაწლს წინ უძღვის ხორციელი შრომა. ნაყოფი რომ მომწიფდეს და სრულყოფილად ჩამოყალიბდეს, ფოთოლი აუცილებელია ხისთვის. ასევე აუცილებელია მოღვაწისთვის ხორციელი შრომა, რათა მან მიიღოს სულიერი ნაყოფი. ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს მღვიძარებას, რაც, სულიერი თვალსაზრისით, არის მუდმივი თვალყურის დევნება საკუთარი თავისთვის. სახარებაში უფალი ჩვენი იესო ქრისტე მიანიშნებს მღვიძარების საჭიროებაზე. გეთსემანიის ბაღში, სადაც მაცხოვარი ლოცულობს, თავის მოწაფეებს, მოციქულებს სთხოვს - "იღვიძებდით და ილოცვიდითო". მაცხოვარი მიუთითებს, რომ მღვიძარედ იყვნენ, რათა განსაცდელს, ცოდვას განერიდონ. ასევე სულიერი მღვიძარება აუცილებელია უფლის მადლის ადამიანებზე დასაშვებად.
რა თქმა უნდა, მღვიძარება მნიშვნელოვანია ბერმონაზვნურ ცხოვრებაში. თანამედროვე მონასტერში ექვსი საათი ნორმალური დროა, რათა მონაზონმა მოისვენოს. მუხლმოდრეკა, მარხვა და სათნოებები ითვლება ხორციელ ღვაწლად. არსებობს სულიეირ მღვიძარება, რომელიც ნაყოფია სულისა წმინდისა. ეს ნიშნავს, რომ სულიერად მღვიძარე ადამიანი უნდა აკონტროლებდეს საკუთარ მისწრაფებებს, აზრებს. რამდენად არის აზროვნებით ღმერთთან. მღვიძარება აფიქრებს ადამიანს მარადიულსა და სულის ცხონებაზე, როგორ ასიამოვნოს უფალი თავისი ცხოვრებით. მღვიძარების პროცესში უფლის ყველა მცნება მოღვაწისთვის განსაკუთრებით საყურადღებო ხდება. მღვიძარების ნაყოფად ადამიანი იღებს სულიწმინდის ნიჭებს, უფალი გამოყოფს ნიჭს ადამიანში სხვადასხვა დოზით, რისი დაცვაც მას შეუძლია. თითოეულ მოღვაწეს მიდრეკილება აქვს სხვადასხვა სათნოებისადმი. ზოგს ებოძა უსაზღვრო სიყვარული, ზოგს - სტუმართმოყვარეობა, მღვიძარება, სიტკბოება, მყუდროება. თუ ადამიანი ღვთით ცხოვრობს, ყველა სათნოებას იძენს. /მღვდელმონაზონი მათე (ვაშაყმაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 08:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი