ქრისტე აღსდგა,ჭეშმარიტად! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტე აღსდგა,ჭეშმარიტად! |
kent5 |
Apr 4 2010, 02:38 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 166 რეგისტრ.: 3-February 08 წევრი № 3,836 |
ქრისტე აღსდგა,ჭეშმარიტად! ყველა მართმადიდებელს ვულოცავ ამ უდიდეს დღეს. იხაროს ჩვენმა სამშობლომ.
-------------------- დედა ხვთისმშობელი გვფარავდეს. ა მ ი ნ ,,შეიყვარეთ სიყვარული''. მამა ვიტალი /სიდორენკო/.[i][i][color=#000066]
|
marine |
Jun 18 2017, 12:18 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კონიცელი იოანე კორცინოღლუ მოგვითხრობს: "1991 წელს ჩემს თანამემამულე პოლიკარპესთან ერთად "პანაღუდაში" მივედი. ბერს ბევრი ხალხი ჰყავდა, რიგში ვიდექით და ველოდით. ერთი კაცი შევამჩნიე, განმარტოებით იჯდა და სიყვარულით გულშემუსვრილი უცქერდა მამა პაისის. ვკითხე: - რაიმე განსაკუთრებული შეგემთხვათ-მეთქი? აღელვებულმა მომითხრო, - ჩემი ქალიშვილი დაბადებიდან მუნჯი იყო. შვიდი წლისამ კი მამა პაისის დახმარებით უეცრად ენა ამოიდგა. მანამდე საზღვარგარეთაც კი მყავდა, ბევრი ფული დავხარჯე, მაგრამ ბავშვს ექიმებმა ვერაფერი უშველესო.
როცა მამა პაისის ვკითხეთ, დაგვიმოწმა კაცის ნათქვამი. იგი მთელი წელიწადი ლოცულობდა გოგონასთვის. მისი ლოცვები მარტო გოგონას კი არა, მშობლებსაც დაეხმარა. ღვთისმშობელმა გაუმხილა ბერს, რომ გოგონა ალაპარაკდებოდა, მაგრამ მანამდე მამა უნდა მოემზადებინა, რათა არ შეშინებოდა. დიდ პარასკევს გოგონა მოეხვია მამას და უეცრად უთხრა: "დამდეგ ქრისტეს აღდგომას გილოცავ, მამიკო!" "დადგა წმინდა აღდგომის დღე. სადღესასწაულო ცისკარი ილოცეს. ძმები ეზიარნენ წმინდა საიდუმლოებას. დარჩენილი მარაგიდან მომზადდა კერძი ძმების მოსაძლიერებლად. ჰქონდათ მხოლოდ მცირეოდენი დაობებული პური და მწნილი... წმინდა აპოლონმა თქვა: - თუ გვაქვს რწმენა, როგორც ქრისტეს ჭეშმარიტ მსახურებს, მაშინ დაე თითოეულმა თქვენგანმა ამ სასიხარულო დღისთვის გამოითხოვოს ღვთისგან ის, რასაც სიამოვნებით შეჭამდა. ძმებმა თვითონ მას სთხოვეს, ღვთისთვის მიემართა, რადგან ყველას აღემატებოდა ასაკითა და მოღვაწეობით. ამბამ ცხოველი სიხარულით გადმოღვარა ლოცვა ღვთის წინაშე. დასასრულს კი ყველამ თქვა, - ამინ! უეცრად მღვიმის შესასვლელთან გამოჩნდა სრულიად უცნობი ხალხი უხვი, მრავალფეროვარი კერძით ხელში. მათ შორის იყო ისეთი ჯიშის ვაშლი, რომელიც ეგვიპტეში არ ხარობს, ყურძნის უჩვეულოდ დიდი მტევნები, კაკალი, ლეღვი, ფინიკი, ბროწეული, ფიჭის თაფლი და რძე, უზარმაზარი ასურული ფინიკები და უჩვეულოდ თეთრი თბილ-თბილი პური, ისიც, როგორც ჩანდა, უცხო ქვეყნის ხორბლისა იყო. მოიტანეს და სასწრაფოდ უკან დაბრუნდნენ. ბერებმა მადლობა შესწირეს ღმერთს და შეუდგნენ ტრაპეზს. უხვი სანოვაგე სულთმოფენობამდე ეყოთ." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი