ძველი ქართული ხელნაწერები, კალიგრაფია, მინიატურა, დეკორი, ყდა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძველი ქართული ხელნაწერები, კალიგრაფია, მინიატურა, დეკორი, ყდა |
შაკო |
May 15 2007, 12:43 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,102 რეგისტრ.: 1-December 06 წევრი № 617 |
ვანის ოთხთავი XII-XIIIსს-ის მიჯნა -------------------- რავიცი.....რავიცი.....
|
marine |
Jun 23 2017, 12:29 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ხელნაწერები
ჩვენამდე მოღწეულია ძველი აღთქმის ორი უძველესი კრებული - ოშკისა და მცხეთის ბიბლიები. ოშკის ანუ ათონის ბიბლია ათონის ივერთა მონასტერშია დაცული და გადაწერილია X საუკუნეში, 978 წელს, ცნობილი ათონელი მოღვაწის, იოანე-თორნიკეს დაკვეთით. მოღწეულია ათონის ბიბლიის სამი გადამწერის სახელი - მიქაელი, სტეფანე და გიორგი. ეგრეთ წოდებული მცხეთის ბიბლია კი, რომელსაც სხვაგვარად საბას ბიბლიას უწოდებენ, XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება. იგი დიდ სულხან-საბა ორბელიანს შეუდგენია. მიუხედავად იმისა, რომ ოშკის ბიბლიიდან მცხეთის ბიბლიამდე საკმაოდ დიდი პერიოდი, შვიდი საუკუნეა, ამ შუალედში ბიბლიის სხვა კრებული არ ჩანს, სამაგიეროდ, ჩვენამდე მოაღწია სწორედ ამ შუალედში გადაწერილმა ცამეტმა ხელნაწერმა, რომლებიც ძველი აღთქმის ამა თუ იმ წიგნს შეიცავენ და რომლებმაც მოუმზადეს ნიადაგი მცხეთის ბიბლიისა და შემდგომი კრებულების მომზადებას საქართველოში. ჩვენამდე მოაღწია ამ შუალედში შექმნილმა გელათურმა ბიბლიამ, რომელიც XI საუკუნის ბოლო წლებით თარიღდება. გელათურ ბიბლიას თან ერთვის განმარტებები, კატენები, რის გამოც მას "კატენებიან ბიბლიასაც" უწოდებენ. უნიკალურ ხელნაწერთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ადიშის ოთხთავი, რომელიც დღესაც სვანეთში, მესტიის მუზეუმშია დაცული; ოპიზის 913 წლის ხელნაწერი, რომელიც ოპიზიდან ათონზე გადაუტანიათ და ახლაც იქაა დავანებული; ჯრუჭის ოთხთავი, რომელიც 936 წლით თარიღდება; პარხლის მრავალთავის გადამწერის, გაბრიელ პატარაიას მიერ გადაწერილი პარხლის ხელნაწერი, ქსნის ოთხთავი, რომელსაც IX საუკუნით ათარიღებენ, აგრეთვე X საუკუნით დათარიღებული ურბნისის ოთხთავი. /"კარიბჭე" N15, 2008, გვ.38/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი