მარტვილობა, "ეძიებდე ქრისტესთვის სიკვდილს" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მარტვილობა, "ეძიებდე ქრისტესთვის სიკვდილს" |
marine |
Jul 27 2016, 09:15 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეძიებდე ქრისტესთვის სიკვდილს", მოკვდე ქრისტესთვის - ეს ნიშნავს, უკვდავყო საკუთარი სული მარადისობაში - დაიმკვიდრო სასუფეველი".
"მარტვილი საკუთარი სისხლით იღებს ცოდვათა შენდობას, ამ დრომდე რაოდენ მძიმე შეცოდებაც არ უნდა ჩაედინა". /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 24 2017, 02:46 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მთლად გაშლეგებულმა უსჯულომ ბრძანა, მისთვის [მოწამე იაკინთე რომაელი] ამ კადნიერი სიტყვების წარმომთქმელი ბაგეები დაეთეთქვათ, შემდეგ უმოწყალოდ ჩააწიხლვინა, პირი გააღებინა, რომ ნამსხვერპლი საკვები ძალით ჩაეყლაპებინა, მაგრამ ამაოდ".
"რაც მეტად დამტანჯავ, მით გაძლიერდება ჩემი რწმენა!" "[ღირსმოწამე გერასიმე ახალი] ჯალათთ კი ეტყოდა, - ტანჯვა სიხარულით აღმავსებსო. 1812 წლის 3 ივლისს (ძვ. სტ.) წმინდა სოფიას ტაძრის წინ მარტვილს თავი წარკვეთეს, სხეული კი კიდევ ნახევარ საათს იდგა მუხლებზე, შემდგომ კი ისე მშვიდად მიწვა მიწაზე, თითქოს უნდა მიიძინოსო". "პირველი კვიპრილა წარდგა სამსჯავროს წინაშე და ოდეს მტკიცედ იუარა კერპისთვის მსხვერპლის შეწირვა, ძალით დააჭერინეს ხელში გავარვარებული ნახშირი, რომ "ღმერთთათვის" ეკმია, ნეტარმა კი თქვა: - ძალით შეწირული მსხვერპლად არ ჩაითვლება! მეომრებს კი იქამდე ეჭირათ იგი, სანამ ხელი სრულიად არ დაეწვა, შემდეგ - ბოძზე გააკრეს და სხეული დაუსერეს, ჭრილობათაგან სისხლი სდიოდა, მკერდიდან კი რძე". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 12:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი