ასკეტიკა, წმინდა ისააკ ასური |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ასკეტიკა, წმინდა ისააკ ასური |
აკაკი |
Jul 23 2010, 05:55 PM
პოსტი
#141
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
სამოთხის შესახებ
ციტატა წმინდა ისააკ ასურის (VII ს.) ასკეტიკურ თხზულებათა ძველი ქართული თარგმანები ჩვენამდე მოღწეულია ორი რედაქციით: პირველი შექმნილია IX საუკუნემდე და ანონიმურია, შემორჩენილია მხოლოდ ორიოდე “თქუმულის” სახით (იხ. მამათა სწავლანი, თბ., 1955 წ.), ხოლო მეორე რედაქცია ეკუთვნის წმინდა ეფთვიმე მთაწმინდელს; ბერძნულიდან შესრულებული უწმინდესი თარგმანი შესულია ხელნაწერებში — A1101, G 45. ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტი მომზადებულია უშუალოდ პირველწყაროს, A1101 ხელნაწერის, მიხედვით, რომელიც შეიცავს წმინდა ისააკის სწავლებას სიყვარულის, აღდგომის, სამოთხისა და მარადიული ცხოვრების შესახებ. A1101, 60ვ: სამოთხე არს სიყუარული ღმრთისა, რომელსა შინა არს საშუებელი ყოვლისავე ნეტარებისა, რომელსა შინა მიიღო ნეტარმან პავლე საზრდელი იგი უზეშთაეს ბუნებისა და ვინაითგან იხილა გემო ძელისა მის ცხორებისა, ღაღადებდა და იტყოდა: "რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა მისთა" (I კორ. 2.9). ამის ძელისაგან განეყენა ადამ განზრახვითა მტერისათა. ძელი ცხორებისა არს სიყუარული ღმრთისა, რომლისაგან დაეცა ადამ და ვერღარა პოვა სიხარული, არამედ ქუეყანასა მას შინა ეკალთასა შურებოდა. რომელნი დაეცნენ სიყუარულისაგან ღმრთისა, იგინი ოფლისა პურსა ჭამენ საქმეთა შინა მათთა, დაღაცათუ ფართოებით ვიდოდინ, რომელი ჭამა ადამ შემდგომად დაცემისა ბრძანებითა ღმრთისათა. ვიდრემდის სიყუარული ვპოოთ, მუნამდე ქუეყანასა მას შინა ეკალთასა არს საქმე ჩუენი; და შორის ეკალთასა ვთესავთ და ვმკით - დაღაცათუ თესლი ჩუენი იქმნას თესლ სიმართლისა, და ყოველსავე ჟამსა განვიგუმირებით მათ მიერ; და რაზომცა განვმართლდეთ ოფლითა პირისა ჩუენისათა, ვცხოვნდებით, ხოლო რაჟამს ვპოოთ სიყუარული, მერმე მივიღებთ პურსა მას (61რ) ზეცისასა და მითა ვიზარდებით და განვძლიერდებით თნიერ საქმისა და შრომისა. ხოლო პური იგი ზეცისა არს ქრისტე, რომელ გარდამოხდა ზეცით და ცხორებასა მოანიჭებს სოფელსა (ინ. 6.33); და ესე არს საზრდელი იგი ანგელოზთა. რომელმან პოვა სიყუარული იგი, ქრისტეს ხორცსა ჭამს მარადღე და უკუდავებასა მიიღებს, რამეთუ იტყვს, ვითარმედ: ,,რომელმან ჭამოს პურისა მისგან, რომელ მე მივსცე მას, მან სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე" (ინ. 6.51). - ხოლო ნეტარ არს, რომელი ჭამდეს პურისა მისგან სიყუარულისა, რომელ არს იესუ! ხოლო სიტყუასა ამას ზედა, რომელ ვთქუ, ვითარმედ რომელსა აქუნდეს სიყუარული იგი, ქრისტეს ხორცსა ჭამს, მეწამების მე იოვანეცა ღმრთისმეტყუელი, რამეთუ იტყვის, ვითარმედ: ,,ღმერთი სიყუარული არს" (I ინ. 4.8). ამისთვისცა უწყოდეთ, ვითარმედ რომელსა აქუნდეს სიყუარული იგი, მიიღებს ღმრთისა მიერ ცხორებასა და მიერვე სოფლით ეყნოსების მას ჰაერი იგი მერმისა აღდგომისა, და მას ჰაერსა შინა იშუებენ მართალნი მერმესა მას აღდგომასა. - სიყუარული არს სასუფეველი იგი, რომელი აღუთქუა უფალმან მოწაფეთა თვისთა, ვითარმედ: ,,ჭამდეთ და სუმიდეთ სასუფეველსა შინა ჩემსა" (ლკ. 22.30) _ რამეთუ სიტყუა ესე, ვითარმედ "ჭამდეთ და სუმიდეთ სასუფეველსა შინა ჩემსა", სხუა არარაი არს, გარნა სიყუარული. რამეთუ სიყუარული შემძლებელ არს გამოზრდად კაცსა საჭმლისა წილ და სასუმლისა – ესე არს ღვინო იგი, რომელი ახარებს გულსა კაცისასა (ფს. 103.15). ნეტარ არს, რომელმან სუას ამის ღÂნისაგან! ამისგან სუეს მეძავთა და ქალწულებად მოიქცეს; და ცოდვილთა სუეს და დაავიწყდეს მათ გზანი ცოდვათა მათთანი; და მომთრვალეთა სუეს ამისგან და იქმნნეს მმარხველ; და მდიდართა სუეს და შეიყუარეს სიგლახაკე; და გლახაკთა სუეს და განმდიდრდეს სასოებითა; და უძლურთა სუეს და განძლიერდეს; და უმეცართა სუეს და განბრძნდეს. - ვითარცა შეუძლებელ არს განვლა დიდისა მის ზღვისა თვინიერ ნავისა, ეგრეთვე შეუძლებელ არს თვინიერ შიშისა მოწუთომა სიყუარულსა. ზღუა ესე მყრალი, რომელ დადებულ არს (61ვ) შორის ჩუენსა და საცნაურისა ამის სამოთხისა, შეუძლოთ განვლად ნავითა მით სინანულისათა, რომელსა შინა იყვნენ მენავენი შიშისა ღმრთისანი. უკუეთუ კულა მენავენი ესე შიშისა ღმრთისანი არა ჰმართებდენ ნავსა მას სინანულისასა, რაითამცა განვლეთ ზღუა ესე და მოვიწიენით ღმრთისა, დავინთქმით ზღუასა მას შინა მყრალსა. სინანული არს ნავი და შიში ღმრთისა არს მენავეთმოძღუარი მისი, და სიყუარული არს ნავთსადგური საღმრთო. შიში ღმრთისა შეგვიყვანებს ჩუენ ნავთსადგურსა მას საღმრთოსა, რომელ არს სიყუარული, რომელსა შინა განისუენებენ ყოველნივე მაშურალნი და ჭირვეულნი სინანულსა შინა. და რაჟამს მივსწუთეთ სიყუარულსა, მაშინ მიწთომილ ვართ ღმრთისა და გზა ჩუენი აღსრულებულ არს და მიწთომილ ვართ ჭალაკსა მას, რომელ არს წიაღი სოფლისა ამის, სადა იგი არს მამა, ძე და სულიწმიდა, რომლისა არს დიდება! და ჩუენცა ღირს მყვნეს დიდებასა და სიყუარულსა მისსა შიშისა მიერ მისისა უკუნითიუკუნისამდე. ამენ! მოამზადა გიორგი თოდუამ - გაზეთი "კლიტე დავითისი" |
marine |
Jun 26 2017, 11:50 AM
პოსტი
#142
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მოუკლებელ ღვაწლისაგან განლეულნი"
"კვლავ უდაბნოში განმარტოვდა, რომელიც მისთვის სამოთხე იყო" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 09:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი