დღევანდელობის შავი ჭირი ,,კ ა ზ ი ნ ო"., ვისაც არ გამოუცდია, არ გამოცადოთ, მძიმე სენია. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დღევანდელობის შავი ჭირი ,,კ ა ზ ი ნ ო"., ვისაც არ გამოუცდია, არ გამოცადოთ, მძიმე სენია. |
kent5 |
Aug 12 2010, 07:04 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 166 რეგისტრ.: 3-February 08 წევრი № 3,836 |
ვისაც კაზინოში არ ჰქონია საქმე, შეიძლება მისთვის ეს პრობლემა პრობლემაც არ იყოს. მე ჩემი მეგობრის პირად მაგალითზე გეტყვით, 35-წელს გადაცილებული ცოლშვილიანი უვაჟკაცესი კაცი, რომელიც სხვებს არიგებდა, კაზინოში მოსიარულე ახლობლებს, თვითონ შეხედულიც არ ჰქონდა შიგნით. მოხდა ისე, რომ ერთხელ მეგობართან ერთად ,,შეიარა" კაზინოში და რაღაცა 5თუ 10 ლარით ითამაშა. ასე დაიწყო ამ კაცური კაცის უკან უკან წასვლა ჯერ პატარა თანხებით მერე და მერე... გაყიდა რაც გასაყიდი ჰქონდა... ამას წინათ მელაპარაკა ყველაფერი გამოვცადე სამწუხაროდ ამ ცხოვრებაშიო მაგრამ ვერც წამალი ვერც ლოთობა ახლოც ვერ მივა ამ უბედურებასთანო. განსაკუთრებით რულეტკა. აშშ-ის ნაციონალური ასოციაციის გამოკვლევით შესაძლოა ამ ქვეყნის მოქალაქეების 6% სისხლის სამართლის დამნაშავე გახდეს 34%-ალკოჰოლიკი, 32%-ნარკომანი და 48%მოთამაშე, მაგრამ იმათ რაც უნდათ ის უქნიათ ჩვენ მივხედოთ ჩვენს თავს ეს უსერიოზულესი სენია საქართველოში შეხედეთ რა ამბავია კაზონოების წინ ნუ გეგონებათ, რომ იქ მარტო ოლიგარჰები დადიან უმრავლესობა ავადმყობია ნასესხები, დალომბარდებული და კიდევ ვინ იცის რა ნაცოდვილარი ფულით არიან შესული. ღმერთმა ძალა მისცეს ყველას ამ ურთულესი ,,აზარტის ცოდვიდან" განკურნებისა, ამინ. /ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი და გამოსავლის გზების თქვენეული ხედვა/.
-------------------- დედა ხვთისმშობელი გვფარავდეს. ა მ ი ნ ,,შეიყვარეთ სიყვარული''. მამა ვიტალი /სიდორენკო/.[i][i][color=#000066]
|
marine |
Jun 26 2017, 08:50 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კაზინოთი გამდიდრებული კაცი არ არსებობს, გარდა მეპატრონისა, თუმცა ისიც საკითხავია, ის მეპატრონეც იხვეჭს თუ არა ამ სიმდიდრის წყალობით თუნდაც მიწიერ ბედნიერებას. ასეთი გზით მოპოვებულ ფულს აუცილებლად მოჰყვება დიდი პრობლემები. ბოროტი სული კეთილად არავის არაფერს აძლევს, სანაცვლოდ ყოველთვის რაღაცას ითხოვს, თანაც ძალიან ბევრს."
"ბანქო მართლმადიდებლობის მოძულეთა მიერ არის მოგონილი. ეს მისტიკური თამაშია. ქრისტიანს არა თუ თამაში, ბანქოს ხელში აღებაც კი ცოდვად ეთვლება, რადგან მასზე ქრისტეს ჯვარცმის ელემენტებია ასახული. ჯვარი იმ ჯვარს ნიშნავს, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს; აგური - სამჭვალებს, რომლითაც იესო ქრისტე ჯვარზე მიამსჭვალეს; გული შუბის წვერია, ჯვარცმულ უფალს რომ უგმირეს გვერდში და სისხლით შეიღება, ამიტომაც არის გული წითელი ფერის; ყვავი შუბზე წამოცმულ ღრუბელს აღნიშნავს, რომელიც მაცხოვარს წყლის ნაცვლად ძმარში გაჟღენთილი მიაწოდეს. ამის ნიშნად არის ყვავი შავი ფერის. ვალეტები წმინდა მოწამეები "არიან", დამები - წმინდა დედები, კაროლები - ეპისკოპოსები. მათ ხელში კვერთხი და ჯვრიანი სფეროები უჭირავთ (ძველ რუსულ ბანქოზე პირდაპირ ჩანს, რომ მასზე წმინდანები არიან გამოსახულნი). ტუზი "ტაფუს" - ქრისტეს საფლავს ნიშნავს. იერუსალიმში უფლის საფლავის მცველ ღვთისმსახურთ შესამოსელზე უკანა მხრიდან "ტაფუს" აწერიათ. ჯოკერი ეშმაკია. წარმოიდგინეთ, რამხელა ცოდვაში ვარდება ადამიანი, როცა ბანქოს თამაშს იწყებს და ქრისტეს ჯვარცმის ელემენტებს ერთმანეთს ურტყამს! ამით უფლის ჯვარცმას შეურაცხყოფს. მეტსაც გეტყვით: გინდა ბანქო გითამაშია და გინდა ჯვრები და სხვა ქრისტიანული სიწმინდეები შეგიმუსრავს და შეურაცხგიყვია! აშკარაა, რომ იგი ქრისტეს მოწინააღმდეგეთა მოგონილია. სამწუხაროდ, მოახერხეს და ბანქო ქრისტიანებშიც გაავრცელეს." /მამა დავით ქვლივიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 10:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი