ასტროლოგიის სიმცდარე, წარმართობიდან-ცაგარელამდე :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ასტროლოგიის სიმცდარე, წარმართობიდან-ცაგარელამდე :) |
KAIROS |
Jan 19 2010, 09:24 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ცოტა რომ გამოვაცოცხლოთ ეს განყოფილებაც, მოდით ახლა ასტროლოგიაზე ვისაუბროთ, საუბრობენ ის რომ მზეს და მთვარეს, ზოგადად კოსმოსს და სამყაროს თავისი გავლენა აქვს ბუნების მოქმედებაზე და ზოგი შესაძლებელადაც თვლის გავლენას უმარტივესი ფიზიკური დონით ადამიანზეც, მაქსიმუმ ხასიათის რაღაც შტრიხების ჩასახვაზეც (ესეც საკამათოა,რადგან ძალიან ზედაპირულია ეს ყველაფერი და ამაზე საერთოდ არ საუბრობს წმ. იოანე დამასკელი , იგი მხოლოდ ბუნებაზე გავლენას ახასიათებს), რომელიც არ აისახება მის თავისუფალ ნებაზე და ამ თავისუფალი ნებით გამოწვეულ შედეგებზე ანუ მომავალზე, ეს ასეთუისე ცნობილია და ჩვენ ამაზე მოვიყვანთ ეკლესიის მამების და თეოლოგების მსჯელობას.
წმინდა იოანე დამასკელი ბრძანებს: „ელინები ამბობენ, რომ ვარსკვლავების, ასევე მზის და მთვარის ჩასვლით, ამოსვლით და დაახლოვებით იმართება ყველა ჩვენი ქმედება და სწორედ ამითაა დაკავებული ასტროლოგია. ხოლო ჩვენ, საწინააღმდეგოდ ვამტკიცებთ, რომ მათი (მნათობების) საშუალებით ხდება წინასწარი მინიშნება წვიმისა და გვალვისა, ნიტიო და მშრალი ამინდისა, ასევე ქარებისა და წყლებისა და არავითარი სახით არ წარმოადგენენ ჩვენი მოქმედებების წინასწარ განმსაზღვრელებს. სინამდვილეში ჩვენ, შემოქმედის მიერ შექმნილნი თავისუფლებად, უფალნი ვართ ჩვენი საქმეებისა. თუ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ვარსკვლავთა მიმოქცევის ძალით, მაშინ რასაც ვაკეთებთ, ჩავდივართ გარდაუვალობის გამო. რაც ხდება გარდაუვალობის გამო, არ არის არც სათნოება და არც ბიწიერება, მაშინ არ ვიმსახურებთ არც ჯილდოს და არც სასჯელს, ამის თანაბრად კი ღმერთი გამოდის უსამართლო, აძლევს რა ზოგს ნეტარებას, ხოლო ზოგს კი - სატანჯველს. ამაზე მეტიც: თუკი ყველაფერი წარიმართება გარდაუვალობის გამო, მაშინ გონებაც არ ყოფილა ჩვენთვის საჭირო, რადგან თუ ჩვენ არა ვართ უფლებამოსილნი არც ერთ ჩვენს ქმედებაში, მაშინ არა გვაქვს საჭიროება რაიმეს მოსაზრებისა. მაგრამ გონება ჩვენ უეჭველად მოცემული გვაქვს ჩვენივე მოქმედებათა მოსაფიქრებლად, რის გამოც ყოველი გონიერი არსება ამავე დროს არის თავისუფალი არსება“. („მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა“) ქართულ სივრცეში ეს სტატიაა ასეთუისე ჩამოყალიბებული: ასტროლოგია, ანუ დიდი სიცრუე http://www.orthodoxy.ge/apologetika/astrologia.htm დღეს რადგანაც დიდი რაოდენობით ადამიანი, საქართველოში და ყველგან, მისდევს ჰოროსკოპებს, იქნებ გვქონდეს ერთხელ და სამუდამოდ თემა, სადაც დავაგროვებთ ყველა საპოლემიკო, სააპოლოგეტო წიგნებს, სტატიებს და ვინმე ასტროლოგიით გატაცებულთან ვიკამათებთ კიდეც. დღეს აგერ თვალსაჩინოებისათვის მოგიყვანთ ჩვენი კიდევ ერთი კურიოზული მიშის (), ამჯერად ცაგარელის ინტერვიუს: http://tvali.ge/index.php?action=sat&channel=1000001&d=1# გუშინდელ 18.01.10 დააყენეთ 08:15 დან და უსმინეთ მას, ამ საუბრიდან (ნუ მე ამ ყველაფერს ცოტა სიტყვას, ძალიან შერბილებულად რომ ვთქვა "სახალისო ზღაპრებს" დავარქმევდი) ბევრ რამეს შეხედავთ, კერძოდ იმას, რომ ცაგარელი მოქნილად სარგებლობს ქრისტიანობის პოპულარულობით და ამავდროულად და კურიოზულად ამავე ქრისტიანობის ხალხის მიერ ნაკლებად ცოდნით და ვალენტინობის დაკავშირებას ასტროლოგიური ახალ წელთან, და მერე აგრძელებს თუ აგრძელებს, ნუ ახლა მე მხოლოდ "მარგალიტებს" ამოვიწერ, დანარჩენს თუ გაუძლებთ თქვენ უსმინეთ , რადგან ამ საიტზე ძალიან კარგი ტექნიკური მონაცემებია, ვუსმინოთ: 1) რახან ხარი მაინც გრძლედებაო, იქნებადა ძროხის ხორცს მოერიდოთო, არ აწყენინოთო (04:00) ( ) 2) შემდეგ (08;55) დან ყვება , 50 თეთრიანი (რადგან ოქროსფერია) როგორ უნდა დაიდოს მაგიდაზე 3) მერე 1 ან 8 სანთელი როგორ უნდა დაინთოს (1 ან 8 დაიმახსოვრეთ ) 4) მერე მადლობა უნდა გადაუხადოთ თურმე ხარს და მოწიწებით (! ) უნდა ვთხოვოთ ვეფხვს მოგვხედოს და გვიშველოს და ა.შ. და ა.შ. ნუ ამ სისულელეებს ახლა ვინმე თუ აგვიხსნის ძალიან დაგვავალებს, უნდა ითქვას, რომ ცაგარელი რომელიც ვარსკლავია ჩვენს ასტროლოგიური აბსურდების კოჰორტაში, უცხოეთის მსგავს "პროფესიის" ხალხთან ერთერთი დაბალი დონისაა, თუმცა ჩვენ მართლმადიდებლებს უნდა გვქონდეს ჩამოყალიბებული აზროვნება ამ სიცრუისადმი და ამისათვის თქვენი აქტიურობაცაა საჭირო. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
marine |
Jun 26 2017, 08:56 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
- ჰოროსკოპების შესახებაც ვისაუბროთ. ზოდიაქოს ნიშნების რწმენაც ერთგვარი აზარტის გამოვლინებაა. მათი ჩვენს ირგვლივ არაერთ ადამიანს სწამს...
- ჰოროსკოპები სათავეს წარმართული, კერპთაყვანისმცემლური რელიგიებიდან - ბუდიზმიდან, ინდუიზმიდან, სხვა აღმოსავლური რელიგიებიდან იღებს და უდიდესი სიცრუეა. წარმართთა ღმერთნი, ვიცით, რომ ეშმაკნი არიან. ჰოროსკოპებიც ეშმაკის სწავლებაზე, სიცრუეზეა დაფუძნებული. საქართველოში ჰოროსკოპი პირველად მეფე ლაშა-გიორგის დროს გაჩნდა. სწორედ ამ პერიოდში მოიხსენიება პირველად "ქართლის ცხოვრებაში": "უჩინმაჩინები (მონღოლები) გამოჩნდნენ, რომელთათვისაც ზეცა თორმეტ ნაწილად არის დაყოფილი. იქიდან ადამიანის ბედს აგებენ და ეშმაკს ემსახურებიანო". ასე აფასებს "ქართლის ცხოვრება" ჰოროსკოპებს. მიიღო თუ არა ქართველმა კაცმა სწავლება ჰოროსკოპების შესახებ, სულიერი დაცემაც დაიწყო... წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა ხატად და მსგავსად თვისსა. როგორც შემოქმედია თავისუფალი, ასევე კაციც თავისუფალ არსებად შექმნა. ჰოროსკოპების მიხედვით კი გამოდის, რომ ღმერთი წინასწარ გეგმავს ადამიანის ცხოვრებას და ჩვენ ვიცით, რა გველის ხვალ, ზეგ, მომავალში... მაშ, რიღასთვის ვლოცულობთ და ვითხოვთ ღვთისგან წყალობასა და მადლს? ან სხვა მცნებებს რაღატომ ვასრულებთ? ადამიანი თავისუფალი არსებაა და თვითონვეა შემოქმედი თავისი ცხოვრებისა. ჰოროსკოპებს თუ დავუჯერებთ, თავისუფალი არსებები კი არა, რობოტები ვყოფილვართ. ამასთან, თუკი ვიცით, რა მოხდება მომავალში, ისიც უნდა ვუწყოდეთ, სამოთხეში მოვხვდებით თუ ჯოჯოხეთში. თუ ცოდვას ჩავიდენთ, ეს ჩვენი კი არა, უფლის ბრალი გამოდის, ღმერთი ყოფილა დამნაშავე ჩვენს ცუდ საქმეებში. ნახეთ, სადამდე მიჰყავს ჰოროსკოპების რწმენას ადამიანი! კიდევ ერთ ფაქტზე გავამახვილოთ ყურადღება. გემზე თუ თვითმფრინავში, ჰოროსკოპის ენით თუ ვიტყვით, სხვადასხვა ვარსკვლავზე, სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ მყოფი ადამიანები არიან. კატასტროფის დღეს კი ყველანი ერთად იხოცებიან, არადა ეს დღე, ჰოროსკოპით, ზოგიერთი მათგანისთვის ბედნიერი უნდა ყოფილიყო, ზოგისთვის კი უბედური. ამას ერთადერთი ახსნა აქვს - ჰოროსკოპი ეშმაკის მოგონილი სიცრუეა! /მამა დავით ქვლივიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 02:24 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი