დღევანდელობის შავი ჭირი ,,კ ა ზ ი ნ ო"., ვისაც არ გამოუცდია, არ გამოცადოთ, მძიმე სენია. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დღევანდელობის შავი ჭირი ,,კ ა ზ ი ნ ო"., ვისაც არ გამოუცდია, არ გამოცადოთ, მძიმე სენია. |
kent5 |
Aug 12 2010, 07:04 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 166 რეგისტრ.: 3-February 08 წევრი № 3,836 |
ვისაც კაზინოში არ ჰქონია საქმე, შეიძლება მისთვის ეს პრობლემა პრობლემაც არ იყოს. მე ჩემი მეგობრის პირად მაგალითზე გეტყვით, 35-წელს გადაცილებული ცოლშვილიანი უვაჟკაცესი კაცი, რომელიც სხვებს არიგებდა, კაზინოში მოსიარულე ახლობლებს, თვითონ შეხედულიც არ ჰქონდა შიგნით. მოხდა ისე, რომ ერთხელ მეგობართან ერთად ,,შეიარა" კაზინოში და რაღაცა 5თუ 10 ლარით ითამაშა. ასე დაიწყო ამ კაცური კაცის უკან უკან წასვლა ჯერ პატარა თანხებით მერე და მერე... გაყიდა რაც გასაყიდი ჰქონდა... ამას წინათ მელაპარაკა ყველაფერი გამოვცადე სამწუხაროდ ამ ცხოვრებაშიო მაგრამ ვერც წამალი ვერც ლოთობა ახლოც ვერ მივა ამ უბედურებასთანო. განსაკუთრებით რულეტკა. აშშ-ის ნაციონალური ასოციაციის გამოკვლევით შესაძლოა ამ ქვეყნის მოქალაქეების 6% სისხლის სამართლის დამნაშავე გახდეს 34%-ალკოჰოლიკი, 32%-ნარკომანი და 48%მოთამაშე, მაგრამ იმათ რაც უნდათ ის უქნიათ ჩვენ მივხედოთ ჩვენს თავს ეს უსერიოზულესი სენია საქართველოში შეხედეთ რა ამბავია კაზონოების წინ ნუ გეგონებათ, რომ იქ მარტო ოლიგარჰები დადიან უმრავლესობა ავადმყობია ნასესხები, დალომბარდებული და კიდევ ვინ იცის რა ნაცოდვილარი ფულით არიან შესული. ღმერთმა ძალა მისცეს ყველას ამ ურთულესი ,,აზარტის ცოდვიდან" განკურნებისა, ამინ. /ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი და გამოსავლის გზების თქვენეული ხედვა/.
-------------------- დედა ხვთისმშობელი გვფარავდეს. ა მ ი ნ ,,შეიყვარეთ სიყვარული''. მამა ვიტალი /სიდორენკო/.[i][i][color=#000066]
|
marine |
Jun 27 2017, 11:47 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მოთამაშეები ექიმებს ემუდარებიან: "დაგვეხმარეთ, ამდენი რომ არ წავაგოთო!.." ნარკომანები კი იხვეწებიან: "ორი გრამი პრეპარატი ძვირია, დოზა შეგვიმცირეთო!.." ცხადია, ეს მკურნალობის მცდარი მოტივაციაა. ადამიანი მოვალეა, ჭეშმარიტ მოტივაციამდე მივიდეს: "არ მინდა, სიცოცხლე წავაგო!"
მაგრამ ეს სამედიცინო კი არა, უპირველეს ყოვლისა, სულიერი პრობლემაა. ეს არის აზარტით სულის დასნეულება იმ იმედით, რომ შესაძლებელია, ზღაპრული თანხა მოიგო. მაგრამ ეშმაკი ცრუა და სიცრუის მამაა. ეს სულიერი დაავადება, რომლის სახელწოდებაც ვნებაა, მრავალი საუკუნის წინ ზედმიწევნით აღწერეს მართლმადიდებელმა წმინდანებმა. მათვე მოგვცეს განკურნების რეცეპტი: ვნება თავისთავად ანდა ადამიანური ძალისხმევით არ ითრგუნება, ის ღვთის წყალობით იძლევა. ამისათვის კი საჭიროა: ცოდვების შეგნება, გონებით ჩაწვდომა, რომ ადამიანი დემონის ბადეშია გახვეული, და გულწრფელი მონანიება. შეწევნა კი უფლის წყალობაა, რომელსაც აღსარებით, ზიარებითა და ლოცვით ვიღებთ." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 06:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი