დღევანდელობის შავი ჭირი ,,კ ა ზ ი ნ ო"., ვისაც არ გამოუცდია, არ გამოცადოთ, მძიმე სენია. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დღევანდელობის შავი ჭირი ,,კ ა ზ ი ნ ო"., ვისაც არ გამოუცდია, არ გამოცადოთ, მძიმე სენია. |
kent5 |
Aug 12 2010, 07:04 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 166 რეგისტრ.: 3-February 08 წევრი № 3,836 |
ვისაც კაზინოში არ ჰქონია საქმე, შეიძლება მისთვის ეს პრობლემა პრობლემაც არ იყოს. მე ჩემი მეგობრის პირად მაგალითზე გეტყვით, 35-წელს გადაცილებული ცოლშვილიანი უვაჟკაცესი კაცი, რომელიც სხვებს არიგებდა, კაზინოში მოსიარულე ახლობლებს, თვითონ შეხედულიც არ ჰქონდა შიგნით. მოხდა ისე, რომ ერთხელ მეგობართან ერთად ,,შეიარა" კაზინოში და რაღაცა 5თუ 10 ლარით ითამაშა. ასე დაიწყო ამ კაცური კაცის უკან უკან წასვლა ჯერ პატარა თანხებით მერე და მერე... გაყიდა რაც გასაყიდი ჰქონდა... ამას წინათ მელაპარაკა ყველაფერი გამოვცადე სამწუხაროდ ამ ცხოვრებაშიო მაგრამ ვერც წამალი ვერც ლოთობა ახლოც ვერ მივა ამ უბედურებასთანო. განსაკუთრებით რულეტკა. აშშ-ის ნაციონალური ასოციაციის გამოკვლევით შესაძლოა ამ ქვეყნის მოქალაქეების 6% სისხლის სამართლის დამნაშავე გახდეს 34%-ალკოჰოლიკი, 32%-ნარკომანი და 48%მოთამაშე, მაგრამ იმათ რაც უნდათ ის უქნიათ ჩვენ მივხედოთ ჩვენს თავს ეს უსერიოზულესი სენია საქართველოში შეხედეთ რა ამბავია კაზონოების წინ ნუ გეგონებათ, რომ იქ მარტო ოლიგარჰები დადიან უმრავლესობა ავადმყობია ნასესხები, დალომბარდებული და კიდევ ვინ იცის რა ნაცოდვილარი ფულით არიან შესული. ღმერთმა ძალა მისცეს ყველას ამ ურთულესი ,,აზარტის ცოდვიდან" განკურნებისა, ამინ. /ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი და გამოსავლის გზების თქვენეული ხედვა/.
-------------------- დედა ხვთისმშობელი გვფარავდეს. ა მ ი ნ ,,შეიყვარეთ სიყვარული''. მამა ვიტალი /სიდორენკო/.[i][i][color=#000066]
|
marine |
Jun 28 2017, 01:41 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1655 წელს ფრანგმა მათემატიკოსმა, ფიზიკოსმა, ფილოსოფოსმა და მწერალმა ბლეზ პასკალმა გამოიგონა მბრუნავცილინდრიანი ბორბალი ციფრების კომბინაციების ზუსტი რიგით. დიდი მეცნიერის ტრაგედია ისაა, რომ იგი ხედავდა, ყოფიერების საიდუმლოს ჩაწვდომა და სასოწარკვეთილებისგან ადამიანის ხსნის გზა მხოლოდ ქრისტიანობაში იყო, მაგრამ თავისდა უნებურად (ეს ხელსაწყო პასკალმა ალბათობის თეორიის ასახსნელად შექმნა) კაცობრიობას საშინელი ბიწიერების ბორბალი დაუტოვა.
რულეტკა (ფრანგულიდან roulette - ბორბალი) ფულის კეთების ოსტატებმა აიტაცეს. "წარმატების ბორბლის" გაუმჯობესების იდეა საზოგადოებას დომინიკელმა ბერებმა მიუგდეს. თუმცა ახლახან ჯადოსანმა იური ლონგომ აღიარა: "ის ეშმაკმა მოიგონა და თავისი ბნელი საქმე სხვის მხრებზე გადაიტანა". სხვათა შორის, "ბედის ბორბლის" ყველა ციფრის (0-დან 36-მდე) ჯამი 666-ს შეადგენს!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 05:44 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი