IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ხატთა შესახებ, გავაანალიზოთ
მნათე
პოსტი Feb 16 2007, 10:04 PM
პოსტი #41


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მოკლედ იქნებ საბოლოოდ გავაანალიზოთ ეს თემა? ბოლოსდაბოლოს გავცეთ კითხვებს პასუხი! ძალიან საინტერესო იქნება წმინდა წერილის ერთგვარი 'შეხედულება' ამის ირგვლივ ირგვლივ....

სულ თავიდან როდესაც ხსენებული საკითხის გაანალიზებას შევუდექი, კითხვა დამებადა; ოდესმე თუ ყოფილა ეკლესიაში მომენტი, როდესაც ხატთა უარყოფა გადაწყვიტეს? პასუხად მივიღე-კი! წინ ამაფარეს ისტორია:

VII საუკუნის დასაწყისი-ბიზანტია დიდ საფრთხეშია.

კონსტანტინეპოლი ძლივს გადაურჩა არაბებს, დასავლეთიდან სლავები... სარცინებმა კონსტანტინეპოლი გარე სამყაროდან მთლიანად მოწყვიტეს... მოულოდნელად ბიზანტიის ჯარი შეტევაზე გადადის და არაბებს მუსრს ავლებს... შორსმჭვრეტელი იმპერატორი არაბიის გაქრისტიანებას გეგმავს... მაგრამ იგი აწყდება პრობლემას რომლის მტავარი მიზეზი ქრისტეანული ხატები ხდება. იგი ხატების აკრძალვას ითხოვს.

ამას მოსდევს სასულიერო დასის ორად გახლეჩვა რომლის ერთი ნაწილი თვლის რომ მორწმუნეთა დიდი ნაწილი ვერ ხვდება ხატების აზრს და მათ გაკერპებას იწყებს, უფრო მოწადინებული ნაწილი კი, ღრმავდება თეოლოგიაში და ცდილობს ეკლესიის აზრის შემობრუნებას-ერესის დაფუძნებას.

მათ წინ დგება ძალა, ეკლესიის მამებისა და მორწმუნე მრევლისა, რომელსაც კონსტანტინეპოლის პატრიარქი მეთაურობს-მის გვერდიტაა იოანე დამასკელი და პაპი გრიგორი III, იმპერატორი ისავრეს ამ წინააღმდეგობამ, ხატმებრძოლობა უფრო გაუძლიერა.

დიდი ქარიშხალის შემდეგ 787 წელს, წმიდა ეკლესია მსოფლიო კრებაზე იკრიბება, 767 მამა ერთდროულად იღებს დოგმატს რომელიც მწვალებლობას უარყოფს!

-----------------------------------

რასთან გვაქვს საქმე? რა არგუმენტაცია ქონდა წმიდა ეკლესიას? სად მივდივართ ხატების უარყოფით? იქნებ ნესტორიანელობაში?

გვეკიტხებიან: რტომ მიაგებთ პატივს ხატებს?
ვპასუხობთ: ჩვენ ხატს არ მივაგებთ პატივს, არამედ მასზე გამოსახულს!


აი აქ იწყება კითხვათა მთელი ქარბუქი, რა საჭიროა ხატი როცა გყავს ცოცხალი ღმერთი?! როგორ შეიძლება ღვთაებრიობის გამოსახვა?! რატომ არ გვხვდება ამის შესახებ გარკვევით წმიდა წერილში?!

მკითხველთ ალბათ ავიწყდებათ რომ, წმიდა სამების შესახებ ძალიან ცოტა რამაა გარკვევით წმიდა წერილში, არ ვსაუბრობ ისეთ რთულ თემაზე როგორიცაა დიოფიზიტიზმი... გარკვეულწილად სწორედ ამაშია ხატთაყვანისმცემლობის გასაღები, მაგრამ როგორ?

იქნებ მიმასწავლოთ ხატმებრძოლობის დროინდელი მამების, არგუმენტები?


და ა.შ

რას გვეუბნება წმიდა იოანე დამასკელი?

წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

თავი ოთხმოცდამეცხრე
ხატთა შესახებ



რადგან გვკიცხავენ ზოგნი იმის გამო, რომ თაყვანსვცემთ და პატივს მივაგებთ ჩვენი მაცხოვრის და ჩვენი დედოფლის, აგრეთვე დანარჩენ წმინდანთა და ქრისტეს მსახურთა ხატებს, ისმინონ მათ, რომ დასაბამიდან ღმერთმა საკუთარი ხატისებრ შექმხა ადამიანი. მართლაც, სხვა რის გამო ვცემთ თაყვანს ურთიერთს, თუ არა იმიტომ, რომ ღვთის ხატისებრ ვართ შექმნილნი? როგორც ამბობს ღმერთშემოსილი და საღვთოთა მხრივ ფრიად [განსწავლული] ბასილი, „ხატის პატივი პირველსახეზე გადადის“, ხოლო პირველსახეა გადმოსახატი, რომლისგანაც იქმნება გადმონაღები. რის გამო სცემდა თაყვანს მოსესეული ხალხი წრიულად კარავს, რაც ატარებდა ზეციურთა, უფრო კი მთელი ქმნილების, ხატსა და სახეს? უთხრა კიდეც ღმერთმა მოსეს: „იხილე და გააკეთე ყოველივე იმ სახის მიხედვით, მთაზე რომ გამოგიჩნდა შენ“ (გამოსვლ. 25,40). ამასთან, ის ქერუბიმებიც, სალხინებელს რომ ჩრდილავდნენ, ადამიანის ხელით არ იყო ქმნილი? ან კიდევ სახელგანთქმული ტაძარი იერუსალიმში, განა ისიც ხელითქმნილი და ადამიანთა ოსტატობით აგებული არ იყო?

საღვთო წერილი გმობს კერპკვეთილობათა თაყვანისმცემლებს, მაგრამ - აგრეთვე იმათაც, რომლებიც მსხვერპლს სწირავენ ეშმაკებს. მართალია, ელინებიც სწირავდნენ მსხვერპლს და იუდეველებიც, მაგრამ ელინები - ეშმაკებს, იუდეველები კი - ღმერთს. ამიტომ, ელინთა მსხევრპლი უკუგდებული და დაწყევლილი იყო, ხოლო მართალთა მსხვერპლი კეთილად შეიწყნარებოდა ღვთისგან, რადგან როდესაც მსხვერპლი შესწირა ნოემ, „იყნოსა ღმერთმა კეთილსურნელების სუნი“ (შესაქ. 8,21), ანუ ესათნოვა მას სურნელება კეთილი არჩევანისა და მისდამი კეთილგანწყობისა.

ამრიგად, ელინთა კერპკვეთილობანი უკუგდებულია და აკრძალული როგორც ეშმაკთა გამოსახულებანი. ამასთან, ვის ძალუძს შექმნას მსგავსება უხილავი, უსხეულო, გარეშეუწერელი და დაუსახველი ღვთისა? მართლაც, უკიდურესი სიშლეგეა და უღვთოება ღვთიურობის დამსახველობა. ამიტომაც, ძველი აღთქმის ჟამს არ იყო ჩვეულება ხატთა. გამოყენებისა, მაგრამ როდესაც ღმერთი თავისი თანალმობიერი გულმოწყალების გამო ჭეშმარიტად გახდა ადამიანი ჩვენს გამოსახსნგლად, - არა ისე, როგორც აბრაამს ეჩვენა იგი ადამიანის სახით, ანდა - როგორც წინასწარმეტყველთ, არამედ როდესაც ჭეშმარიტად გახდა იგი ადამიანი არსების მიხედვით, როდესაც იცხოვრა მან მიწაზე, დაჰყო ადამიანებთან, ისაკვირველთმოქმედა, ივნო, ჯვარს ეცვა, აღდგა და ამაღლდა, როდესაც ჭეშმარიტად მოხდა ეს ყოველივე და დასანახი გახდა ადამიანებისათვის, ამასთან აღიწერა კიდეც ჩვენდა შესახსენებლად და სასწავლად, რომლებიც იმჟამად იქ არ ვიყავით, რომ ჩვენ, ვერმხილველთ, სმენის გზით გვერწმუნა და უფლისმიერი ნეტარება მოგვეპოვებინა, ხოლო რადგან ყველა არ იყო მცოდნე ასოთა და არც ჰქონდა კითხვის გულმოდგინება, მამებმა ამგვარად თანაგანჭვრიტეს, რომ ყოველივე ეს, როგორც რამ რჩეულნაღვაწნი1, ხატებში აღწერილიყო შემოკლებულ მოსახსენებლად. ამიტომაა, რომ ხშირად, როდესაც არ ვფიქრობთ უფლის ვნებულებაზე, ვნახავთ თუ არა ქრისტეს ჯვარცმის ხატს, მაცხოვნებელი ვნებულება გაგვახსენდება, დავეცემით და თაყვანს ვცემთ მას, თუმცა - არა ნივთს, არამედ ხატწერილობას, ისევე როგორც თაყვანს ვცემთ არა სახარების ნივთს, ანდა ჯვრის ნივთს, არამედ - დასახულობას, რადგან რით სხვაობს ჯვარი, რომელსაც არ აქვს უფლის დასახულობა, იმისგან, რომელსაც აქვს? ასევეა ღვთის დედასთან დაკავშირებითაც, რადგან მისდამი პატივისცემა მისგან ხორცშესხმულისკენ ადის. მსგავსადვე, წმინდანთა სიქველენიც გვამზადებენ ჩვენ მხნეობისათვის, მათი სათნოებისადმი მოშურნეობისა და ბაძვისათვის და ღვთის სადიდებლად, რადგან, როგორც ვთქვით, კეთილგონიერ თანამონათა მიმართ პატივისცემა დასტურია საერთო მეუფისადმი კეთილგანწყობისა და ხატის პატივისცემა პირველსახეზე გადადის. ესაა დაუწერელი გადმოცემა, ისევე, როგორც აღმოსავლეთით თაყვანისცემა, ჯვრის თაყვანისცემა და სხვა მრავალი, ამათი მსგავსი.

გავრცელებულია ერთი ამბავიც: ავგაროზმა, ედესელთა ქალაქის მეფემ, მხატვარი მიავლინა, რომ მას უფლის ხატის მსგავსება გამოესახა, მაგრამ როდესაც მხატვარმა ვერ შეძლო ეს (უფლის პირისახისგან გამომკრთალი ბრწყინვალების გამო), მაშინ თვით უფალმა საკუთარ ცხოველმყოფელ პირისახეს ზედდაადო სამოსელი, გადაბეჭდა სამოსზე თავისი გამოხატულება და ასე გაუგზავნა იგი ამის მოსურნე ავგაროზს.

ამასთან, ის, რომ მოციქულებმა უმრავლესი რამ დაუწერლად გადმოგვცეს, ამას წერს პავლე, წარმართთა მოციქული: „ამრიგად, ძმანო, იდექით და დაიცავით ჩვენი გადმოცემანი, რაც გისწავლიათ ჩვენი სიტყვისა თუ ეპისტოლის მიერ“ (2 თეს. 2,15). და კორინთელთა მიმართ: „ხოლო გაქებ თქვენ, ძმანო,რომ ყველაფერი გახსოვთ ჩემი და როგორც გადმოგეცით თქვენ, ისე გიპყრიათ გადმოცემანი“ (1 კორ. 11,2)2.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
lado s
პოსტი Apr 19 2007, 06:33 PM
პოსტი #42


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



როგორც ამ ფორუმზე შემოსული პროტესტანტების გამონათქვამებში გამოიკვეთა, მათი მრწამსით (ყოველ შემთხვევაში მე ასე გავიგე, თუ რამე არასწორია, პროტესტანტებს შეუძლიათ დააზუსტონ): ცხონება შეიძლება ნებისმიერ ეკლესიაში, რომელიც წმიდა წერილს უმთავრეს ავტორიტეტად აღიარებს; (ამასთანავე, მცირე უთანხმოება სახარების განმარტებაში ხდება მიზეზი ახალი პროტესტანტული მიმდინარეობის წარმოქმნისა, რის შედეგადაც მათმა რიცხვმა, როგორც ამბობენ, 20 000 მიაღწია).
პროტესტანტთა სწავლებით მართლმადიდებლებმა (ასევე რომის კათოლიკებმა, მონოფიზიტებმა და ა.შ.) გადაუხვიეს წმიდა წერილის და ძველი ეკლესიის (1–3 საუკუნეები) სწავლებიდან შემდეგ საკითხებში (დანარჩენი შეუძლიათ დაამატონ): შემოიღეს ხატების, ჯვრის, წმინდა ადგილების და სხვა სიწმინდეების თაყვანისცემა; წმინდანებისადმი ვედრება და მათი სხეულების თაყვანისცემა; მიცვალებულებისთვის ლოცვა; აღიარებენ წმინდა გადმოცემას; შემოიღეს საეკლესიო საიდუმლოებები, სამღვდელო იერარქია, ბავშვების ნათლობა; საკუთარ ეკლესიას აღიარებენ შეუმცდარად და ა.შ.

აქ უკვე ბევრი დაიწერა ორივე მხრიდან და ალბათ კიდევაც დაიწერება. მე მხოლოდ ზოგიერთ საკითხს მინდა მოკლედ შევეხო.
როგორც ჩანს, მთავარი მიზეზი და ყველა გაუგებრობისა და განსხვავების საფუძველი არის განსხვავებული გაგება ეკლესიის არსისა. ამის გარკვევის გარეშე ნებისმიერი კამათი და არგუმენტების მოყვანა იქნება წყლის ნაყვა, იმიტომ, რომ ნებისმიერი პროტესტანტი განმარტავს სახარებას ისე, როგორც მის მიმდინარეობაშია მიღებული და დაიწყებს მტკიცებას, რომ წმინდა წერილში ყველა მთავარ საკითხზე მოცემულია ძალიან გასაგები პასუხი. თუ ასეა, რატომ არ ესმის ყველა პროტესტანტს ბიბლია ერთნაირად, ანდა რატომ ვერ იცნეს ებრაელმა მწიგნობრებმა განკაცებული ღმერთი, ნუთუ ამაზე მთავარი არის რამე მორწმუნისათვის? ნუთუ მწიგნობრები და ფარისევლები არ სწავლობდნენ ძველი აღთქმის წიგნებს? ან რატომ არ ინება უფალმა, რომ მისი ამქვეყნად მოსვლის შესახებ იმდენად დაწვრილებით ყოფილიყო დაწერილი, ნებისმიერ წამკითხავს არ გასჭირვებოდა მისი ცნობა, როდესაც ქვეყანას გამოეცხადებოდა? საქმეც ის არის, რომ ბიბლიაში ყველაფერი მთავარი წერია, მაგრამ ამის შეცნობას გვანიჭებს არა იმდენად მეცნიერული კირკიტი, რამდენადაც სულიერი განწყობა და სულიერი ხედვა, რომლისთვისაც ღვთაებრივი მადლია საჭირო, და სწორედ ამიტომაც ვერ იცნეს უფალი, ამიტომ ბრკოლდებიან დღესაც მართლმადიდებლობით და ამიტომ აყენებს მართლმადიდებელი ეკლესია კონკრეტული პიროვნების გონებაზე მაღლა მამათა ღვთივშთაგონებულ განმარტებებს.
თუ პროტესტანტები თვლიან, რომ ცხონება ყველა ეკლესიაშია შესაძლებელი, მაშინ რატომ გამოეყვნენ კათოლიკებს და რატომ იყოფიან დაუსრულებლად? წმინდა წერილი დაყოფისკენ, შუღლისკენ და მტრობისკენ მოგვიწოდებს, თუ ერთობისკენ და მშვიდობისკენ? იქნებ არ იციან პროტესტანტებმა, რამდენი სისხლისღვრა და მწუხარება მოიტანა ამ გაყოფამ და დაპირისპირებამ? თუკი ასე ნაკლებმნიშვნელოვანია, – მართლმადიდებელი იქნები, მონოფიზიტი, ლუთერანი თუ ბაპტისტი, მაშინ გამოდის, რომ ლუთერს, კალვინს და მათ თანამოაზრეებს საშინელი ბოროტება ჩაუდენიათ, როცა ამისთანა გაყოფას და დაპირისპირებას ჩაუყარეს საფუძველი.
ჩვენ რომ ხატების და სხვა სიწმინდეების თაყვანისცემით წმიდა წერილის ერთერთ უმთავრეს მცნებას ვარღვევდეთ, მაშინ კერპთაყვანისმცემლები ვიქნებოდით და წმიდა წერილისავე საფუძველზე ჩვენთან პროტესტანტებს არანაირი რელიგიური ერთობა არ უნდა ჰქონდეთ და ჩვენი ცხონებაც გამორიცხული იქნებოდა. მაშ სად არის ლოგიკა პროტესტანტების მსოფლმხედველობაში, რატომ ცდილობენ ჩვენთან და კათოლიკებთან რელიგიურ ურთიერთობაში შესვლას?
ჩვენ, მართლმადიდებლებს გვწამს, რომ ეკლესია არ შეიძლება ცდებოდეს და ჩვენს სარწმუნოებას ბიწი არასოდეს შეხებია; ცდებოდნენ და ცდებიან პიროვნებები, სამღვდელონიცა და საერონიც, ნებისმიერ სიმაღლეზე მდგომნი, უცდომელი მხოლოდ უფალი და მისი ეკლესიაა, “სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა”. მართლმადიდებლებს შეგვიძლია ყველა საუკუნეში დავასახელოთ საეკლესიო მწერლები და წმინდანები, რომლებიც იგივეს ასწავლიდნენ, რასაც დღეს ასწავლის ჩვენი ეკლესია, ვიცით უამრავი ეპისკოპოსის და პატრიარქის სახელი პირველი საუკუნიდან დღემდე, რომლებიც იმავეს ქადაგებდნენ და იმავე საიდუმლოებს აღასრულებდნენ, რასაც დღეს ჩვენი მართლმადიდებელი იერარქები აღასრულებენ.
ძალიან თვალსაჩინო მაგალითი: წმინდა ნინო ბიზანტიიდან წამოვიდა მეოთხე საუკუნის დასაწყისში, როცა ქრისტიანთა დევნა ახალი შეწყვეტილი იყო. და რას ვკითხულობთ მის ცხოვრებაში, რომელიც მისივე მოწაფეების მიერაა ჩაწერილი წმინდანის მონათხრობის მიხედვით. ვკითხულობთ ჯვრების აღმართვასა და მათ თაყვანისცემაზე, ტაძრის აშენებაზე, რომელიც ააშენეს სიწმინდესთან, მაცხოვრის კვართთან, ზეციდან გამოჩენილი ცეცხლოვანი ჯვრის ნიშზე, რომელიც დაადგა ეკლესიას. ვკითხულობთ სხვა სიწმინდეზეც, წმინდა მირონმდინარე სვეტზეც, რომელთან მიახლებისას მორწმუნენი იკურნებოდნენ. ნახეთ რას ყვება წმინდა ნინო თავისი მეგობრების მარტვილობაზე სომხეთში: “და ოდეს-იგი აღმოვიდოდეს სულნი წმიდათა მათ, ვიხილე ზეცით სამოსლის მსგავსად ჩამომავალი დიაკონი ოლარითა ნათლისაჲთა. და ხელთა მისთა აქუნდა სასაკუმევლე, რომლისაგან გამოვიდოდა კუამლი სულნელებისაჲ, რომელი ცათა დაჰფარვიდა, და მის თანა სიმრავლე ერთა ცისათაჲ”. ამ პატარა მონაკვეთში რამდენი საგულისხმო ცნობაა: წმინდა მოწამეები, დიაკონი ოლარით, სასაკმევლით, ანგელოზთა სიმრავლე ეგებება წმინდა მოწამეებს. არადა დევნის ეპოქის დასრულებიდან წმინდა ნინოს ქართლში ჩამოსვლამდე სულ ათი ან მაქსიმუმ ოცი წელი იყო გასული.
ასე რომ ჩვენ ახალი არაფერი შემოგვიღია და იგივე სარწმუნოება, იგივე წეს-ჩვეულებები გვაქვს, რაც წმინდა ნინომ 1600 წლის წინ გვასწავლა, და მით უმეტეს, ცხადია, ეს წმინდანიც იმას გვასწავლიდა, რასაც წინა ორასი-სამასი საუკუნის განმავლობაში ასწავლიდა ეკლესია, და რაც თავისი წინაპრებისგან ისწავლა.
ამგვარად, მართლმადიდებლები ეკლესიის მთელი ისტორიის განმავლობაში ვპოულობთ იმას, რაც დღეს გვწამს. მეორეს მხრივ, პროტესტანტები ეკლესიის ისტორიაში ვერ იპოვიან იმ მორწმუნეთა უწყვეტ ჯაჭვს, რომელთაც ისევე სწამდათ, როგორც დღეს სწამთ ლუთერის და კალვინის შთამომავლებს, ანუ შეიძლება რაღაც პერიოდებში იპოვონ ხატმბრძოლები და წმინდანთა ნაწილების მბრძოლები, მაგრამ ეს უკანასკნელნი პროტესტანტებისგან განსხვავებით აღიარებდნენ საიდუმლოებს, იერარქიას, წმინდანებისადმი ვედრებას, მიცვალებულებისთვის ლოცვას, სხვა სიწმინდეების თაყვანისცემას და ა.შ. ასე რომ, ნებსით თუ უნებლიედ პროტესტანტები უარყოფენ სახარებას, სადაც წერია, რომ ეკლესიას ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან.
ახლა ორიოდე სიტყვით ზოგიერთ ბრალდების შესახებ:

ჯვრისა და ხატების თაყვანისცემა.
წმიდა წერილზე აღარ შევჩერდები, უკვე საკმაოდ დაიწერა და ვისაც დანახვა უნდა, დაინახავდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ საუკუნეებში ეკლესიის დევნის გამო შეუძლებელი იყო ხატების დაუბრკოლებლად გამოყენება ღვთისმსახურებაში, და ასევე დევნულების გამო ამ პერიოდიდან მცირე რაოდენობის ტექსტები შემოგვრჩა, მაინც არსებობს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ეკლესიაში სიწმინდის თაყვანისცემა ყოველთვის არსებობდა, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ არსებობდა გარკვეული საცთურიც, სიწმინდის თაყვანისცემას არ მიეღო არასწორი ფორმა, მით უფრო, რომ უმეტესობა მოქცეულებისა ყოფილი კერპთაყვანისმცემლები იყვნენ. ამ მიზეზით ზოგიერთები ბრკოლდებოდნენ და ხატების თაყვანისცემის აკრძალვასაც ითხოვდნენ, თუმცა სული წმიდით განბრძნობილმა ეკლესიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და გაამართლა ზოგადად სიწმინდის და მათ შორის ხატების თაყვანისცემა.
ტერტულიანე (2 საუკუნე), მინუციუს ფელიქსი (2 საუკუნე) და ორიგენე (2-3 საუკუნეები) მოწმობენ, რომ წარმართები ადანაშაულებდნენ ქრისტიანებს ჯვრის გაღმერთებაში. ანუ ქრისტიანების მიერ ჯვრის თაყვანისცემაში ისინი, პროტესტანტების მსგავსად, ხედავდნენ ჯვრის გაღმერთებას. ეს მოწმობები ცხადყოფს, რომ ქრისტიანობის გარიჟრაჟზე, მოციქულთა მომდევნო თაობაში სიწმინდის თაყვანისცემა არ იყო უჩვეულო და დასაგმობი მოვლენა.
არც მათი მომდევნო წმინდანებისთვის იყო მიუღებელი ჯვრისა და ხატების თაყვანისცემა:

კლიმენტი ალექსანდრიელი (2-3 საუკუნეები)

როდესაც ის (ქრისტიანი) მზერას შეაჩერებს ნატიფ გამოსახულებებზე, ის აზრებით მიისწრაფვის იმ მრავალთა მიმართ, ვინც მასზე უწინ მიაღწია სრულყოფილებას – პატრიარქებისკენ, მრავალი წინასწარმეტყველისკენ, ურიცხვი ანგელოზისკენ და თვით ყოველთა უფლისაკენ, რომელმაც გვასწავლა, რომ ჩვენც შეიძლება ვიცხოვროთ ამ მაღალი მაგალითების შესაბამისად.

წმ. ათანასე დიდი (3-4 საუკუნეები)

ამრიგად, როგორც იაკობმა სიკვდილის წინ თაყვანი სცა “წვერსა ზედა კვერთხისა” იოსებისა, ასევე ჩვენც, მორწმუნენი მხოლოდ იმიტომ ვეამბორებით ხატებს, რა მიზეზითაც ვეამბორებით ჩვენს შვილებსა და მამებს, ანუ რათა გამოვხატოთ ჩვენი სულის სიყვარული. ასევე იუდეველი თაყვანს რომ სცემდა სჯულის ფიცრებს და ქერუბიმების ორ ოქროს ქანდაკებას, პატივს მიაგებდა არა ქვისა და ოქროს ბუნებას, არამედ უფალს, რომელმაც ამის გაკეთება ბრძანა.

...რას ამბობენ ამაზე ისინი, ვინც უარყოფენ და ბრძანებენ, არ სცენ თაყვანი წმინდანთა გამოსახულებებს, რომლებსაც გამოვწერთ ჩვენ მოსახსენებლად?

წმ. ბასილი დიდი (4 საუკუნე)

...შევიწყნარებ წმინდა მოციქულებსაც, წინასწარმეტყველებს და მოწამეებს, და მოვუხმობ მათ მეოხად ღვთის წინაშე, რათა მათ მიერ ანუ მათი შეწევნით მოწყალე იქმნეს ჩემს მიმართ კაცთმოყვარე ღმერთი და მომანიჭოს შენდობა შეცოდებათა. ამიტომაც პატივს მივაგებ მათი ხატების გამოსახულებებს და თაყვანის ცემას აღვასრულებ მათ წინაშე, განსაკუთრებით კი იმიტომ, ისინი გადმოგვეცა წმიდა მოციქულთაგან და არ არიან აკრძალული, არამედ გამოსახულნი არიან ჩვენს ყველა ეკლესიაში.

წმინდანებისადმი ლოცვა, მათი ნაწილების პატივისცემა.


პროტესტანტები ამბობენ, რომ არსებობს ერთი შუამდგომელი – ქრისტე, და ამიტომ არ უნდა ვთხოვოთ შეწევნა წმინდანებს. მაშინ რატომ გვასწავლიან მოციქულები ვილოცოთ ერთმანეთისთვის, ან პროტესტანტები რატომ ლოცულობენ ერთმანეთისთვის? აბა ყურადღებით დავაკვირდეთ ამ სიტყვებს: “და თქუა უფალმან ჩემდამო: უკუეთუ დადგეს მოსე და სამუილ წინაშე ჩემსა, არა არს სული ჩემი მათდა მიმართ” (იერემია 15,1). ესე იგი შესაძლებელი ყოფილა გარდაცვლილ მოსე და სამუელ წინასწარმეტყველებს თავისი მოძმეებისთვის წყალობა ეთხოვათ ღვთისგან.
არ დაგვავიწყდეს, რომ უფლის ძალით სასწაულებს იქმოდა ელისე წინასწარმეტყველის ძვლები, ილია წინასწარმეტყველის ხალენი, პავლე მოციქულის ხელსახოცი და თავსაბურავი.

სმირნის ეკლესიის ეპისტოლე წმ. მღვდელმოწამე პოლიკარპეს შესახებ (მოციქულთა მოწაფე, სმირნის ეპისკოპოსი, აღესრულა მეორე საუკუნეში):

ჩვენ შევაგროვეთ მისი ძვლები, – განძი, ძვირფას ქვებზე უფრო ძვირფასი, ოქროზე უფრო წმინდა, – და დავასვენეთ იქ, სადაც ჯერ იყო. იქ, როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა, ჩვენ შევიკრიბებით სიხარულითა და მხიარულებით, – და უფლის ნებით ვიდღესასწაულებთ მისი მოწამებრივი შობის დღეს, როგორც ღვაწლის აღმასრულებელთა მოსაგონრად, ასევე განსასწავლად და დასამტკიცებლად მომავალი მოღვაწეებისთვის.

200 წელს წამებულ სიცილიელ მოწამეთა აღსასრულის აღწერა, დაწერილი თვითმხილველის მიერ, მთავრდება ასეთი სიტყვებით: “აღესრულნენ ქრისტეს მოწამეები ივლისის თვის ჩვიდმეტში და მეოხ არიან ჩვენთვის უფალ იესო ქრისტეს წინაშე”.

წმ. კვიპრიანე კართაგენელი (3 საუკუნე)

თუკი რომელიმე ჩვენთაგანი ღვთის ნებით სხვებზე ადრე წავა იქ (ზეცაში), დაე გაგრძელდეს უფლის წინაშე ჩვენი ურთიერთსიყვარული, და დაე ნუ შეწყდება მამის მოწყალების წინაშე ლოცვა ჩვენი ძმებისთვის.

ევსევი კესარიელი (3-4 საუკუნეები)

ჩვენ წესად გვაქვს წმინდანების საფლავებზე მისვლა, იქ ლოცვა და მათი ნეტარი სულებისთვის პატივის მიგება.

წმ. ბასილი დიდი

ორმოც მოწამესთან (სებასტიელი მოწამეები) მიისწრაფიან შეჭირვებულიც და მხიარულიც, ერთი იმისთვის, რომ ჰპოვოს გათავისუფლება რთული მდგომარეობიდან, მეორე კი – რათა დაიცვას თავისი კეთილდღეობა... დაე თქვენი სათხოვარი მოწამეთა შესაფერისი იყოს. ახალგაზრდებმა მიბაძონ მათ, როგორც თანატოლებს; მამებმა ილოცონ, რომ ამგვარი შვილების მშობლები გახდნენ... წმინდა დასი! წმინდა საძმო! შეურყეველი ლაშქარი! კაცთა მოდგმის საერთო მფარველნი!...

წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველიმამის დაკრძალვაზე წარმოთქმული სიტყვიდან

მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ახლა ლოცვებით უფრო მეტს გააკეთებს, ვიდრე მანამდე სწავლებით აკეთებდა; რამეთუ ახლა უფრო ახლოსაა ღმერთთან, განიშორა ხორციელი ხუნდები, გათავისუფლდა ხრწნილებისაგან, რომელიც გონებას ბინდავს...



წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი
წმ. მოწამეები ... განდევნიან დემონებს, კურნავენ სნეულებებს, ეცხადებიან, წინასწარმეტყველებენ; თვით მათი სხეულები, როდესაც მათ ეხებიან და პატივს მიაგებენ, ისევე მოქმედებენ, როგორც მათ წმინდა სულები; სისხლის წვეთებიც კი და ყველაფერი, რაც მათი წამების კვალს ატარებს, ისევე მოქმედებენ, როგორც მათი სხეულები.

წმ. ეფრემ ასური (4 საუკუნე)

მოწამეები სიკვდილის შემდეგაც ისევე მოქმედებენ, როგორც ცოცხლები, კურნავენ სნეულებს, განდევნიან ეშმაკებს, და უფლის ძალით განაქარვებენ მათ მტანჯველ ბატონობას. რამეთუ წმინდა ნაწილებთან ყოველთვის მყოფობს სასწაულთმოქმედი მადლი სულისა წმიდისა.

წმ. იოანე ოქროპირი (4 საუკუნე)

წმინდანების ლოცვებს ძალიან დიდი ძალა აქვს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ თვითონ ვინანიებთ ცოდვებს და გამოსწორებას ვცდილობთ...

მიცვალებულთა მოხსენიება.
მაკაბელთა წიგნიდან (2 მაკ. 12,39-42) ვიგებთ (ეს წიგნები კანონიკურ წიგნთა რიცხვში არ შედის, მაგრამ ეკლესიაში პირველი საუკუნეებიდან იხსენიება და წმინდა მამებს მოჰყავთ ადგილები ამ წიგნებიდან), რომ მიცვალებულების მოხსენიება ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან მოდის და, ცხადია, ეკლესიაშიც თავიდანვე არსებობდა, რასაც უძველესი ლიტურგიების ტექსტებიც ადასტურებს.

ტერტულიანე (2 საუკუნე)

შესაწირავს მიცვალებულთათვის ჩვენ აღვასრულებთ ყოველწლიურად მათი გარდაცვალების დღეს.

წმ. ათანასე დიდი

საღვთოდ მეტყველმა მოციქულებმა, განწმენდილმა მოძღვრებმა და სულიერმა მამებმა... დააწესეს ლიტურგიები, ლოცვები, ფსალმუნთა გალობები და მიცვალებულთა ყოველწლიური მოხსენიება.

წმ. გრიგოლ ნოსელი (4 საუკუნე)

ქრიტეს მქადაგებლებისა და მოწაფეებისგან არაფერი გადმოგვცემია განუსჯელად, არაფერი უსარგებლო, და არაფერი მიუღია ამგვარი ღვთის საყოველთაო ეკლესიას; არამედ ეს არის ღვთის სათნო და სასარგებლო საქმე – ღვთაებრივი და ყოვლადდიდებული საიდუმლოს დროს მართალი სარწმუნოებით აღსრულებულთა მოხსენიება.

წმ. იოანე ოქროპირი

ამაოდ არ დაუწესებიათ მოციქულებს საშინელი საიდუმლოს წინაშე მიცვალებულთა მოხსენიება: მათ იცოდნენ, რომ ამისგან დიდი სარგებელია მიცვალებულთათვის, დიდი სიკეთე.

ამაო არაა შესაწირავი მიცვალებულთათვის, ამაო არაა ლოცვები, ამაო არაა მოწყალებანი: ეს ყოველივე სული წმიდამ დააწესა, იმისთვის, რომ ჩვენ ერთიმეორის საშუალებით სარგებელი მიგვეღო.



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მნათე   ხატთა შესახებ   Feb 16 2007, 10:04 PM
დავით ივერიელი   არაფრის თქმას ვაპი...   Feb 16 2007, 10:15 PM
მნათე   სერგის კითხვები მ...   Feb 16 2007, 10:16 PM
დათიკო   სანამ ხატმებრძოლე...   Feb 16 2007, 11:04 PM
მნათე   მოდი :lol: კატაკომბე...   Feb 16 2007, 11:05 PM
lado s   რატომ არ წერია ახა...   Feb 16 2007, 11:07 PM
მნათე   გლახა გიპასუხებდ...   Feb 16 2007, 11:15 PM
დათიკო   МЫ МОЛИМСЯ НЕ ИКОНАМ - ЧЕРЕЗ...   Feb 16 2007, 11:28 PM
მარიამი   დათიკო არაჩვეულებ...   Feb 16 2007, 11:34 PM
დათიკო   მარიამი კურაევი ძ...   Feb 17 2007, 12:07 AM
გლახა   lado s რატომ არ წერია ა...   Feb 17 2007, 12:27 AM
დათიკო   ძალიან გთხოვ მოეშვ...   Feb 17 2007, 01:06 AM
გლახა   gaixare daTiko :) ara uSavs, mTavari isaa roma am ...   Feb 17 2007, 01:08 AM
დათიკო   გლახა გაიხარე :) ეხ...   Feb 17 2007, 01:14 AM
დათიკო   კიდევ ერთ საინტერე...   Feb 17 2007, 01:52 AM
lado s   გლახა გეთანხმები, ...   Feb 17 2007, 08:41 PM
solomony   არსებობს ხელთ უქმნ...   Feb 17 2007, 10:20 PM
მნათე   lado s გამარჯობა :) როც...   Feb 17 2007, 10:26 PM
lado s   მნათე „აქ რა იგული...   Feb 17 2007, 11:15 PM
მნათე   მეც მანდ ვარ კეთილ...   Feb 17 2007, 11:22 PM
გლახა   lado s ანუ ადამიანებს ...   Feb 18 2007, 05:41 PM
Irine   lado s ანუ ადამიანებს ...   Feb 18 2007, 06:48 PM
ქავთარაძე   გლახა წმინდანს კი ...   Feb 18 2007, 07:17 PM
ubralod gio   "აღიღე ტილოი იგი ...   Feb 18 2007, 07:29 PM
გლახა   Irine ძალიან უცნაურ დ...   Feb 18 2007, 07:32 PM
ubralod gio   არა მეგობარო ნუ მი...   Feb 18 2007, 07:37 PM
მნათე   'არიან რა წმიდები,...   Feb 18 2007, 09:53 PM
ქავთარაძე   ubralod gio ვაი რამხელა ავ...   Feb 18 2007, 09:56 PM
გლახა   ubralod gio მე ეს შენთვის ...   Feb 19 2007, 11:51 AM
დათიკო   Irine ჩვენ ღმერთის გა...   Feb 19 2007, 05:39 PM
მხევალი ნინო   დათიკო ამ სიტყვე...   Feb 19 2007, 05:46 PM
დათიკო   მხევალი ნინო იმედ...   Feb 19 2007, 05:47 PM
მნათე   თავად გლახა ამას ა...   Feb 19 2007, 06:07 PM
მხევალი ნინო   ოჰ, გლახა, გლახა! რ...   Feb 19 2007, 06:25 PM
გლახა   მხევალი ნინო კომე...   Feb 19 2007, 06:48 PM
მხევალი ნინო   გლახა მადლობთ, კა...   Feb 19 2007, 07:07 PM
მხევალი ნინო   თორემ დღეს გუჯამ ი...   Feb 19 2007, 07:21 PM
დათიკო   ნუ, თუ ის არის არგუმ...   Feb 20 2007, 01:17 AM
მნათე   მაგას რომ თავი გავ...   Feb 20 2007, 02:01 AM
გლახა   დათიკო დათიკო... ის...   Feb 20 2007, 03:19 PM
მხევალი ნინო   გლახა ნეტავ ერთი შ...   Feb 20 2007, 03:36 PM
გლახა   მხევალი ნინო კომენ...   Feb 20 2007, 03:50 PM
მხევალი ნინო   გლახა რა დროს კომე...   Feb 20 2007, 03:51 PM
დათიკო   გლახა შემწეობა ის...   Feb 20 2007, 04:19 PM
მხევალი ნინო   გლახა ნეტავი, რა ა...   Feb 20 2007, 04:39 PM
გლახა   მხევალი ნინო კომე...   Feb 20 2007, 05:54 PM
მხევალი ნინო   ჩაქრი !!! ;)   Feb 20 2007, 06:00 PM
მარიამი   გთავაზობთ ძალიან ს...   Mar 3 2007, 08:15 PM
გლახა   დათიკო და რომლები...   Mar 10 2007, 12:07 PM
miss_kartveli   დათიკო და რომლები...   Mar 10 2007, 02:42 PM
ალექსანდრე   დათიკო და რომლები...   Mar 10 2007, 09:37 PM
mariami-k   გლახა ჩემს ოპჯახს ...   Mar 10 2007, 02:35 PM
დათიკო   გლახა მთავარი ადა...   Mar 10 2007, 09:49 PM
მარიამი   როგორ მნათე იტყოდ...   Mar 10 2007, 09:59 PM
გლახა   მარიამი მნათე ხომ ...   Mar 11 2007, 12:12 AM
lado s   ძალიან საინტერესო ...   Mar 21 2007, 07:40 PM
lado s   В-пятых, кто первый сделал и...   Mar 21 2007, 08:10 PM
lado s   XVб. И опять из книги тогоже ...   Mar 21 2007, 08:23 PM
lado s   როგორც ამ ფორუმზე ...   Apr 19 2007, 06:33 PM
გლახა   lado s ყველას არ უნდა დ...   Apr 19 2007, 07:03 PM
დათიკო   გლახა რა თქმა უნდა ...   Apr 20 2007, 12:29 AM
ალექსანდრე   გლახა რა თქმა უნდა...   Apr 20 2007, 12:47 AM
დათიკო   ალექსანდრე ალბათ ...   Apr 20 2007, 12:51 AM
alex_b   ლადო შევასწორებ ც...   Apr 20 2007, 01:29 PM
lado s   ცხონება ეკლესიაში...   May 2 2007, 11:52 PM
კანონისტი   alex_b სახარება მათეს...   Apr 20 2007, 02:01 PM
alex_b   ვიზე საუბრობს და უ...   Apr 20 2007, 02:27 PM
დათიკო   alex_b ურჯულოებზე? ურ...   Apr 20 2007, 03:03 PM
კანონისტი   alex_b მეც დათიკო-ს აზრ...   Apr 20 2007, 03:55 PM
Dulos   როგორც იცით, ამ ფო...   Apr 23 2007, 01:09 PM
დათიკო   Dulos ანუ, საკმარისია ...   Apr 23 2007, 05:16 PM
Dulos   ცოტა ვრცელი პასუხ...   Apr 23 2007, 05:21 PM
დათიკო   Dulos გასაგებია, ბატო...   Apr 23 2007, 06:27 PM
კანონისტი   Dulos ჩემ წინა პოსტს რ...   Apr 24 2007, 10:53 AM
გლახა   დათიკო მე მგონია შ...   Apr 24 2007, 11:00 AM
კანონისტი   გლახა შენც გეხება ...   Apr 24 2007, 11:01 AM
გლახა   კანონისტი ნამდვილ...   Apr 24 2007, 11:35 AM
გლახა   გლახა ციტატა დავი...   Apr 24 2007, 12:11 PM
კანონისტი   გლახა როგორ და როც...   Apr 24 2007, 12:27 PM
გლახა   კანონისტი დავით მ...   Apr 24 2007, 12:32 PM
კანონისტი   გლახა ვერ გავიგე რ...   Apr 24 2007, 12:33 PM
გლახა   კანონისტი კაი არ გ...   Apr 24 2007, 12:34 PM
Dulos   როგორც ჩანს აშკარ...   Apr 24 2007, 01:49 PM
კანონისტი   Dulos რადგან ალექს_ბ-ს...   Apr 24 2007, 02:41 PM
Dulos   მიხარია, რომ გაგა...   Apr 24 2007, 03:02 PM
კანონისტი   Dulos მე სხვა რამეს ვა...   Apr 24 2007, 05:02 PM
Dulos   ძალიან კარგი. ხომ...   Apr 24 2007, 05:46 PM
კანონისტი   Dulos ამაზე რომ გამცე...   Apr 24 2007, 05:51 PM
Dulos   რა თქმა უნდა მეც მ...   Apr 24 2007, 06:33 PM
კანონისტი   Dulos გაიხარე, ძალიან ...   Apr 25 2007, 11:01 AM
alex_b   სალამი ფორუმელებო....   Apr 25 2007, 03:16 PM
lado s   რაც შეეხება ნათლო...   Apr 25 2007, 04:44 PM
კანონისტი   alex_b გასაგებია. ქადა...   Apr 25 2007, 03:24 PM
alex_b   მერე უფალი იმას არ ...   Apr 26 2007, 04:53 PM
Dulos   რა რწმენაც უნდა გ...   Apr 27 2007, 12:43 PM
matebichi   სხვადასხვაა იწამო ...   Apr 27 2007, 03:09 PM
Dulos   ალბათ მართალი ბრძ...   Apr 27 2007, 03:38 PM
ilia_7   ეპისტოლე აღმოსავლ...   Apr 28 2007, 09:49 AM
Dulos   მინდა გაგიზიაროთ ...   May 2 2007, 01:29 PM
მეხელი   . . . პავლე მოციქულის...   May 3 2007, 12:20 PM
3 გვერდი V  1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th June 2024 - 04:43 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი