დღევანდელობის შავი ჭირი ,,კ ა ზ ი ნ ო"., ვისაც არ გამოუცდია, არ გამოცადოთ, მძიმე სენია. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დღევანდელობის შავი ჭირი ,,კ ა ზ ი ნ ო"., ვისაც არ გამოუცდია, არ გამოცადოთ, მძიმე სენია. |
kent5 |
Aug 12 2010, 07:04 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 166 რეგისტრ.: 3-February 08 წევრი № 3,836 |
ვისაც კაზინოში არ ჰქონია საქმე, შეიძლება მისთვის ეს პრობლემა პრობლემაც არ იყოს. მე ჩემი მეგობრის პირად მაგალითზე გეტყვით, 35-წელს გადაცილებული ცოლშვილიანი უვაჟკაცესი კაცი, რომელიც სხვებს არიგებდა, კაზინოში მოსიარულე ახლობლებს, თვითონ შეხედულიც არ ჰქონდა შიგნით. მოხდა ისე, რომ ერთხელ მეგობართან ერთად ,,შეიარა" კაზინოში და რაღაცა 5თუ 10 ლარით ითამაშა. ასე დაიწყო ამ კაცური კაცის უკან უკან წასვლა ჯერ პატარა თანხებით მერე და მერე... გაყიდა რაც გასაყიდი ჰქონდა... ამას წინათ მელაპარაკა ყველაფერი გამოვცადე სამწუხაროდ ამ ცხოვრებაშიო მაგრამ ვერც წამალი ვერც ლოთობა ახლოც ვერ მივა ამ უბედურებასთანო. განსაკუთრებით რულეტკა. აშშ-ის ნაციონალური ასოციაციის გამოკვლევით შესაძლოა ამ ქვეყნის მოქალაქეების 6% სისხლის სამართლის დამნაშავე გახდეს 34%-ალკოჰოლიკი, 32%-ნარკომანი და 48%მოთამაშე, მაგრამ იმათ რაც უნდათ ის უქნიათ ჩვენ მივხედოთ ჩვენს თავს ეს უსერიოზულესი სენია საქართველოში შეხედეთ რა ამბავია კაზონოების წინ ნუ გეგონებათ, რომ იქ მარტო ოლიგარჰები დადიან უმრავლესობა ავადმყობია ნასესხები, დალომბარდებული და კიდევ ვინ იცის რა ნაცოდვილარი ფულით არიან შესული. ღმერთმა ძალა მისცეს ყველას ამ ურთულესი ,,აზარტის ცოდვიდან" განკურნებისა, ამინ. /ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი და გამოსავლის გზების თქვენეული ხედვა/.
-------------------- დედა ხვთისმშობელი გვფარავდეს. ა მ ი ნ ,,შეიყვარეთ სიყვარული''. მამა ვიტალი /სიდორენკო/.[i][i][color=#000066]
|
marine |
Jul 2 2017, 01:22 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"აზარტული თამაშებით გატაცება გახლავთ "ნარკომანია ნარკოტიკების გარეშე". საკუთარ ემოციებზე ზემოქმედება შესაძლებელია არა მარტო ქიმიური გზით, არამედ კომპიუტერით, ტელევიზორით, გემრიელი საკვებით და აზარტული თამაშებითაც. ყველაფერი, რაც ჩამოვთვალეთ, არის ნარკოტიკი "ფართო გაგებით". მძიმე შემთხვევებში აზარტული თამაშები იქცევა ძლიერი ემოციების ერთადერთ წყაროდ და ადამიანი მიჰყავს ისეთსავე დეგრადაციამდე, როგორსაც ალკოჰოლიზმი და ნარკომანია იწვევს.
აზარტი, რომელსაც ადამიანი თამაშისას განიცდის, ძალიან ძლიერია და მუდმივ განმტკიცებას მოითხოვს ახალი მსხვერპლით. თუ მოთამაშე არ ზრდის რისკს, ფსონს, ისე თამაშს აღარ მოაქვს სიამოვნება, ამასობაში ახლობლებისთვის შესამჩნევი ხდება პიროვნების ცვლილებები - საკუთარ ქცევაზე კონტროლის დაკარგვა; რაც თამაშთან არ არის დაკავშირებული, მისადმი ინტერესის დაკარგვა; თამაშის გარდა ყველა სხვა მოთხოვნილების უგულებელყოფა. მაგრამ ამ მდგომარეობაშიც კი გამოჯანმრთელებაზე ზრუნვას არავინ ჩქარობს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სჯერათ საკუთარი ძალებით პრობლემასთან გამკლავების შესაძლებლობისა, მეორეც, წარმოდგენა არა აქვთ, ვის მიმართონ დასახმარებლად. უნდა აღინიშნოს: თამაშზე დამოკიდებულება არ განიკურნება ნამუსზე შეგდებით, ყვედრებით, მუქარით, ყვირილით. აქ პროფესიონალის ჩარევაა საჭირო. ყველა ახლობელს უნდა განემარტოს, რომ თამაშზე დამოკიდებულება დაავადებაა და გამოჯანმრთელების საწყის ეტაპზე აუცილებელია თამაშზე დამოკიდებული ადამიანის ფინანსურად შეზღუდვა. არ არის გამართლებული მათი ვალების გადახდა." "მოთამაშის მიერ კაზინოს გაკოტრების მაცდური კადრები, რომელთაც ხშირად ვხედავთ ჰოლივუდის ფილმებში, რეალობისგან ძალიან შორს არის." /ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი