მრისხანება, მრისხანებაა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მრისხანება, მრისხანებაა |
Alterego |
Mar 1 2016, 05:02 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 378 რეგისტრ.: 27-December 12 წევრი № 12,845 |
მრისხანება ვიცით რომ ითვლება ცოდვად, რატომ განრისხდა იესო ქრისტე როდესაც ტაძარში ბაზრობა იყო მოწყობილი? და ძლად მისვლის ლოცვაში რატო ვკითხულობთ: უფალო შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ შენ გესვათ, ნუ განმირისხდები ჩვენ და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩვენთა? უფალი ნრისხდება? ანუ ცოდვას ჩადის?
|
marine |
Jul 4 2017, 03:10 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვთქვათ, ვინმე გაღიზიანებს. ყოველდღიურად შეეცადე, რომ არ გაღიზიანდე. დასაწყისისთვის, თუნდაც - არ შეიმჩნიო, რომ ის გაღიზიანებს, ნუ ესვრი მრისხანე მზერებს, დაე, ხმა ნუ აგითრთოლდება, შეეცადე მშვიდად ისაუბრო - და შენ დაინახავ, როგორი ტანჯვაა ეს.
გაცილებით იოლია - თავიდან მოიშორო იგი, კადნიერი სიტყვებით გაუმასპინძლდე, ეუხეშო - და მაშინვე გეამება, რადგანაც დემონი, რომელიც გაღიზიანებას აღაგზნებს სულში, თავის ზეწოლას შეასუსტებს. ის ელოდება, როდის შევცოდავთ, როდის შევტოპავთ სიბინძურეში - და მაშინ ცოტათი მოუშვებს მარწუხებს. ხოლო შემდეგ, ისევ თავიდან დაიწყება ეს დაუსრულებელი თამაში: ის ჩვენ გვაღიზიანებს, ჩვენ მრისხანებას ამოვანთხევთ, თავს უკეთ ვიგრძნობთ. ხვალ ისევ გვაღიზიანებს და ასე, დაუსრულებლად. და ეს გაგრძელდება არა მხოლოდ სიკვდილამდე, არამედ სიკვდილის შემდეგაც, რადგანაც ჩვენს გაღიზიანებას - იქაც წავიღებთ, იმქვეყნად. და ამ ტანჯვის განცდა, დავუშვათ გაღიზიანებისა - ხოლო ასეთი ტანჯვები ურიცხვად გვაქვს - მოგვიწევს მარადიულად. სწორედ ამას ქვია მარადიული ცეცხლი, სწორედ ამას ქვია ჯოჯოხეთი. /დეკ. დიმიტრი სმირნოვი/ "ხოლო ქრისტემ, სხვა გზა შემოგვთავაზა: საერთოდ გავთავისუფლდეთ გაღიზიანებისგან, მივაღწიოთ ისეთ სულიერ მდგომარეობას, როცა არაფერი გვაღიზიანებს - არცერთი ადამიანი, არც ამინდი, არც დაბალი ხელფასი, არც ის, რომ ფეხსაცმელი გაგვიცვდა, საერთოდ არაფერი - როდესაც გაწონასწორებულნი და მშვიდნი ვართ. და არა იმიტომ, რომ მზად ვართ ყველაფერს მივაფურთხოთ, არამედ იმიტომ, რომ მოთმინების საშუალებით სიმდაბლეს მივაღწიეთ. როგორ მიიღწევა გამარჯვება, დავუშვათ - გაღიზიანებაზე? მხოლოდ მოთმინებითა და ლოცვით, მხოლოდ მუდმივი თავშეკავებით: «მოვკვდები და არ გავღიზიანდები!» ხოლო თუ გაღიზიანება მაინც დაიწყებს ჩემში დუღილს, ვიწყებ ღვთის მიმართ ლოცვას, იქამდე, სანამ ის არ გაივლის. და ასე გავაკეთებ დღესაც, ხვალაც, ზეგაც, ათი, ოცი, ოცდაათი, ორმოცი წლის მანძილზეც - სანამ გაღიზიანება არ გაქრება. და ასე მოვექცევი თითოეულ ცოდვას, რომელსაც ჩემში აღმოვაჩენ." /დეკ. დიმიტრი სმირნოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი