მარტვილობა, "ეძიებდე ქრისტესთვის სიკვდილს" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მარტვილობა, "ეძიებდე ქრისტესთვის სიკვდილს" |
marine |
Jul 27 2016, 09:15 PM
პოსტი
#121
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეძიებდე ქრისტესთვის სიკვდილს", მოკვდე ქრისტესთვის - ეს ნიშნავს, უკვდავყო საკუთარი სული მარადისობაში - დაიმკვიდრო სასუფეველი".
"მარტვილი საკუთარი სისხლით იღებს ცოდვათა შენდობას, ამ დრომდე რაოდენ მძიმე შეცოდებაც არ უნდა ჩაედინა". /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 9 2017, 01:52 PM
პოსტი
#122
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
წმინდა მოწამე ზლატა მეგლინელის ცხოვრება
ეს დიდებული ქრისტიანი მოღვაწე და მოწამე ცხოვრობდა მეგლინის მხარის სოფელ სლატინაში, რომელიც კაიმაჩკალანის მთის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს. წარმოშობით და ენითაც სერბულად მოსაუბრე, წმინდა ზლატა ბაჯაღლო ოქრო იყო არა მარტო სახელით, არამედ გულით და საქციელით. მაღალი, მოხდენილი, გარეგნობით სხვებისგან გამოირჩეოდა. ზოგიერთი თურქი ურცხვად უცქერდა მას. ერთხელ წყაროზე წასული მოიტაცეს. დაემუქრნენ, თუ არ გამაჰმადიანდები, მოგკლავთო. თავის რწმენაში განმტკიცებულმა წმინდა ზლატამ უთხრა თურქებს, უწინ მოვკვდები, ვიდრე თქვენს სარწმუნოებას მივიღებო. მაშინ თურქებმა დასარწმუნებლად დები და მშობლები მიუყვანეს. ამისთვის დიდ ჯილდოს ჰპირდებოდნენ. ზლატას მშობლები ღარიბი ქრისტიანები იყვნენ. მათ ცრემლის ფრქვევით სთხოვეს ქალიშვილს: "ჩვენო გოგონავ, შეიწყალე საკუთარი თავი და შეგვიწყალე ჩვენც. მხოლოდ ხილულად უარყავი ქრისტე, სიტყვიერად, და ბედნიერი იქნები შენც და ჩვენც. ქრისტე მოწყალეა, გაპატიებს ასეთი შეჭირვებისას ჩადენილ ცოდვას". მაგრამ წმინდა ზლატას მამაცურმა სულმა უარყო ყველანაირი შეთავაზება და სძლია ეშმაკის ხრიკებს: "თუ თქვენ მირჩევთ, უარვყო ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი, მაშინ აღარც ჩემი მშობლები ხართ და აღარც ჩემი დანი. მყავს მე მამა - უფალი იესო ქრისტე და დედა - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, წმინდანები კი ჩემი დანი და ძმანი არიანო". ამის მერე თურქებმა ზლატა დილეგში ჩააგდეს და სამი თვე ჰყავდათ დამწყვდეული. ყოველდღე გამოჰყავდათ და იქამდე ამათრახებდნენ, ვიდრე სისხლით მიწას არ მორწყავდა. ერთხელ ფეხებით ჩამოკიდეს და ქვემოთ ცეცხლი დაუნთეს, წმინდანი მისი კვამლით რომ გაგუდულიყო. მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთი აძლევდა ძალას, ყოველივე დაეთმინა მისი სახელის გულისთვის. საბოლოოდ, თურქებმა ზლატა აკუწეს და მთელ იმ მხარეში მიმოფანტეს. ქრისტიანებმა წმინდა ნაწილები ჩუმად მოაგროვეს და შინ წაიღეს, რათა იმით ღვთის კურთხევა შესულიყო მათ ოჯახში. ასე დაასრულა წმინდა ზლატამ მიწიერი ცხოვრება და გადასახლდა ქრისტეს საუკუნო სამეფოში. ეს მოხდა 1795 წლის ზაფხულს. /წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 05:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი