![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ამა თუ იმ საღვთო მოვლენას - შობას, აღდგომას და ა.შ.? ნეტარ ავგუსტინეს უთქვამს: "შობა ესე მიწყივ აღესრულებოდა და აღესრულება, მაგრამ თუ იგი ჩემში არ აღსრულდება, რა სარგებელია ჩემთვის?" მთავარია, ჩემში აღსრულდეს, ქრისტეს შობა, მაგალითად, აღესრულება მარადისობაში, ყოველ წამს და ყოველ ჟამს; აღესრულა დროსა და სივრცეში, ბეთლემში და უნდა აღესრულოს პიროვნების სულში. ჩემი აზრით, საღვთო დღესასწაულის მიზანია, რომ თითოეული მორწმუნის გულში იშვას მაცხოვარი იესო ქრისტე, ნათელიღოს, ფერი იცვალოს, აღდგეს და ამაღლდეს, რათა მლოცველმა თავადაც დაიდოს წილი უფლის ღვაწლსა და მისიაში - აღდგეს მასთან ერთად, ფერი იცვალოს, გარდაიქმნას, ამაღლდეს. თქვენ რას შეგრძნება გეუფლებათ ? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ფერისცვალება
"ვინც ამქვეყნიურობას მოსცილდება, მაქსიმალურად შეიზღუდავს თავს მიწიერ სიამეთაგან, ეცდება ცოდვილი ჩვევების დათრგუნვას და იგლოვებს ჩადენილ ცოდვათა გამო, მოახერხებს კიდეც სულიერების მთაზე ასვლას, იქ ასული კი საღმრთო ნათლის ხილვის ღირსი შეიქმნება. მარადისობაში გადასული მას განუშორებლად იხილავს." /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ "- სახარებაში ნახსენები არ არის იმ მთის სახელი, სადაც უფალმა მოწაფეების წინაშე ფერი იცვალა. საინტერესოა, რატომ არის მაცხოვრის ფერისცვალების ადგილად მიჩნეული სწორედ თაბორის მთა? - თაბორი გალილეის ცენტრში - იერუსალიმის უძველეს მიწაზე მდებარეობს. მართლაც, სახარება არ მოგვითხრობს, რომელ მთაზე იცვალა ფერი მაცხოვარმა, მხოლოდ წერია, რომ: "წაიყვანა იესომ მოწაფეები პეტრე, იაკობი და იოანე და ავიდა მათთან მაღალ მთაზე..." გალილეაში კი, სადაც ფერისცვალება მოხდა, ყველაზე მაღალი თაბორის მთაა, მის მახლობლად მხოლოდ დაბლობები გვხვდება. ამას გარდა, მართალია, ქრისტიანისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს წმინდა წერილს, მაგრამ ასევე დიდმნიშვნელოვანია წმინდა გადმოცემაც, რომელიც, ჯერ კიდევ მოციქულთა ხანიდან მოყოლებული, ზეპირად გადმოეცემოდა თაობიდან თაობას. პირველი საუკუნეებიდანვე არსებობს გადმოცემა, რომ მაცხოვრის ფერისცვალება სწორედ თაბორის მთაზე მოხდა." /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th September 2025 - 12:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი