მრისხანება, მრისხანებაა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მრისხანება, მრისხანებაა |
Alterego |
Mar 1 2016, 05:02 PM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 378 რეგისტრ.: 27-December 12 წევრი № 12,845 |
მრისხანება ვიცით რომ ითვლება ცოდვად, რატომ განრისხდა იესო ქრისტე როდესაც ტაძარში ბაზრობა იყო მოწყობილი? და ძლად მისვლის ლოცვაში რატო ვკითხულობთ: უფალო შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ შენ გესვათ, ნუ განმირისხდები ჩვენ და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩვენთა? უფალი ნრისხდება? ანუ ცოდვას ჩადის?
|
marine |
Jul 15 2017, 11:36 AM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"არქიმანდრიტი ქერუბინი ერთხელ ნავსადგურიდან კალივაში ბრუნდებოდა. ჩხუბის ხმა შემოესმა. `კარგი არაფერი მოხდებაო", - გაიფიქრა და წყლის რეზერვუარისკენ წავიდა, სადაც ბერი პ-ე ერისკაც მენავეს ეჩხუბებოდა. მენავემ შეაგინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელი. მონაზონმა მოჰკიდა ხელი მენავეს და ძლიერი დარტყმით რეზერვუარში ჩააგდო, თან მიაძახა: `შე არამზადავ, მე ღვთისმშობლის სიყვარულისთვის უარვყავი მშობლები, სოფელი და საკუთარი თავიც. შენ აქ, მის სამეფოში, მის ლანძღვას ბედავ?"
ქერუბინმა მიირბინა, კიდევ რომ არაფერი მომხდარიყო და მენავე წყლიდან ამოათრია. საღამოთი კი თავის მოძღვარს, მამა გრიგოლს, მოუყვა ყველაფერს და ჰკითხა, იყო თუ არა მამა პ-ეს საქციელი ღვთისთვის სათნო. მამა გრიგოლმა ბრძანა: `წმინდა იოანე ოქროპირი წერს, რომ თუ ვინმე აგინებს ღვთის სახელს, ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ იგი. ის ხელით შეხების უფლებასაც კი გვაძლევს: "გააწანი სილა, შეუმუსრე ბაგე, განიწმინდე (ამ გარტყმით, _ კ.კ.) ხელი შენი". წმინდა მამები ამბობენ, რომ მორჩილი მოვალეა, შეეწინააღმდეგოს მათ, ვინც მის მოძღვარს ცილს სწამებს. მით უფრო უნდა დავიცვათ უფლისა და ღვთისმშობლის სახელები, როცა ზოგიერთნი, რომელთაც ღვთის შიში არ აქვთ, ლანძღავენ მათ". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი