ძველი ქართული ხელნაწერები, კალიგრაფია, მინიატურა, დეკორი, ყდა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძველი ქართული ხელნაწერები, კალიგრაფია, მინიატურა, დეკორი, ყდა |
შაკო |
May 15 2007, 12:43 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,102 რეგისტრ.: 1-December 06 წევრი № 617 |
ვანის ოთხთავი XII-XIIIსს-ის მიჯნა -------------------- რავიცი.....რავიცი.....
|
marine |
Jul 20 2017, 12:28 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ნიკორწმინდა ეს სოფელი რაჭაში ერთ-ერთი მადლიანი ადგილია. ნიკორწმინდიდან მიდის ჭელიშის მონასტრისკენ გზა. სოფლის ცენტრში დგას ნიკორწმინდის დიდებული ტაძარი. ეკლესიის მშენებლობა XI საუკუნის დასაწყისში დაუსრულებიათ. ტაძრის კედელზე ამოკვეთილია ასომთავრული წარწერა: "ქრისტე, ძეო, ღმრთისაო, ადიდე სიმრთელით და დღეგრძელობით შენ მიერ გვირგვინოსანი ბაგრატ აფხაზთა და რანთა მეფე, და ქართველთა კურაპალატი. და გაზარდე ძე მათი გიორგი ნებასა შინა შენსა მეოხებითა წმიდისა მღვდელთმოძღუარისა ნიკოლოზისაითა". ისტორიული წყაროების მიხედვით, რაჭის ერისთავები მწიგნობრულ-საგანმანათლებლო საქმიანობას მისდევდნენ. შოშიტა მესამის დაკვეთით გადაუწერიათ "გულანი", როსტომ ერისთავის ბრძანებით გადაწერილია "სამართლის წიგნები", "ქილილა და დამანა", "კარაბადინი". აღმოსავლეთ საქართველოდან დევნილი კახთა მეფე თეიმურაზ I იმერეთს აფარებდა თავს. იგი რაჭის ხშირი სტუმარიც ყოფილა. მას რაჭაში დაუწერია "შედარება გაზაფხულისა და შემოდგომისა", "შამიფარვანიანი". რაჭას ხშირად სტუმრობდა არჩილ მეფეც. თედო ჟორდანიას ნიკორწმინდის საბუთთა შორის უპოვია ტყავის გრაგნილზე (ეტრატი) ხუცურით დაწერილი ერისთავთ ერისთავ რატის ძის კირილეს სიგელი. სიგელიდან ჩანს, რომ იმ დროისთვის ნიკორწმინდას მდიდარი მეურნეობა ჰქონდა. თითოეულ მათგანში ცალკე სასახლე იყო აგებული. 1919 წელს, რაჭაში ყოფნის დროს, ექვთიმე თაყაიშვილს ნიკორწმინდაში უპოვია "სულთა მატიანის" ერთი თაბახი - მოხსენიებანი საქართველოს მეფეთა და კათალიკოსთა. იგი სამ ნაწილად იყოფა. პირველია დავითნი. სულ შვიდი რვეული. გადაწერილია ზოსიმე კარგარეთელის მიერ გიორგი მეორის იმერეთში მეფობის დროს. გადამწერლად მოხსენიებულია აგრეთვე იოაკიმე ჭუმბურისძე. მეორე ნაწილი დაწერილია სხვა ხელით და სხვა ქაღალდზე, მაგრამ ასევე მეფე გიორგი მეორის დროს და მოიცავს სხვადასხვა ისტორიულ მინაწერს. ხელნაწერის მესამე ნაწილიც სხვა ხელითაა დაწერილი, მაგრამ გადაწერილია ისევ გიორგი მეორის მეფობისას. შეიცავს საგალობლებს. ამ ნაწილში მოხსენიებულია მანოელ ჩხეტიძე, რომელიც იმერეთის მეფეს, ბაგრატ მესამეს ხონელ ეპისკოპოსად დაუნიშნავს, ხოლო 1534 წელს დაუდგენია ნიკორწმინდელად და XVI საუკუნის მეორე ნახევარში ის მაწყვერელი გამხდარა. ნიკორწმინდის ხელნაწერში, საქართველოს მეფეებთან ერთად, მოხსენიებულნი არიან მღვდელმთავრები: იოანე, სამოელი, შიო, ევლალი, პეტრე, მელქისედეკი (სვეტიცხოვლის მეორედ აღმშენებელ-განმაახლებელი), ოქროპირი (იოანე ოქროპირი), გიორგი (გიორგი ტაოელი), გაბრიელ საფარელი, პეტრე, ევსტატი, გიორგი, დიმიტრი, ბასილი, იოანე, სვიმეონი, მელქისედეკ ძე მეფისა, საბა, არსენი გულაბერიძე, მიქაელ მირიანის ძე. /"კარიბჭე" N21, 2008, გვ.49/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 04:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი