ძველი ქართული ხელნაწერები, კალიგრაფია, მინიატურა, დეკორი, ყდა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძველი ქართული ხელნაწერები, კალიგრაფია, მინიატურა, დეკორი, ყდა |
შაკო |
May 15 2007, 12:43 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,102 რეგისტრ.: 1-December 06 წევრი № 617 |
ვანის ოთხთავი XII-XIIIსს-ის მიჯნა -------------------- რავიცი.....რავიცი.....
|
marine |
Jul 26 2017, 03:02 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ისტორიკოსი გიორგი ბოჭორიძე წერს: "ერთი უძველესი ხანის ცენტრთაგანი უნდა ყოფილიყო ჭელიში. ეკლესია ძლიერ დიდი ხნის აშენებული არ უნდა იყოს. იგი შიგნით და გარეთ გალესილია კირით და არავითარი წარწერა არ უჩანს, ვფიქრობ, XIV-XVI საუკუნეებისაა. უძველესი ხანის არის მხოლოდ მონასტრის გამოქვაბულები ბერთათვის და სადაყუდებულო - განდგომილთათვის მაღალ კლდეში. მაგრამ ჭელიშში რომ დიდი კულტურის ცენტრი უნდა ყოფილიყო უძველეს ხანაში, ამას ადასტურებს ის ხელნაწერი წიგნები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია. ერთი ასეთთაგანია ეტრატზე ნაწერი ოთხთავი XI საუკუნისა, გადატანილი შემდეგ ხონჭიორში. ამ ოთხთავის მინაწერი და ანდერძი გვეუბნება, რომ ოთხთავი ჭელიშის კუთვნილებაა. იგივე ანდერძი იხსენიებს მრავალ ძვირფას ჭედილ და მინანქრიან ნივთებს, რომლებიც გაუკეთებია ჭელიშისთვის დანიელ ხანბაშურის გაზრდილს ნიკოლოზს".
ტაძარი საფუძლიანად შეუკეთებია XVI საუკუნეში ნიკორწმინდელ ეპისკოპოს მელქისედეკს (საყვარელიძე). ჭელიშის მონასტერში ინახებოდა არაერთი ძველი ქართული ხელნაწერი. 1902 წელს არქიმანდრიტმა წმინდა ამბროსიმ (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია, შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ეკლესიის ეზოში აღმოაჩინა აკლდამა, სადაც ინახებოდა "მოქცევაი ქართლისაის" მანამდე უცნობი ხელნაწერის ვარიანტი, შატბერდულზე უფრო ვრცელი." /კარიბჭე N21, 2008, გვ.48/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი