მტკივა სამაჩაბლო... :( |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მტკივა სამაჩაბლო... :( |
marine |
Jul 24 2017, 08:46 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მტკივა სამაჩაბლო... სევდისგან ვმუნჯდები და ვერაფერს ვამბობ, როცა მახსენდება საქართველოს ეს თბილი ნაწილი... მტკივა დანგრეული და შელახული სიწმინდეები, ჩვენი ტაძრები... ყველა ლტოლვილი მეცოდება... მათი საცხოვრისი მიწასთანაა გასწორებული...
ამ თემით მინდა ყველა ქართველს ახსოვდეს რომ სამაჩაბლო ჩვენია და დაგვიბრუნდება, თუკი მთელი ერი, ყველა ქართველი (მნიშვნელობა არ აქვს საქართველოში ცხოვრობს თუ მის საზღვრებს გარეთ), ზნეობრივად ვიცხოვრებთ და უფალს არ განვარისხებთ ჩვენი ცოდვებით... "ძალზე დიდი განსაცდელი დაატყდა თავს ჩვენს სამშობლოს აგვისტოში. წესით, ამან ბევრ რამეზე უნდა დაგვაფიქროს, რადგან ყველანი ვხედავთ, რომ ეს განსაცდელი ღმერთმა დაუშვა ჩვენთვის, ქართველებისთვის. ბევრი არ მოელოდა ასეთ რამეს ოცდამეერთე საუკუნეში, ჩვენმა გენეტიკურმა მეხსიერებამ შეგვახსენა, რომ ეს ომი ძალიან ჰგავდა თურქობას, არაბობას, მონღოლობას... იგივე განმეორდა, რაც საუკუნეების წინათ ხდებოდა. არ მოველოდით ასეთ რამეს და სრულიად გაოგნებულები შევხვდით საბრძოლო მოქმედებებს." /დეკ. თეოდორე გიგნაძე "კარიბჭე" N21, 2008, გვ.9/ "მახსენდება სოფელ საქაშესთან ნანახი ჯარისკაცის ცხედარი, რომელიც მე და სოფელ ვარიანის მღვდელმსახურს, მამა თადეოზ ქებაძეს, მიგვასწავლეს ადგილობრივებმა. საკაცეზე იწვა. თვალღია ზეცაში მაყურებელს ტკივილით დაელია სული. როგორც ჩანს, დაჭრილი იყო და გამოჰყავდათ. საოცარი გრძნობა დამეუფლა - თითქოს თვალწინ გამირბინა მისმა ცხოვრებამ. მომავლის იმედებითა და ოცნებებით სავსე მოულოდნელად შეწყვეტილი სიცოცხლე... ერთი რამ კი მწამს - ის ადამიანი სასუფეველში საქართველოსთვის შეწირულ გმირებს შეუერთდა. თბილისში ჩამოსულს გამუდმებით წარმომიდგებოდა იქ ნანახი ცხედრები, ადამიანთა გაწამებული სახეები, გაბზარული ხმები, გადამწვარი სახლები და გაუდაბურებული სოფლები... და რაღაცნაირად უსუსურად ვგრძნობდი თავს. თითქოს დანაშაულის გრძნობას გდევს თან, გავალდებულებს, შენგან რაღაც უფრო ამაღლებულს მოითხოვს და ხვდები, რომ შენი ყოველდღიური ცხოვრება თანამემამულეთა სისხლით არის გამოსყიდული..." /"კარიბჭე" N21, 2008, გვ.5/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 27 2017, 11:54 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
სტომატოლოგი
ჩვენი უბნის, უფრო სწორად, გარეუბნის პოლიკლინიკის სტომატოლოგი რაღაცნაირად ისეთია, თითქოს ამ ქვეყანაში არ ცხოვრობს. გეგონება, ჩვენც ყოველდღე ვმდიდრდებოდეთ. ფასს ყოველდღე წევს ზემოთ... თუ წაიწუწუნებ - არ მოგწონთ და - კბილის ამოსაღებად სხვასთან წაბრძანდითო. თან დაამატებს, - მეც თავად ვყიდულობ წამლებსა და იარაღს თქვენს სამკურნალოდ. ისინიც ძვირდება და მეც ვაძვირებ მკურნალობას, - ასეთია ცხოვრების კანონიო... მგონი, თავადაც ამ კანონებს ჰგავს თავისი გულგრილობით... ასეა თუ ისე, მეორე თუ მესამე დღეს ლტოლვილები საბავშვო ბაღში რომ შეიყვანეს, ისიც დავინახე - რომელიღაც პატარა ბიჭს მიჰყვებოდა საბავშვო ბაღში ლტოლვილებთან თავისი გაფითქინებული ხალათით. ტანში გამცრა - ახლა ამათაც სიძვირეზე თუ დაუწყო ლაპარაკი, ისედაც განადგურებულები არიან და მთლიანად გაანადგურებს-მეთქი... ნერვებიც ამეშალა და ფანჯარაც მივხურე. მაგრამ ეზოში ოდესმე ხომ მაინც უნდა ჩავსულიყავი. ჩავედი კიდეც და ის ბიჭიც ვნახე, სტომატოლოგი რომ მიჰყავდა საბავშვო ბაღში. ვნახავდი, აბა, რა იქნებოდა - ერთადერთი ბიჭია, რომელიც ლტოლვილთა გულისმომკვლელ მყუდროებას არღვევს და ხმაურით დაქრის საბავშვო ბაღის ეზოდან ჩვენს ეზოებში. ამიტომ ყველა იცნობს. დავუძახე, - გელა, აქ მოდი-მეთქი. მოვიდა. ის თეთრხალათიანი ქალი სად მიგყავდა-მეთქი. - რომანა ბაბუას კბილი ასტკივდა და ამოუღოო... ფული ხომ არ მოსთხოვა-მეთქი, - ვკითხე შეშინებულმა. - არა, რა ფული?! - გაუკვირდა გელას. - უკვე წავიდა? - არ მოვეშვი. - არა, ისევ იქ არის, - მითხრა გელამ და მზისგან გახუნებული თავით ბაღისკენ მიმითითა, - ასე თქვა, - ყველას უნდა დაგითვალიეროთ კბილები და უფასოდ გიმკურნალოთო, - ამიხსნა უფრო მონდომებით და დაატანა, - მე კბილის ამოღების შემეშინდა და გამოვიქეციო. დიდხანს ვიდექი ამ ამბით გაკვირვებული... /"კარიბჭე" N21, 2008, გვ.18/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 12:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი