ისტორიის ფურცლებიდან, დოკუმენტები, ჩანაწერები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ისტორიის ფურცლებიდან, დოკუმენტები, ჩანაწერები |
ვალერი |
Jan 18 2007, 07:06 PM
პოსტი
#61
|
ვაკო გელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 395 რეგისტრ.: 2-August 06 მდებარ.: Tbilisi, Georgia წევრი № 35 |
ამ თემაში დავდოთ ის საინტერესო დოკუმენტები თუ ჩანაწერები რომელიც ჩვენი ქვეყნის წარსულს, ისტორიას ეხება და არა მარტო ჩვენ ისტორიას, საერთოდ მსოფლიო ისტორიას.
”ქართლის ცხოვრებაში” დაცული გადმოცემით ქართლი თავდაპირველად ეწოდებოდა ქართველთა ლეგენდარული წინაპრის, ქართლოსის მიერ მცხეთის პირდაპირ მთაზე აშენებულ სიმაგრეს და რეზიდენციას. აქედან მისი სახელი ეწოდა ჯერ მთას და შემდეგ-მთელ ქვეყანას, რომლის ცენტრიც ეს ადგილი იყო: ”ერქვა მთასა მას ქართლი. და ამის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი”. მართლაც, ძველად ქართ-ი(ქართა) ეწოდებოდა შემოზღუდულ, გამაგრებულ ადგილს. მეგრულში და ზოგიერთ დასავლურ ქართულ დიალექტში(მაგ.: იმერულში, გურულში) დღესაც ქართა აღნიშნავს შემოფარგლულ ადგილს, რომელშიც ათავსებენ შინაურ ცხოველებს. სავსებით შესაძლებელია, რომ ადრე სიმაგრის, გამაგრებული ადგილის აღმნიშვნელმა ამ სიტყვამ მოგვიანებით მხოლოდ ცხოველთათვის შემოზღუდული ნაგებობის მნიშვნელობა შეინარჩუნა, ე.ი. ქვეყნის ცენტრს ერქვა ქართლი ანუ გამაგრებული ადგილი და შემდეგ ეს სახელწოდება მთელ ქვეყანაზე გავრცელდა. ო.ჯაფარიძე, რ. მეტრეველი, მ. ლორთქიფანიძე და სხვ.-საქართველოს ისტორია X კლასისათვის. გამომც. ”ცისარტყელა”. -------------------- დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან! |
marine |
Jul 28 2017, 11:06 AM
პოსტი
#62
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კარგად განსაზღვრა მამამ შვილის მოწადინება და 7 წლის გრიგოლი [პატრიარქი ეფრემ მეორე] გორის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანა, სადაც მას სულიერი მისწრაფებისა და გონებრივი შესაძლებლობების გამოვლენის მეტი შესაძლებლობა მიეცა. ღვთის მადლით, გრიგოლს რწმენასა და გონიერებასთან ერთად თავისი ქვეყნისა და მშობელი ხალხის განუზომელი სიყვარულიც დაჰყვა. ამიტომ იგი ძნელად ეგუებოდა სასულიერო სასწავლებელში გამეფებულ ატმოსფეროს, იქ ხომ მასწავლებელთა უმრავლესობას რუსი პედაგოგები შეადგენდნენ. ბევრი მათგანი ცდილობდა, ჩაექრო მოსწავლეებში ეროვნული გრძნობა, რაც რუსული პოლიტიკის უშუალო გამოძახილი იყო. ისინი კრძალავდნენ სასწავლებელში ქართულ მეტყველებას, ცდილობდნენ საქართველოს ისტორიის გაყალბებას, გამიზნულად ცვლიდნენ ქართული გვარების დაბოლოებებს. ყოველი ასეთი შოვინისტური გამოვლინება ისე აშკარა და მიზანმიმართული იყო, რომ მოსწავლეებს შინაგანი პროტესტი უჩნდებოდათ, რადგან ვერ ურიგდებოდნენ ძალადობასა და უსამართლობას.
უწმინდეს ეფრემს ბევრისთვის მოუყოლია ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ერთი შემთხვევა: "შემოვიდა საეკლესიო ოთახში ეროვნებით რუსი პედაგოგი და გაკვეთილის დაწყების წინ, ჩვეულებრივ, სიის ამოკითხვას შეუდგა. ჩემი გვარის ამოკითხვის ჯერიც დადგა. სიდამონოვ! - დაიძახა მასწავლებელმა. მე, თითქოს არც გამიგონია, არაფერი ვუპასუხე. ცოტა ხანში განმეორებით ისევ დამახინჯებულად წარმოთქვა ჩემი გვარი. კვლავაც დუმილი ვარჩიე. სიდამონოვ! - ხმას აუწია მან და თან მკაცრი მზერა ჩემკენ მოაპყრო. პასუხი ამჯერადაც რომ ვერ მიიღო, სწრაფად წამოდგა, ხელში სახაზავი მოიმარჯვა და ჩქარი ნაბიჯებით გამოემართა ჩემკენ. ჯერ ყურები ამიწითლა, მერე ხელები მერხზე დამაწყობინა და უმოწყალოდ სახაზავის ცემა დამიწყო თითებზე. წამოვდექი უცებ ბრაზმორეული და ამჯერად პასუხიც აღარ დავაყოვნე: "ია ნე სიდამონოვ, ია სიდამონიდზე". უწმინდესი ეფრემის მიერ მოყოლილი ეს შემთხვევა ამას წინათ გაიხსენა ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ." /"კარიბჭე" N22, 2009, გვ.38/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 07:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი