მტკივა სამაჩაბლო... :( |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მტკივა სამაჩაბლო... :( |
marine |
Jul 24 2017, 08:46 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მტკივა სამაჩაბლო... სევდისგან ვმუნჯდები და ვერაფერს ვამბობ, როცა მახსენდება საქართველოს ეს თბილი ნაწილი... მტკივა დანგრეული და შელახული სიწმინდეები, ჩვენი ტაძრები... ყველა ლტოლვილი მეცოდება... მათი საცხოვრისი მიწასთანაა გასწორებული...
ამ თემით მინდა ყველა ქართველს ახსოვდეს რომ სამაჩაბლო ჩვენია და დაგვიბრუნდება, თუკი მთელი ერი, ყველა ქართველი (მნიშვნელობა არ აქვს საქართველოში ცხოვრობს თუ მის საზღვრებს გარეთ), ზნეობრივად ვიცხოვრებთ და უფალს არ განვარისხებთ ჩვენი ცოდვებით... "ძალზე დიდი განსაცდელი დაატყდა თავს ჩვენს სამშობლოს აგვისტოში. წესით, ამან ბევრ რამეზე უნდა დაგვაფიქროს, რადგან ყველანი ვხედავთ, რომ ეს განსაცდელი ღმერთმა დაუშვა ჩვენთვის, ქართველებისთვის. ბევრი არ მოელოდა ასეთ რამეს ოცდამეერთე საუკუნეში, ჩვენმა გენეტიკურმა მეხსიერებამ შეგვახსენა, რომ ეს ომი ძალიან ჰგავდა თურქობას, არაბობას, მონღოლობას... იგივე განმეორდა, რაც საუკუნეების წინათ ხდებოდა. არ მოველოდით ასეთ რამეს და სრულიად გაოგნებულები შევხვდით საბრძოლო მოქმედებებს." /დეკ. თეოდორე გიგნაძე "კარიბჭე" N21, 2008, გვ.9/ "მახსენდება სოფელ საქაშესთან ნანახი ჯარისკაცის ცხედარი, რომელიც მე და სოფელ ვარიანის მღვდელმსახურს, მამა თადეოზ ქებაძეს, მიგვასწავლეს ადგილობრივებმა. საკაცეზე იწვა. თვალღია ზეცაში მაყურებელს ტკივილით დაელია სული. როგორც ჩანს, დაჭრილი იყო და გამოჰყავდათ. საოცარი გრძნობა დამეუფლა - თითქოს თვალწინ გამირბინა მისმა ცხოვრებამ. მომავლის იმედებითა და ოცნებებით სავსე მოულოდნელად შეწყვეტილი სიცოცხლე... ერთი რამ კი მწამს - ის ადამიანი სასუფეველში საქართველოსთვის შეწირულ გმირებს შეუერთდა. თბილისში ჩამოსულს გამუდმებით წარმომიდგებოდა იქ ნანახი ცხედრები, ადამიანთა გაწამებული სახეები, გაბზარული ხმები, გადამწვარი სახლები და გაუდაბურებული სოფლები... და რაღაცნაირად უსუსურად ვგრძნობდი თავს. თითქოს დანაშაულის გრძნობას გდევს თან, გავალდებულებს, შენგან რაღაც უფრო ამაღლებულს მოითხოვს და ხვდები, რომ შენი ყოველდღიური ცხოვრება თანამემამულეთა სისხლით არის გამოსყიდული..." /"კარიბჭე" N21, 2008, გვ.5/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 29 2017, 10:32 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ომში ადამიანი ყველაზე უკეთ გრძნობს, რა უსუსურია ღვთის გარეშე, ამ დროს სიკვდილი უფრო ახლოა და ყველაზე ურწმუნოც კი ხვდება, რომ სიკვდილ-სიცოცხლის გასაღები მხოლოდ უფლის ხელშია."
"- მამაო, შიში ახსენეთ... - სიკვდილის შიში ადამიანის განუყოფელი თანამგზავრია ასეთ დროს. საზოგადოდ, თვითონ შიშის ფენომენია ძალზე საინტერესო. როცა საშიში გარემო არ არის, გგონია, რომ უშიშარი ხარ; მაგრამ როგორც კი საფრთხეში აღმოჩნდები, ხვდები, არც ისეთი მამაცი ყოფილხარ, რომ გეგონა თავი... ბუნებრივია, გეშინია, როცა იცი, რომ სნაიპერი გიყურებს. წარმოიდგინეთ, მიდიხარ და იცი, ლულა და ჭოგრიტი ერთადაა მომიზნებული შენკენ. ძალიან ხშირად რუსი სამხედროები ნასვამები იყვნენ, რაც ართულებდა მათთან ურთიერთობას და თავისთავად ქმნიდა სახიფათო სიტუაციებს. საკუთარ თავში შიში რომ შევნიშნე, მაშინვე დავიწყე პარალელების ძებნა წმინდა წერილში - მინდოდა, ამით რაღაცნაირად გამემხნევებინა თავი. გამახსენდა, როგორ შეეშინდა აბრაამს ეგვიპტელების და სარაზე თქვა, ჩემი დააო, რადგან იცოდა, სიმართლე რომ ეთქვა, მოკლავდნენ. ქარმელის მთაზე წინასწარმეტყველ ელიასთან მთავარსარდალი მივიდა თავის ნაწილთან ერთად და მოახსენა, მეფე გიბარებსო. წმინდა წერილში ვკითხულობთ, რომ წინასწარმეტყველს შეეშინდა და ილოცა, წასულიყო თუ არა." /მამა მიქაელ (ბრეგვაძე) "კარიბჭე" N21, 2008, გვ.6/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 03:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი