მტკივა სამაჩაბლო... :( |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მტკივა სამაჩაბლო... :( |
marine |
Jul 24 2017, 08:46 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მტკივა სამაჩაბლო... სევდისგან ვმუნჯდები და ვერაფერს ვამბობ, როცა მახსენდება საქართველოს ეს თბილი ნაწილი... მტკივა დანგრეული და შელახული სიწმინდეები, ჩვენი ტაძრები... ყველა ლტოლვილი მეცოდება... მათი საცხოვრისი მიწასთანაა გასწორებული...
ამ თემით მინდა ყველა ქართველს ახსოვდეს რომ სამაჩაბლო ჩვენია და დაგვიბრუნდება, თუკი მთელი ერი, ყველა ქართველი (მნიშვნელობა არ აქვს საქართველოში ცხოვრობს თუ მის საზღვრებს გარეთ), ზნეობრივად ვიცხოვრებთ და უფალს არ განვარისხებთ ჩვენი ცოდვებით... "ძალზე დიდი განსაცდელი დაატყდა თავს ჩვენს სამშობლოს აგვისტოში. წესით, ამან ბევრ რამეზე უნდა დაგვაფიქროს, რადგან ყველანი ვხედავთ, რომ ეს განსაცდელი ღმერთმა დაუშვა ჩვენთვის, ქართველებისთვის. ბევრი არ მოელოდა ასეთ რამეს ოცდამეერთე საუკუნეში, ჩვენმა გენეტიკურმა მეხსიერებამ შეგვახსენა, რომ ეს ომი ძალიან ჰგავდა თურქობას, არაბობას, მონღოლობას... იგივე განმეორდა, რაც საუკუნეების წინათ ხდებოდა. არ მოველოდით ასეთ რამეს და სრულიად გაოგნებულები შევხვდით საბრძოლო მოქმედებებს." /დეკ. თეოდორე გიგნაძე "კარიბჭე" N21, 2008, გვ.9/ "მახსენდება სოფელ საქაშესთან ნანახი ჯარისკაცის ცხედარი, რომელიც მე და სოფელ ვარიანის მღვდელმსახურს, მამა თადეოზ ქებაძეს, მიგვასწავლეს ადგილობრივებმა. საკაცეზე იწვა. თვალღია ზეცაში მაყურებელს ტკივილით დაელია სული. როგორც ჩანს, დაჭრილი იყო და გამოჰყავდათ. საოცარი გრძნობა დამეუფლა - თითქოს თვალწინ გამირბინა მისმა ცხოვრებამ. მომავლის იმედებითა და ოცნებებით სავსე მოულოდნელად შეწყვეტილი სიცოცხლე... ერთი რამ კი მწამს - ის ადამიანი სასუფეველში საქართველოსთვის შეწირულ გმირებს შეუერთდა. თბილისში ჩამოსულს გამუდმებით წარმომიდგებოდა იქ ნანახი ცხედრები, ადამიანთა გაწამებული სახეები, გაბზარული ხმები, გადამწვარი სახლები და გაუდაბურებული სოფლები... და რაღაცნაირად უსუსურად ვგრძნობდი თავს. თითქოს დანაშაულის გრძნობას გდევს თან, გავალდებულებს, შენგან რაღაც უფრო ამაღლებულს მოითხოვს და ხვდები, რომ შენი ყოველდღიური ცხოვრება თანამემამულეთა სისხლით არის გამოსყიდული..." /"კარიბჭე" N21, 2008, გვ.5/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 31 2017, 04:47 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- მამა მიქაელ, რუს სამხედროებთან ურთიერთობისას გრძნობდით, ერთმორწმუნე ადამიანებთან რომ საუბრობდით?
- კი, ნამდვილად ვგრძნობდი - პირჯვარს იწერდნენ, ლოცვა-კურთხევას ითხოვდნენ. რუსთან საუბრისას გრძნობდი, რომ შენი ტრადიციის ადამიანთან გქონდა ურთიერთობა. ხაზგასასმელია, რომ ტრადიციის და არა სარწმუნოების. სამწუხაროდ, სარწმუნოებრივი ერთობა არ იგრძნობოდა. ერთმორწმუნე ქვეყანა ჩვენთან კეთილმეზობლურად უნდა ცხოვრობდეს, ხელი შეგვიწყოს მისიონერობაში, ეკლესიის მოწყობაში, სახელმწიფოს განვითარებაში, რათა ორი ძლიერი ქრისტიანული სახელმწიფო ამ მუსლიმურ გარემოში არაქრისტიანულ სულს გაუმკლავდეს. სამწუხაროდ, პირიქით ხდება..." - მაინც რა არის ომი? - ომი უაღრესად სამწუხარო მოვლენაა, ღრმად საწინააღმდეგო ქრისტიანული მოძღვრებისა. თქმა არ სჭირდება იმას, თუ რა სასიხარულო იქნებოდა, ადამიანებს ბრძოლა და ქიშპი რომ შეეწყვიტათ. მაშინ ხომ დაისადგურებდა დედამიწაზე მშვიდობა. მაგრამ, სამწუხაროდ, სინამდვილე სულ სხვას გვეუბნება... ბიბლიიდან ვიგებთ, რომ როცა ადამიანებმა უფლის სახელის მატარებელი ტაძრის მაგიერ კაცის სახელზე აშენებული გოდოლის გარშემო გაერთიანება გადაწყვიტეს, ჭეშმარიტებამ გვარები ენების აღრევით ერებად დახლიჩა. სწორედ იმ დღიდან დაედო დასაბამი მსოფლიოში ომის სისხლიან ისტორიას. ომი ბაბილონის გოდოლის წყევლაა, ხსნა კი მხოლოდ სულთმოფენობა დღეს მრავალ ენებზე გამოცხადებულ უფლის სულშია, რომელიც შემოქმედის გარშემო კრებს ყველას და ყოველივეს. დასასრულ, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი იმ თავდაუზოგავ შრომას, ჩვენმა სასულირო პირებმა რომ გასწიეს იმ მძიმე დღეებში, განსაკუთრებით კი გორისა და ნიქოზის ეპარქიების სამღვდელოებამ." /"კარიბჭე" N21, 2008, გვ.6/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 12:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი