საღვთო დღესასწაულების მიზანი, :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საღვთო დღესასწაულების მიზანი, :) |
ნათია |
Jun 7 2007, 09:27 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ამა თუ იმ საღვთო მოვლენას - შობას, აღდგომას და ა.შ.? ნეტარ ავგუსტინეს უთქვამს: "შობა ესე მიწყივ აღესრულებოდა და აღესრულება, მაგრამ თუ იგი ჩემში არ აღსრულდება, რა სარგებელია ჩემთვის?" მთავარია, ჩემში აღსრულდეს, ქრისტეს შობა, მაგალითად, აღესრულება მარადისობაში, ყოველ წამს და ყოველ ჟამს; აღესრულა დროსა და სივრცეში, ბეთლემში და უნდა აღესრულოს პიროვნების სულში. ჩემი აზრით, საღვთო დღესასწაულის მიზანია, რომ თითოეული მორწმუნის გულში იშვას მაცხოვარი იესო ქრისტე, ნათელიღოს, ფერი იცვალოს, აღდგეს და ამაღლდეს, რათა მლოცველმა თავადაც დაიდოს წილი უფლის ღვაწლსა და მისიაში - აღდგეს მასთან ერთად, ფერი იცვალოს, გარდაიქმნას, ამაღლდეს. თქვენ რას შეგრძნება გეუფლებათ ? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Aug 1 2017, 10:55 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,268 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მიძინება
"ყველა საეკლესო დღესასწაული ღრმა შინაარსითაა დატვირთული. ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის უმთავრესი შინაარსი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განდიდება, წუთისოფლიდან დიდებით გასვლაა. ეს პატივი ღირსეულად ეკუთვნის ღვთისმშობელს. უპირველესად იმაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და ვისაუბროთ, ვინ იყო ღვთისმშობელი, ვინ გავიდა ამა სოფლიდან." "საეკლესიო დღესასწაულები სულიერი ზეიმია და, ცხადია, უპირველესად მომეტებული სულიერი მოღვაწეობით უნდა გამოიხატოს, თუმცა რადგან ჟამია სიხარულისა, არ გვეკრძალება, სადღესასწაულო სუფრითაც აღვნიშნოთ, ქართველები ხომ ტრადიციებსაც დიდ პატივს მივაგებთ. მთავარია, ზომიერების ზღვარს არ გადავიდეთ და უკიდურესობაში არ გადავვარდეთ." "ღვთისმშობელმა, როდესაც ტაძარში იზრდებოდა, საიდუმლოდ დადო ქალწულობის აღთქმა, ფაქტობრივად მონაზონებრივ ტვირთს შეუდგა. ძველ ათქმაში ღვთისმშობლის გარდა ეს არავის განუზრახავს, იმდენად ამაღლებული გონება ჰქონდა წმინდა ქალწულს." /მამა ილია (გამყრელიძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th June 2024 - 09:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი