რაც კი ღვთისმშობლის შესახებ თქმულა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რაც კი ღვთისმშობლის შესახებ თქმულა... |
marine |
Aug 4 2015, 05:12 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ თემაში მინდა რომ თავი მოვუყაროთ ღვთისმშობლის შესახებ ნათქვამ ყოველ ძვირფას სიტყვას
"განა არის კუნჭულიც კი ამ ქვეყნად, სადაც ადამიანები მწუხარებისა და ტანჯვის გარეშე ცხოვრობენ?! არის თუნდაც ერთი ოჯახი დარდი და გაჭირვება რომ არ იცის?! მოიპოვება, ბოლოს და ბოლოს, სადმე ადამიანი ცოდვისა და უძლურების გარეშე?! და ყველასთვის არსებობს ერთი იმედი, რომელიც ღვთისმშობლის მოწყალებასა და მეოხებას ემყარება. მისკენ, მისი მადლმოსილი სახისკენ და წმინდა გამოსახულებისკენ ამ ქვეყნად ყველა ცოდვილი ისწრაფის. მისი წმინდა ხატების წინაშე შეწევნის მვედრებელთა მრავალი ლოცვა და ცრემლი იღვრება. ის ყველას ამშვიდებს და ეხმარება. განა შეიძლება ტანჯული დაარწმუნო იმაში, რომ მის წინაშე დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატი სასწაულმოქმედი არ არის, როდესაც თვითონ აცნობიერებს და გრძნობს, რომ მხოლოდ მას აქვს ძალა, დაიცვას და დაიფაროს ყოველი ვნებული?" /"ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია" გვ. 3/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 1 2017, 10:59 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საგულისხმოა ერთი ამბავი, რომელიც იოანე მოსხს მოუთხრო საბაწმინდელმა მთავარმა მღვდელმა ამბა სტეფანემ: აღარ მინდოდა ჩემს მონასტერში ზიარება, რამეთუ მორწმუნესა და დიდებულს უწოდებდნენ მეფე კონსტანტინე ურჯულოს, ღვიძლი ძმის მკვლელს, რომელმაც განდევნა სამართალი და მრავალი ბოროტება ჩაიდინა. უძლურების გამო მონასტრიდან გასვლა არ შემეძლო. მამასახლისმა ბრძანა, ჩემთვის არც პური მოეცათ და არც სხვა სახმარი. ამ განსაცდელზე მეტად ის მაწუხებდა, რომ უზიარებელი ვრჩებოდი.
ერთხელ, ძილში ვიხილე, ვითომ ეკლესიაში, წმინდა მოწამეთა საფალვების წინ ვიდექი და ტირილით ვლოცულობდი. ამ დროს მოვიდა თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ტირილის მიზეზი მკითხა; შევჩივლე, უზიარებელი ვრჩები-მეთქი. გამიღიმა - მოიტანე შენი კოლოფებიო. გავიქეცი და მოვიტანე კოლოფები (სანაწილეები), მან გამივსო ისინი (უფლის ხორცით) და მითხრა: "წაიღე და ნუღარაფერს იჯავრებ, იცოდე, ამით ნურავის აზიარებ, ვინც მის (კონსტანტინეს) სახელს ახსენებს, ვინც მათთან ეზიაროს, ეშმაკთან ეზიარებაო". გამეღვიძა გახარებულს. კოლოფები სავსე დამხვდა უფლის წმინდა ნაწილებით. ისინი ისეთი სპეტაკი იყო, ჩემს სიცოცხლეში მსგავსი არასოდეს მინახავს. მისით ვეზიარებოდით მე და ჩემი მოწაფე ამბა ბასილი, რამეთუ ისიც მოხუცებული იყო. " /"კარიბჭე" N17, 2009, გვ.7/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი