მტკივა სამაჩაბლო... :( |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მტკივა სამაჩაბლო... :( |
marine |
Jul 24 2017, 08:46 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,410 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მტკივა სამაჩაბლო... სევდისგან ვმუნჯდები და ვერაფერს ვამბობ, როცა მახსენდება საქართველოს ეს თბილი ნაწილი... მტკივა დანგრეული და შელახული სიწმინდეები, ჩვენი ტაძრები... ყველა ლტოლვილი მეცოდება... მათი საცხოვრისი მიწასთანაა გასწორებული...
ამ თემით მინდა ყველა ქართველს ახსოვდეს რომ სამაჩაბლო ჩვენია და დაგვიბრუნდება, თუკი მთელი ერი, ყველა ქართველი (მნიშვნელობა არ აქვს საქართველოში ცხოვრობს თუ მის საზღვრებს გარეთ), ზნეობრივად ვიცხოვრებთ და უფალს არ განვარისხებთ ჩვენი ცოდვებით... "ძალზე დიდი განსაცდელი დაატყდა თავს ჩვენს სამშობლოს აგვისტოში. წესით, ამან ბევრ რამეზე უნდა დაგვაფიქროს, რადგან ყველანი ვხედავთ, რომ ეს განსაცდელი ღმერთმა დაუშვა ჩვენთვის, ქართველებისთვის. ბევრი არ მოელოდა ასეთ რამეს ოცდამეერთე საუკუნეში, ჩვენმა გენეტიკურმა მეხსიერებამ შეგვახსენა, რომ ეს ომი ძალიან ჰგავდა თურქობას, არაბობას, მონღოლობას... იგივე განმეორდა, რაც საუკუნეების წინათ ხდებოდა. არ მოველოდით ასეთ რამეს და სრულიად გაოგნებულები შევხვდით საბრძოლო მოქმედებებს." /დეკ. თეოდორე გიგნაძე "კარიბჭე" N21, 2008, გვ.9/ "მახსენდება სოფელ საქაშესთან ნანახი ჯარისკაცის ცხედარი, რომელიც მე და სოფელ ვარიანის მღვდელმსახურს, მამა თადეოზ ქებაძეს, მიგვასწავლეს ადგილობრივებმა. საკაცეზე იწვა. თვალღია ზეცაში მაყურებელს ტკივილით დაელია სული. როგორც ჩანს, დაჭრილი იყო და გამოჰყავდათ. საოცარი გრძნობა დამეუფლა - თითქოს თვალწინ გამირბინა მისმა ცხოვრებამ. მომავლის იმედებითა და ოცნებებით სავსე მოულოდნელად შეწყვეტილი სიცოცხლე... ერთი რამ კი მწამს - ის ადამიანი სასუფეველში საქართველოსთვის შეწირულ გმირებს შეუერთდა. თბილისში ჩამოსულს გამუდმებით წარმომიდგებოდა იქ ნანახი ცხედრები, ადამიანთა გაწამებული სახეები, გაბზარული ხმები, გადამწვარი სახლები და გაუდაბურებული სოფლები... და რაღაცნაირად უსუსურად ვგრძნობდი თავს. თითქოს დანაშაულის გრძნობას გდევს თან, გავალდებულებს, შენგან რაღაც უფრო ამაღლებულს მოითხოვს და ხვდები, რომ შენი ყოველდღიური ცხოვრება თანამემამულეთა სისხლით არის გამოსყიდული..." /"კარიბჭე" N21, 2008, გვ.5/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 1 2017, 11:05 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,410 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ბაბალე (57 წლის): დღეს საქართველოზე ფიქრმა და დარდმა ყველანი გაგვაერთიანა. უიმედობა ცუდია, მაგრამ არც ნამეტანი დაარხეინება ვარგა, ბრძოლაა საჭირო, უნდა ვეცადოთ, ჩვენი მიწა-წყალი დავიბრუნოთ, ჩვენი სახლკარდაკარგული და საკუთარი კერიიდან აყრილი მოსახლეობა დავაბინაოთ. მართალია, დღეს იმედი ნაკლებია, მაგრამ საქართველოს ერთიანობაზე ფიქრი არ უნდა მოგვბეზრდეს.
ერთი ოსი მეზობელი მყავს, თავის დროზე, პირველად რომ აბორგდნენ ოსები, წამოყელყელავებული იყო. ახლა დარცხვენილი და შეწუხებულია. მაშინდელი შევახსენე და ვკითხე, ახლა რაღა მოგივიდა, რატომ ხარ ასე-მეთქი. მაშინ მეგონა, მართლა დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით, ახლა რუსები გადაგვყლაპავენო. შე მამაცხონებულო, ვის მიწაზე გინდოდა დამოუკიდებლობა?! დამოუკიდებელი არ იყავი, ვინ გაწუხებდა? დიდი სისხლი ჩამოწვა ჩვენ შორის, ძნელი იქნება საერთო ენის გამონახვა... მძიმეა ჩვენი ცხოვრება, გვიჭირს ამხელა ტკივილის გაძლება, მაგრამ უნდა გავუძლოთ! სათავეებს უნდა მივუბრუნდეთ და შვილები და შვილიშვილები სამშობლოსა და ღვთის სიყვარულით გავზარდოთ. ამას წინათ ომზე ვლაპარაკობდით, - მეტი რა გვაქვს ახლა სალაპარაკო? - და ერთმა ახალგაზრდა გოგონამ, როცა ვთქვი, ალბათ ვაშავებთ და იმიტომ ვისჯებით-მეთქი, კითხვა შემომიბრუნა: მარტო ჩვენ ვაშავებთ? მთელი მსოფლიო აყვავებულია, ჩვენ კი გამუდმებულ ტანჯვაში ვართო. გული მეტკინა - ახალგაზრდებიც რამხელა ტკივილს ატარებენ. ჩვენ რომ გვგონია, არც ისეა საქმე, არ შეიძლება, ქართული გენის მატარებელს ქართული მიწა არ სტკიოდეს... მაინც მინდა ვუპასუხო იმათ, ვინც ასე ფიქრობს: ქრისტე უფალიც აწამეს, აფურთხეს, ჯვარზე გააკრეს, მაგრამ აღდგა და კაცობრიობას სიცოცხლისა და უკვდავების სხივი მოჰფინა. საქართველოც აღდგება, არ გაგვწირავს უფალი, რადგანაც იცის, ტანჯვა რა არის, რა არის თვისტომთა ღალატი და გადამთიელთა უმადურობა. /"კარიბჭე" N21, 2008, გვ.28/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2024 - 01:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი