ძველი ქართული ხელნაწერები, კალიგრაფია, მინიატურა, დეკორი, ყდა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძველი ქართული ხელნაწერები, კალიგრაფია, მინიატურა, დეკორი, ყდა |
შაკო |
May 15 2007, 12:43 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,102 რეგისტრ.: 1-December 06 წევრი № 617 |
ვანის ოთხთავი XII-XIIIსს-ის მიჯნა -------------------- რავიცი.....რავიცი.....
|
marine |
Aug 1 2017, 03:33 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
- ჯუმათის მონასტერი საგანმანათლებლო ცხოვრების მნიშვნელოვანი კერაც იყო...
- ჯუმათის მონასტრის მამასახლისს, ნიკოლოზს კლარჯეთიდან 5 ძველი ხელნაწერი გადმოუტანია: სახარება (დღეს ადიშის სახარების სახელით ცნობილი), მრავალთავი, ხელთ-კანონი, მამათა წიგნი და კითხვა-მიგება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნიკოლოზ ჯუმათელი XV-XVI საუკუნეების მოღვაწე უნდა იყოს. კლარჯეთის მონასტრიდან წიგნების წამოღება გამოწვეული უნდა ყოფილიყო ამ მხარეში თურქთა განუწყვეტელი თარეშით. 1873 წელს დ. ბაქრაძემ ჩოხატაურის რაიონში მდებარე უდაბნოს მონასტრის ბიბლიოთეკაში ნახა ადიშის მრავალთავი, რომელიც, როგორც ჩანს, XVII საუკუნეში გადმოუტანიათ სვანეთიდან. მასთან ერთად მეცნიერს უნახავს იოანე ოქროპირის თარგმანება და მეტაფრასი ანუ წმინდანთა ცხოვრება, ძვირფას ეტრატზე ხუცურით შესრულებული ხელნაწერი. 1920 წელს მრავალთავი უდაბნოს მონასტრის ბერებმა დაუთმეს ა. შანიძეს. ჯუმათის მონასტერში გადაუწერიათ ჯუმათის გულანი, რომელიც ჩვენამდე მოღწეული არ არის. /პროფესორი ცაცა ჩხარტიშვილი "კარიბჭე" N22, 2009, გვ.55/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:26 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი