მრისხანება, მრისხანებაა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მრისხანება, მრისხანებაა |
Alterego |
Mar 1 2016, 05:02 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 378 რეგისტრ.: 27-December 12 წევრი № 12,845 |
მრისხანება ვიცით რომ ითვლება ცოდვად, რატომ განრისხდა იესო ქრისტე როდესაც ტაძარში ბაზრობა იყო მოწყობილი? და ძლად მისვლის ლოცვაში რატო ვკითხულობთ: უფალო შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ შენ გესვათ, ნუ განმირისხდები ჩვენ და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩვენთა? უფალი ნრისხდება? ანუ ცოდვას ჩადის?
|
marine |
Aug 3 2017, 10:55 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თუ ვმრისხანებთ ბოროტის მიმართ - ეს კარგია, კეთილი მრისხანებაა (თეოფილაქტე ბულგარელი იმასაც კი ამბობს, ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ ძალუძს მრისხანება, ჯანმრთელი არ არისო). როცა საქმე ბოროტს ეხება, იქ სწორედ რომ განრისხებაა საჭირო. შევრისხოთ და გავაგდოთ არაწმინდა სული ისე, როგორც ეს უფალმა უდაბნოში გამოცდის დროს გააკეთა. გახსოვთ ისიც, როგორ გამოყარა ქრისტემ ტაძრიდან ვაჭრები, რომლებიც ღვთის სახლს შეურაცხყოფდნენ. მაგრამ როცა პირადად ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას, უმჯობესია, თავი შევიკავოთ, ემოცია მოვთოკოთ. მაცხოვარს დევნიდნენ, გვემდნენ, აფურთხებდნენ, ცილს სწამებდნენ... მაგრამ ის, ვისაც შეეძლო, სულ ერთი სიტყვით ანგელოზთა მთელი დასი დედამიწაზე ჩამოეყვანა, ითმენდა. ითმენდა მდუმარებით. რატომ იქცეოდა ასე? - რათა ჩვენთვის მოთმინების მაგალითი მოეცა."
/მამა კონსტანტინე გიორგაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი