რაც კი ღვთისმშობლის შესახებ თქმულა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რაც კი ღვთისმშობლის შესახებ თქმულა... |
marine |
Aug 4 2015, 05:12 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ თემაში მინდა რომ თავი მოვუყაროთ ღვთისმშობლის შესახებ ნათქვამ ყოველ ძვირფას სიტყვას
"განა არის კუნჭულიც კი ამ ქვეყნად, სადაც ადამიანები მწუხარებისა და ტანჯვის გარეშე ცხოვრობენ?! არის თუნდაც ერთი ოჯახი დარდი და გაჭირვება რომ არ იცის?! მოიპოვება, ბოლოს და ბოლოს, სადმე ადამიანი ცოდვისა და უძლურების გარეშე?! და ყველასთვის არსებობს ერთი იმედი, რომელიც ღვთისმშობლის მოწყალებასა და მეოხებას ემყარება. მისკენ, მისი მადლმოსილი სახისკენ და წმინდა გამოსახულებისკენ ამ ქვეყნად ყველა ცოდვილი ისწრაფის. მისი წმინდა ხატების წინაშე შეწევნის მვედრებელთა მრავალი ლოცვა და ცრემლი იღვრება. ის ყველას ამშვიდებს და ეხმარება. განა შეიძლება ტანჯული დაარწმუნო იმაში, რომ მის წინაშე დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატი სასწაულმოქმედი არ არის, როდესაც თვითონ აცნობიერებს და გრძნობს, რომ მხოლოდ მას აქვს ძალა, დაიცვას და დაიფაროს ყოველი ვნებული?" /"ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია" გვ. 3/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 5 2017, 10:55 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ეკლესიის სიახლოვეს მდებარე აღდგომის სახელობის ტაძარში დასვენებულია ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი "შენ ხარ ვენახი". ეს ახალშექმნილი ხატი (1996წ.) კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ უფლის დედა მუდამ ჩვენთანაა.
წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძრის წინამძღვართან, მამა არჩილთან, ერთი შეწუხებული მორწმუნე მივიდა, მისთვის რომელიღაც მოძღვარს "შენ ხარ ვენახის" ხატის ასლის კურთხევაზე უარი უთქვამს. "დიდად განვიცადე, - ჰყვება მამა არჩილი, - ორიგინალის წინაშე ღვთისმშობელ მარიამს შევევედრე, რაიმე დამაფიქრებელი მაგალითი მიეცა ამ მოძღვრისთვის". რამდენიმე დღის შემდეგ ტაძარში ორი აღელვებული ქალბატონი (მათ შორის ერთი იმ მოძღვრის სულიერი შვილი აღმოჩნდა) მივიდა და მოძღვარს "შენ ხარ ვენახის" ხატთან პარაკლისის გადახდა სთხოვა. მათ ნათესავს ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა, ექიმები უარს ეუბნებოდნენ - ასაკოვანია და ვერ გადარჩებაო. ნათესავებმა ხელწერილით დაადასტურეს ოპერაციაზე თანხმობა. ოპერაცია მეორე დღეს იყო დაგეგმილი. მოძღვარმა პარაკლისი გადაუხადა და თან ღვთისმშობლის ხატთან ანთებული კანდელის ზეთი გაატანა, რათა ავადმყოფისთვის ოპერაციამდე ეცხოთ. მოძღვარმა ქალებს "შენ ხარ ვენახის" ლამინირებული ფოტოასლიც გაატანა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა - ტვინის სიმსივნიანი ნაწილი ავადმყოფს ამოჰკვეთეს. როცა ნაოპერაციევი გონს მოვიდა, თავთან დასვენებული "შენ ხარ ვენახის" ხატი ხელში აიღო და ცრემლიანი თვალებით ეამბორებოდა, გულში იკრავდა. სამი დღე ასე გაგრძელდა. ნათესავებმა ვერ შეძლეს ხელიდან გამოერთმიათ ხატი. სამი დღის შემდეგ, როცა მეტყველების უნარი დაუბრუნდა, დაეკითხნენ, რად არ გვანებებ ხატსო. მაშინ მან მოუთხრო, თუ როგორ ჩაიყვანეს ჯოჯოხეთში, რა იხილა იქ, როგორ იტანჯებოდნენ ცოდვილნი: მრუში, კაცისმკვლელი და ა.შ. კი მაგრამ, ხატს რატომ არ გვანებებდიო, - ჩაეკითხნენ ნათესავები. ამან ამომიყვანა ჯოჯოხეთიდანო, - მიუთითა ხატზე ჯოჯოხეთიდან დახსნილმა. საგულისხმოა, რომ ეს ქალბატონი მანამდე არ იყო ეკლესიური, არ იცოდა, რომ არსებობდა ასეთი ხატი და არც უნახავს. ოპერაციიდან ერთი თვის თავზე ეს ქალბატონი თვითონ ეწვია მამა არჩილს, მოუთხრო, რაც თავს გადახდა და მადლობა შესწირა ღვთისმშობელს. მომხდარის შესახებ ეკლესიურმა ნათესავმა თავის მოძღვარს მოუთხრო... "მოგვიანებით ამ მოძღვარმა თავად გამოგზავნა თავისი ერთ-ერთი სულიერი შვილი, რათა ხატთან უშვილოთა შემწეობის პარაკლისი გადამეხადაო", - ბრძანებს მამა არჩილი." /"კარიბჭე" N17, 2009, გვ.8/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 12:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი