ერეკლე II |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ერეკლე II |
lingvo |
Aug 10 2011, 11:21 AM
პოსტი
#1
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
ერეკლე II დაიბადა თელავში 1720 წლის 7 ნოემბერს. იგი იყო თეიმურაზ II–ისა და თამარ დედოფლის (ვახტანგVI–ის ასული) შვილი. პირველი საბრძოლო ნათლობა 15 წლის ასაკში მიიღო, როდესაც ლეკთა მარბიელი რაზმების წინააღმდეგ ბრძოლაში უხელმძღვანელა ჯარს. ხალხმა სიყვარულით მას „პატარა კახს“ უწოდა. აღმოსავლეთ საქართველო ირანის მფობელობაში იყო და ერეკლე ნადირ–შაჰმა ინდოეთის ლაშქრობაში თან წაიყვანა. მძევლად მყოფმა ერეკლემ ნიჭიერი სარდლისაგან ნადირ–შაჰისაგან დიდი გამოცდილება მიიღო. 1632 წლიდან თითქმის ასი წლის მანძილზე ქართლის ტახტზე ქრისტიანი მეფე არ ასულა. 1745 წლის 1 ოქტომბერს კი სვეტიცხოველში თეიმურაზ II ქრისტიანული წესით ეკურთხა მეფედ. ეს თავისთავად ქართული პოლიტიკის დიდი გამარჯვება იყო, მით უმეტეს, რომ თეიმურაზი ქართლის მეფედ, ერეკლე კი კახეთის მეფედ დაამტკიცეს. მამა–შვილი ერთად მართავდა ქვეყანას. შაჰმა 1747 წელს ერეკლე კვლავ თავისთან დაიბარა. თათბირზე გადაწყდა, რომ ირანში თეიმურაზი წავიდოდა, რადგან ის გამოცდილი დიპლომატი იყო. წასვლის წინ მან ქართლი ერეკლესა და აბდულა–ბეგს (იესეს ძეს) ჩააბარა. ამით თეიმურაზი ცდილობდა აერიდებინა კონფლიქტი მათ შორის, მაგრამ მისი ვარაუდი არ გამართლდა. აბდულა–ბეგმა ქართლის ტახტზე პრეტენზია განაცხადა და ერეკლეს დაუპირისპირდა. ერეკლემ დაამარცხა აბდულა–ბეგი, 1748 წელს თბილისი გაათავისუფლა და იქ ქართველი მეციხოვნეები ჩააყენა. იმავე წელს ქართლ-კახეთმა უკანასკნელი ხარკი გადაუხადა ირანს. თეიმურაზ II -სა და ერეკლე II–ის ძალაუფლება სულ უფრო იზრდებოდა. მათ მფარველობა სთხოვეს ერევნის, განჯისა და ნახიჩევანის ხანებმა. მამა–შვილმა ჭარის შემოერთებაც გადაწყვიტა, რადგან ჭარი ქართული ტერიტორია იყო და თანაც მისი დაკავებით დაღესტნელთა შემოსევების ალაგმვა გაცილებით გაიოლდებოდა. შაქი–შარვანის ხანის აჯი–ჩალაბის ღალატის გამო ქართველებმა 1751 წელს მარცხი იწვნიეს. თეიმურაზსა და ერეკლეს კიდევ ახალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდათ სამხრეთ ადარბადაგანის (აზერბაიჯანის) მფლობელის აზატ–ხანის სახით, რომელიც ირანის შაჰობაზეც კი აცხადებდა პრეტენზიას. 1751 წელს ყირბულახთან (ერევნის მახლობლად) ერეკლემ 3 ათასი ქართველით 18 ათასიანი მტრის ჯარი დაამარცხა. აზატ–ხანმა ზავი ითხოვა. 1752 წელს განჯასთან ბრძოლაში აჯი–ჩალაბმა ქართველები კვლავ დაამარცხა. ამ მარცხმა თეიმურაზისა და ერეკლეს ავტორიტეტი შეარყია. საჭირო იყო გადამწყვეტი ღონისძიებების გატარება: გაიგზავნა ელჩობა რუსეთში, დაიქირავეს ჩერქეზთა ჯარი. მართალია, რუსეთმა დახმარებაზე თავი შეიკავა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 1752 წლის სექტემბერში აჯი–ჩალაბი სასტიკად დამარცხდა. მიღწეული წარმატებების ფონზე გადაუჭრელი რჩებოდა „ლეკიანობის“ პრობლემა. ნურსალ–ბეგის მეთაურობით წარმართული ორი ბრძოლა მჭადიჯვართან და ყვარელთან დაღესტნელთა სასტიკი მარცხით დამთავრდა და ამან კახეთის მოსახლეობას ლეკთა თარეშისაგან ამოსუნთქვის საშუალება მისცა. მიუხედავად ამისა, ქართლ–კახეთს ძლიერი მოკავშირე სჭირდებოდა, რომ მიღწეული შეენარჩუნებინათ. ამ მიზნით, თეიმურაზ II რუსეთში გაემგზავრა, სადაც მალევე, 1762 წელს გარდაიცვალა. ერეკლემ ქართლ–კახეთი გააერთიანა და მას შემდეგ, რაც ირანის შაჰს ქერიმ–ხან ზენდს მისი მეტოქე აზატ–ხანი დატყვევებული გაუგზავნა, მეფობა დაიმტკიცა. მეფის მტკიცე ხელი, ქსნისა და არაგვის საერისთავოების გაუქმება, ბატონყმური ურთიერთობების რეგლამენტაცია, თავადთა შორის უკმაყოფილებას იწვევდა. მათ გადაწყვიტეს მეფის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა და ტახტზე ვახტანგVI-ის უკანონო შვილის - პაატა ბატონიშვილის დასმა, მაგრამ შეთქმულება გამჟღავნდა და ერეკლემ დარბაზის საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელმაც დამნაშავეს სასტიკი განაჩენი გამოუტანა. მკაცრი სასჯელი მაგალითი უნდა ყოფილიყო მეფის მოწინააღმდეგეებისათვის. ერეკლე II ენერგიულ ღონისძიებებს მიმართავდა მრეწველობის და კულტურის განვითარებისათვის, რის შედეგადაც გაჩნდა ფაბრიკები და ქარხნები (შაქრის, მინის, შალის, იარაღის), სამთამადნო წარმოება (სპილენძის, ოქრო-ვერცხლის, თუჯის, რკინის); მანვე განაახლა ზარაფხანა, დააარსა სემინარიები; მეფის ირგვლივ შეიკრიბა განათლებისა და კულტურის მოღვაწეთა დასი, გახშირდა წიგნების ბეჭდვა. 1768 წელს დაიწყო რუსეთ–თურქეთის ომი. ერეკლემ გადაწყვიტა ესარგებლა ამით და თურქეთისგან მიტაცებული მიწები დაებრუნებინა, ამიტომ რუსეთის ჯართან ერთად, რომელსაც გენერალი ტოტლებენი სარდლობდა, ახალციხისკენ დაიძრა, თუმცა 1770 წლის 19 აპრილს ასპინძის ციხესთან ტოტლებენმა მიატოვა ერეკლე და ქართლში დაბრუნდა. ერეკლემ მარტომ შეძლო მტრის დამარცხება, მაგრამ იძულებული გახდა თავადაც ქართლში დაბრუნებულიყო. ამის მიზეზი გენერლის საქმიანობა გახლდათ, რომელიც დაუკავშირდა ერეკლეს მოწინააღმდეგე თავადებს, დაიწყო ციხეების დაკავება და რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე ხალხის იძულებით დაფიცება. ერეკლემ აღკვეთა მისი ქმედება, თუმცა საეჭვოა, რომ ტოტლებენის მთელი ეს საქმიანობა მხოლოდ მისი პირადი ინიციატივა ყოფილიყო. უშედეგოდ დამთავრდა 1772 წელს კათოლიკოს ანტონ I–სა და მეფის ძის, ლევან ბატონიშვილის რუსეთში ელჩობაც. რუსეთის ჯარის საქართველოში ყოფნამ არანაირი სარგებელი არ მოუტანა ქვეყანას, თუმცა ერეკლე მიხვდა რეგულარული ჯარის მნიშვნელობას და 1774 წელს გადაწყვეტილება მიიღო მორიგე ჯარის შექმნის შესახებ. მეფის ამ ინიციატივას სათავეში ჩაუდგა ლევან ბატონიშვილი, მაგრამ 1781 წელს იგი მოულოდნელად გარდაიცვალა. უფლისწულის გარდაცვალებამ, შექმნილმა მძიმე საგარეო პოლიტიკამ, ერეკლე მიიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ საბოლოოდ დაკავშირებოდა რუსეთის იმპერიას. რუსეთი, თავის მხრივ, უაღრესად დაინტერესებული იყო ამ საკითხით, თუმცა რუსეთის დიპლომატიამ საქმე ისე წარმოაჩინა, რომ ხელშეკრულების ინიციატორი ერეკლე იყო. 1783 წლის 24 ივლისს ჩრდილო–კავკასიის ციხესიმაგრე გეორგიევსკში მფარველობით ტრაქტატს მოეწერა ხელი. იგი ითვალისწინებდა ბაგრატიონთა ტახტის შენარჩუნებას, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობასა და ომიანობის შემთხვევაში მის დახმარებას, მაგრამ რუსეთი არც მაშინ დახმარებია საქართველოს, როცა 1783 წელს ომარ–ხანი შემოესია და არც მაშინ, როცა აღა–მაჰმად–ხანმა კრწანისის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა ქართველები და თბილისი გადაწვა. 75 წლის მეფე თავგანწირვით იბრძოდა კრწანისში, შვილიშვილებმა იგი ძლივს გაარიდეს ბრძოლის ველს. მარცხმა მძიმედ იმოქმედა როგორც პირადად მეფეზე, ასევე მის სამეფოზეც. 1789 წლის 11 იანვარს ერეკლე II თელავში, თავის სასახლეში, იმ ოთახში გარდაიცვალა, რომელშიც დაიბადა. ქართველმა ერმა მისი ცხედარი სვეტიცხოველში დაკრძალა. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
marine |
Aug 7 2017, 11:26 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩვენ არ ვთვლით, რომ [გეორგიევსკის] ტრაქტატის დარღვევის მსხვერპლი მხოლოდ ქართული მხარეა, თუმცა, გარეგნული დაკვირვებით, ფაქტები სწორედ ამაზე მეტყველებს. საქართველომ დაკარგა თავისი სამეფო ოჯახი და საეკლესიო დამოუკიდებლობა. მაგრამ, სულიერი თვალსაზრისით, ტრაქტატის დარღვევამ არცთუ მცირედი ზიანი მიაყენა რუსეთსაც. არ მინდა გადავაჭარბო, მაგრამ ყველა მოვლენა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში მოხდა რუსეთში, შესაძლოა, პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებოდე სამ პირის გატეხას. ამავე დროს, გადაჭრით უნდა ითქვას, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის ეპოქისა და ყველა შემდგომი მოვლენა, XX საუკუნის ჩათვლით, უეჭველად დაკავშირებულია ერთმანეთთან.
ამ პერიოდის მსხვერპლია საქართველო. ღრმად ვარ დარწმუნებული, იმ ადამიანებმა, რომლებმაც უმძიმესი ტკივილი მიაყენეს ქართველებს, უაღრესად დააზარალეს რუსეთის სახელმწიფოებრიობაც და ეკლესიაც. იქმნება შთაბეჭდილება, - და ძნელია, ამაში გადაარწმუნო ქართველი ისტორიკოსები, - რომ რუსული მხარის მიერ ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეკლესიის გაუქმება ფარულად, წინასწარ იყო განზრახული. თუკი ეს მართლაც ასეა, მაშინ არ ღირდა ამ ხელშეკრულების განმტკიცება ფიცით - ყოვლადძლიერი ღვთისა და წმინდა სახარების წინაშე; არ იყო საჭირო ტრაქტატის დაწყება სიტყვებით: "სახელითა ყოვლადძლიერისა ერთისა უფლისა ყოვლადწმიდა სამებაში განდიდებულისა". მინდა აღვნიშნო, რომ ხელშეკრულება უფლის ცხებულთა მიერ დაიდო და ისინი პირობას თავიანთი ხალხის სახელით დებდნენ. ვფიქრობთ, ამას გარკვეული სულიერი შედეგები მოჰყვა. არავის მოვუწოდებ საყოველთაო სინანულისკენ, როგორც ეს წლების წინ რუსეთში მეფის მკვლელობასთან დაკავშირებით მოხდა, მაგრამ სახელმწიფოსა და მეცნიერების პასუხისმგებელმა პირებმა უნდა აღიარონ წარსული შეცდომები და გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები". ამრიგად, ვხედავთ, რომ როცა "დერჟავას" სჭირდება, თვით ღვთის წინაშე დადებულ ფიცსაც არად დაგიდევენ. ეს ყველაფერი უნდა ახსოვდეს იმას, ვინც ხშირად იმეორებს, რუსეთი მაინც სჯობია სხვას, რადგან ერთმორწმუნე მართლმადიდებლები არიანო. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავარჩიოთ პოლიტიკა რელიგიისგან - ეს აბსოლუტურად განსხვავებული რამაა. თუკი სახელმწიფოს შეუძლია, დაარღვიოს ღვთის წინაშე დადებული ფიცი, როგორღა უერთგულებს ის ერთმორწმუნე საქართველოს? რუსეთის მეფის ტრაგედია, მისი დამხობა და შემდეგ მთელი სამეფო ოჯახის ამოწყვეტა, რა თქმა უნდა, უმძიმესი ტრაგედია იყო (სამეფო ოჯახის წევრები დღეს წმინდანები არიან. შეგვეწიოს მათი მადლი და ძალა). ჩვენი აზრით, ეს ტრაგედია დაკავშირებულია საქართველოში მეფობის გაუქმებასა და სამეფო ოჯახის შევიწროებასთან. რუსებს ძალიან უყვართ საკუთარი მეფის მკვლელობაში არარუსების დადანაშაულება, მაგრამ რატომღაც ავიწყდებათ, რომ 1801 წელს ქართული სამეფო, ცხებული ოჯახი სწორედ რუსეთმა დაარბია. ბაგრატოვანი სამეფო დინასტიის დევნამ მათ ერთი საუკუნის შემდეგ უწია. ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ასევე ისეთ თემაზე, როგორიცაა "მესამე რომი". საიდან გაჩნდა ეს ტერმინი? ამის თაობაზე საინტერესო ცნობებს გვაწვდის წმინდა მღვდელმოწამე კირიონი (საძაგლიშვილი), რომელიც თავის ძალიან მნიშვნელოვან ნაშრომში "ივერიის კულტურული როლი რუსეთის ცხოვრებაში" წერს: "რაც შეეხება ცნობილ ფიქციას მოსკოვის, როგორც მესამე რომის შესახებ, უნდა აღვნიშნოთ, რომ იგი დიდი ხანია ცნობილია რუსულ ლიტერატურაში და დიდი ხანია მან უკვე მიიღო სრულიად მართებული შეფასება. გიორგი უსპენსკი თავის ოსტატურად დაწერილ სტატიაში იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიშვა და ვითარდებოდა რუსეთში აღმოსავლური საკითხი, წერს: "მოსკოვური თეორია (მესამე რომის შესახებ) მახვილოგნივრულად გამოიყენეს სამეფო ღისრების განდიდებისათვის. გენიალოგიურ წიგნში ჩნდება წარმომავლობის ნუსხა, რომელიც დასაბამს იღებს ავგუსტუსისაგან (კეისრის საიმპერატორო ტიტული), რაც ამტკიცებს რიურიკების სამეფო სახლსა და იულიუსის სამეფო სახლს შორის ნათესაურ კავშირებს. შემდეგ ძებნა დაუწყეს და მონახეს კიდევ სხვა საფუძველი, დაეახლოებინათ რუსული სამეფო ხელისუფლება საიმპერატორო ხელისუფლებასთან". "მოსკოვში ფესვს იდგამდა რაღაც ახალი და გაუგონარი", - ამბობს პროფესორი ჟდანოვი (რუსეთის მეფეების), ივან ვასილევიჩისა და მისი ვაჟის, ვასილის დროებაზე. წიგნიერმა ხალხმა იზრუნა საიმედოდ, რომ ამ ახალსა და გაუგონარს გარკვეული ფორმა მისცემოდა, რომლის სტილი შეესაბამებოდა მათი დროის ისტორიულ თვალსაწიერსა და ლიტერატურულ გემოვნებას... XV საუკუნის მიწურულს უსაქმური ვაიმწერლების მიერ შეითხზა არაკი ნოვგოროდის თეთრი კუნკულის შესახებ, რათა დაემტკიცებინათ, რომ "რომს წაერთვა მადლი, დიდება, ღირსება, ისევე როგორც სამეფო ქალაქს (კონსტანტინოპოლს) წაერთმევა მადლი სულისა წმინდისა აგარიანთა ტყვეობაში და ყოველივე სიწმინდე გადაეცემა ღვთისაგან დიად რუსეთის მიწას. იმ დროში რუსეთის ყველა კუთხე-კუნჭულში აწრიალდნენ ყველა მეტ-ნაკლებად წიგნიერნი, აწრიპინდნენ კალმები. ყველა გავეშებით ეძებდა საფუძველს, რათა გაემართლებინათ ის დიადი როლი, რომელსაც რუსეთს მიაწერდნენ, თვით ბერების ვიწრო სენაკებშიც კი ითხზვებოდა დიადი გეგმები". /დეკ. ზურაბ ცხოვრებაძე "კარიბჭე" N21, 2008, გვ.24/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი