მტკივა სამაჩაბლო... :( |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მტკივა სამაჩაბლო... :( |
marine |
Jul 24 2017, 08:46 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,410 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მტკივა სამაჩაბლო... სევდისგან ვმუნჯდები და ვერაფერს ვამბობ, როცა მახსენდება საქართველოს ეს თბილი ნაწილი... მტკივა დანგრეული და შელახული სიწმინდეები, ჩვენი ტაძრები... ყველა ლტოლვილი მეცოდება... მათი საცხოვრისი მიწასთანაა გასწორებული...
ამ თემით მინდა ყველა ქართველს ახსოვდეს რომ სამაჩაბლო ჩვენია და დაგვიბრუნდება, თუკი მთელი ერი, ყველა ქართველი (მნიშვნელობა არ აქვს საქართველოში ცხოვრობს თუ მის საზღვრებს გარეთ), ზნეობრივად ვიცხოვრებთ და უფალს არ განვარისხებთ ჩვენი ცოდვებით... "ძალზე დიდი განსაცდელი დაატყდა თავს ჩვენს სამშობლოს აგვისტოში. წესით, ამან ბევრ რამეზე უნდა დაგვაფიქროს, რადგან ყველანი ვხედავთ, რომ ეს განსაცდელი ღმერთმა დაუშვა ჩვენთვის, ქართველებისთვის. ბევრი არ მოელოდა ასეთ რამეს ოცდამეერთე საუკუნეში, ჩვენმა გენეტიკურმა მეხსიერებამ შეგვახსენა, რომ ეს ომი ძალიან ჰგავდა თურქობას, არაბობას, მონღოლობას... იგივე განმეორდა, რაც საუკუნეების წინათ ხდებოდა. არ მოველოდით ასეთ რამეს და სრულიად გაოგნებულები შევხვდით საბრძოლო მოქმედებებს." /დეკ. თეოდორე გიგნაძე "კარიბჭე" N21, 2008, გვ.9/ "მახსენდება სოფელ საქაშესთან ნანახი ჯარისკაცის ცხედარი, რომელიც მე და სოფელ ვარიანის მღვდელმსახურს, მამა თადეოზ ქებაძეს, მიგვასწავლეს ადგილობრივებმა. საკაცეზე იწვა. თვალღია ზეცაში მაყურებელს ტკივილით დაელია სული. როგორც ჩანს, დაჭრილი იყო და გამოჰყავდათ. საოცარი გრძნობა დამეუფლა - თითქოს თვალწინ გამირბინა მისმა ცხოვრებამ. მომავლის იმედებითა და ოცნებებით სავსე მოულოდნელად შეწყვეტილი სიცოცხლე... ერთი რამ კი მწამს - ის ადამიანი სასუფეველში საქართველოსთვის შეწირულ გმირებს შეუერთდა. თბილისში ჩამოსულს გამუდმებით წარმომიდგებოდა იქ ნანახი ცხედრები, ადამიანთა გაწამებული სახეები, გაბზარული ხმები, გადამწვარი სახლები და გაუდაბურებული სოფლები... და რაღაცნაირად უსუსურად ვგრძნობდი თავს. თითქოს დანაშაულის გრძნობას გდევს თან, გავალდებულებს, შენგან რაღაც უფრო ამაღლებულს მოითხოვს და ხვდები, რომ შენი ყოველდღიური ცხოვრება თანამემამულეთა სისხლით არის გამოსყიდული..." /"კარიბჭე" N21, 2008, გვ.5/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 8 2017, 08:51 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,410 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ცრემლითა და სისხლით აღიხოცება ცოდვები. სისხლს ყოველთვის არ ითხოვს უფალი, მაგრამ არის ცოდვები, რომელთაც ცრემლი არ ჰყოფნის. ზოგჯერ საჭიროა სისხლით განწმენდა. ბევრჯერ გაიღო ქართველმა ერმა ეს სისხლი. სამწუხაროდ, დღევანდელ დღესაც ასე მოხდა. მე მწამს, რომ სამშობლოსთვის ზვარაკად შეწირულთა სისხლი ქართველ ერს მალამოდ დაედება და ბევრ ადამიანს გონების თვალს აუხელს.
აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიც, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა დამოუკიდებლად ცნო, არ დაუკარგავს იმ ქართველს, რომელიც მართლმადიდებლურად ცხოვრობს და უყვარს თავისი სამშობლო. მაგრამ ერის იმ ნაწილს, ვინც გარყვნილ ცხოვრებას მისდევს, ნარკოტიკს მოიხმარს, კაზინოში დადის, ანტალიაზე ოცნებობს, ვისთვისაც ყველაფერი სულერთია, იმის გარდა, რომ ჰქონდეს ფული და უაქცენტოდ ილაპარაკოს ინგლისურად, ვისაც რცხვენია, რომ არის ქართველი, მისთვის ისედაც ყველაფერი დაკარგულია. მართლმადიდებელი ქრისტიანის გულში კი ყოველთვის ღვივის აღდგომის იდეა და ის, რომ ლაზარე აღდგება მკვდრეთით." /გიორგი ანდრიაძე "კარიბჭე" N21, 2008, გვ.16/ "ჩვენი ერის უბედურება ის არის, რომ უმრავლესობას ღვთის იმედი არ აქვს. ჩვენი მემატიანეები საქართველოზე თავს დამტყდარ უბედურებებს ჩვენს ცოდვებს აბრალებდნენ. ახლა კი ჩვენ რატომღაც პასუხისმგებლობას არ ვკისრულობთ, რაც გვჭირს, იმას ვაბრალებთ სხვას, ქვეყნებს, პიროვნებებს და არა ჩვენსავე თავს. თუ ასე გაგრძელდა, უფლის მეტ რისხვას დავიტეხთ თავზე. რამდენიმე თვის წინ პატრიარქმა იქადაგა: "საქართველოში არც ომია და არც მშვიდობა. ეს კი ყველაზე საშიში მდგომარეობაა ჩვენი ქვეყნისთვისო". აქვე მოვიტან წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებს: "უმჯობესია ომი, ვიდრე მშვიდობა, რომელიც ღვთისგან განგვაშორებს". "სჯობს წმინდა წერილი გადავშალოთ. ყველას გვახსოვს, ნინევია უფალს უნდა აღეხოცა თავისი ცოდვების გამო, როგორც სოდომ-გომორი აღხოცა ოდესღაც პირისაგან მიწისა. უფალმა თავისი უსაზღვრო კაცთმოყვარეობის გამო იონა წინასწარმეტყველი გაგზავნა ნინევიაში საქადაგებლად, რათა მოქცეულიყვნენ, შეენანათ და ამ გზით უფლის რისხვა თავიდან აეცილებინათ. იონას ქადაგების შემდეგ ნინევიელებმა ისეთი სინანული გამოხატეს, რომ პირუტყვიც კი ამარხულეს. ძაძები შეიმოსეს, თავზე ნაცარი დაიყარეს. ამ სინანულის შედეგად უფალმა თავისი წყალობა მოიღო ამ ქალაქზე და აღარ გაანადგურა იგი. ჩვენ კი რას ვაკეთებთ? ნინევიელებზე უარეს ცოდვებში ვართ ჩაფლულნი და სინანულის ნასახიც კი არ გაგვაჩნია. რაც ცოდვა-ბრალი ტრიალებს საქართველოში, ლომის წილი ჩვენს მედიასაც მიუძღვის. ხალხის უმრავლესობა ტელევიზიის ენით საუბრობს, საკუთარი აზრი აღარ გააჩნია. Stop Russia-ს გავიძახით. უმჯობესია "stop ცოდვა" ვიძახოთ და მერე იქნება Stop Russia-ც. მწამს, რომ ჩვენი ერი გამოფხიზლდება - ჩვენი უდიდესი მფარველის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებითა და შეწევნით, ჩვენი წმინდანების, მოწამეების, მეფეების, ღმერთშემოსილი მამების, მთელი ზეციური საქართველოს მხედრობის მეოხებითა და შუამდგომლობით, ჩვენი პატრიარქისა და იმ მართალი ადამიანების ლოცვებით, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ და რომელთა წყალობითაც ჩვენი ერი ერობს და გადაშენება არ უწერია." /მამა ვახტანგ ნიკოლაიშვილი "კარიბჭე" N21, 2008, გვ. 17/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2024 - 02:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი