რაც კი ღვთისმშობლის შესახებ თქმულა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რაც კი ღვთისმშობლის შესახებ თქმულა... |
marine |
Aug 4 2015, 05:12 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ თემაში მინდა რომ თავი მოვუყაროთ ღვთისმშობლის შესახებ ნათქვამ ყოველ ძვირფას სიტყვას
"განა არის კუნჭულიც კი ამ ქვეყნად, სადაც ადამიანები მწუხარებისა და ტანჯვის გარეშე ცხოვრობენ?! არის თუნდაც ერთი ოჯახი დარდი და გაჭირვება რომ არ იცის?! მოიპოვება, ბოლოს და ბოლოს, სადმე ადამიანი ცოდვისა და უძლურების გარეშე?! და ყველასთვის არსებობს ერთი იმედი, რომელიც ღვთისმშობლის მოწყალებასა და მეოხებას ემყარება. მისკენ, მისი მადლმოსილი სახისკენ და წმინდა გამოსახულებისკენ ამ ქვეყნად ყველა ცოდვილი ისწრაფის. მისი წმინდა ხატების წინაშე შეწევნის მვედრებელთა მრავალი ლოცვა და ცრემლი იღვრება. ის ყველას ამშვიდებს და ეხმარება. განა შეიძლება ტანჯული დაარწმუნო იმაში, რომ მის წინაშე დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატი სასწაულმოქმედი არ არის, როდესაც თვითონ აცნობიერებს და გრძნობს, რომ მხოლოდ მას აქვს ძალა, დაიცვას და დაიფაროს ყოველი ვნებული?" /"ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია" გვ. 3/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 9 2017, 11:57 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღვთისმშობლის ეს ხატი იმპერატორმა ალექსი კომნენოსმა ტრაპიზონში ყოფნისას დიონისეს მონასტრის დამფუძნებელს, წმინდა დიონისეს გადასცა. 1592 წელს კი ხატი მეკობრეებმა მოიტაცეს. თვითონ ღვთისმშობელი გამოეცხადა მეკობრეთა მეთაურს და უთხრა: "ბოროტო კაცო, საპყრობილეში რატომ ჩამსვი? წამიყვანე ჩემს სახლშიო". მეკობრე ვერ მიხვდა ამ სიტყვების მნიშვნელობას და გზა განაგრძო. უეცრად ზღვა აბობოქრდა, მეკობრე მიხვდა სიზმრის შინაარსს, გაიქცა სკივრისკენ, სადაც ღვთისმშობლის ხატი ედო. სკივრი დალეწილი დახვდა, ხატი კი მთლიანად მირონით იყო დასველებული. მეკობრემ ხატი ხელში აიღო თუ არა, ქარიშხალი ჩადგა. ხატი უკან მიაბრძანეს. ამ ამბავმა ისე იმოქმედა, რომ მეკობრეებმა მონაზვნად აღკვეცა მოინდომეს."
"ათონური გადმოცემა მოგვითხრობს: ერთხელ მღვდელმა, რომელსაც ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში ყოველდღიური წირვა-ლოცვის და პარაკლისის გადახდა ჰქონდა დავალებული (იგი უეჭველად მღვდელმონაზონი ბენედიქტე ქიოტიშვილი იქნებოდა, თურქებმა ივერონის მონასტერში წირვა-ლოცვის ნება მხოლოდ მას დართეს), თვალი მოჰკრა შავოსან ქალბატონს - ცოცხით გვიდა მონასტრის ეზოს. მღვდელი გაქვავდა. ბოლოს მხნეობა მოიკრიბა და ჰკითხა: - რას აკეთებო. უცნობმა უპასუხა: - მოვიდა დრო, რომ გავწმინდო იგი, რადგან ამდენი წელი არავის დაუგვიაო. მამა პაისი ათონელი ამგვარად ჰყვება ამ ამბავს: თვითონ ღვთისმშობელმა გამოართვა ცოცხი ეზოში მომუშავე ბერს - კარგად დაგვა არ შეგძლებია, მომეცი ცოცხი, თვითონ გამოვწმენდო. ამ ამბავს თომას კვირაში ღამისთევის ლოცვით იხსენებენ." /"კარიბჭე" N17, 2009, გვ.8/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 02:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი