დავითი, ფსალმუნები, განმარტებანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დავითი, ფსალმუნები, განმარტებანი |
marine |
Aug 6 2015, 08:42 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ყველაფერი დავითის ფსალმუნების შესახებ!
"ჩვენ დავითიანნი ვართ! "დავითი" ნიშნავს ღვთისაგან შეყვარებულს". /ილია II/ ტროპარი: "უცხოსა სიმდაბლისა მუშაკო, უცხოდ ამაღლებულო მშვიდო, მგალობელთა მთავარო დავით, ქრისტეს მამობასა ღირს-ქმნილო, მეოხ გვეყავ ჩვენ წინაშე ღმრთისა, წინასწარმეტყველო და მეფეო". ფსალმუნის ძველ-ქართული სიტყვის განმარტება: კუმოდიან (103, 32) - აბოლდებიან, აკვამლდებიან, კვამლი აუვათ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 10 2017, 10:40 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მეშვიდე ფსალმუნი დაწერილია დავითის დევნულობის ჟამს, როდესაც იდევნებოდა თავისი შვილის აბესალომის მიერ.
ფსალმუნის სათაურში მოხსენიებული ქუში დავითის უახლოესი მეგობარი იყო, რომელიც მან აბესალომთან წარგზავნა, რათა წინააღმდეგობა გაეწია აქიტობელისთვის, რომელიც დავითის საწინააღმდეგო რჩევებს აძლევდა აბესალომს. ქუშიმ აბესალომს თავი დავითის მოღალატედ მოაჩვენა. თათბირის დროს, როდესაც აქიტობელი აბესალომს ურჩევდა, პირისპირ დასხმოდა თავს ბრძოლისთვის მოუმზადებელ მამას, ქუშიმ უთხრა: "არა, არ ღირს საკმაო ძალის გარეშე დაესხა თავს იმას, ვინც ერკვევა საბრძოლო საქმეებში" - და დაარწმუნა, რომ საქმე გადაედო. ამით აბესალომსაც ასიამოვნა და დავითიც იხსნა. ამასობაში კი მღვდლების, სადოკისა და აბიათარის პირით შეატყობინა დავითს, რას აპირებდა აბესალომი და მოსთხოვა, აღარ დარჩენილიყო ღამით არაბეთის უდაბნოში, სწრაფად გასცლოდა იქაურობას. ამ კეთილი საქმის წყალობით გახდა ქუში მარჯვენა ხელი დავითისა და სახელიც თავისი მამაცური საქმიდან გამომდინარე ეწოდა - ძე იემენისა ანუ ძე მარჯვენისაი. ეს არ იყო ქუშის მამის სახელი, მეფეთა წიგნი დავითის უპირველესი მეგობრის, ქუში არაქის ძის შესახებ მოგვითხრობს. წმინდა ათანასე დიდი წერს: "დავითი, გადარჩენილი თითქოსდა არაადამიანური შეწევნით, ამისთვის სამადლობელ გალობას აღუვლენს ღმერთს, ყველა სიკეთეს მას მიაწერს და არა ადამიანთაგანს". /არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი