რაც კი ღვთისმშობლის შესახებ თქმულა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რაც კი ღვთისმშობლის შესახებ თქმულა... |
marine |
Aug 4 2015, 05:12 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ თემაში მინდა რომ თავი მოვუყაროთ ღვთისმშობლის შესახებ ნათქვამ ყოველ ძვირფას სიტყვას
"განა არის კუნჭულიც კი ამ ქვეყნად, სადაც ადამიანები მწუხარებისა და ტანჯვის გარეშე ცხოვრობენ?! არის თუნდაც ერთი ოჯახი დარდი და გაჭირვება რომ არ იცის?! მოიპოვება, ბოლოს და ბოლოს, სადმე ადამიანი ცოდვისა და უძლურების გარეშე?! და ყველასთვის არსებობს ერთი იმედი, რომელიც ღვთისმშობლის მოწყალებასა და მეოხებას ემყარება. მისკენ, მისი მადლმოსილი სახისკენ და წმინდა გამოსახულებისკენ ამ ქვეყნად ყველა ცოდვილი ისწრაფის. მისი წმინდა ხატების წინაშე შეწევნის მვედრებელთა მრავალი ლოცვა და ცრემლი იღვრება. ის ყველას ამშვიდებს და ეხმარება. განა შეიძლება ტანჯული დაარწმუნო იმაში, რომ მის წინაშე დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატი სასწაულმოქმედი არ არის, როდესაც თვითონ აცნობიერებს და გრძნობს, რომ მხოლოდ მას აქვს ძალა, დაიცვას და დაიფაროს ყოველი ვნებული?" /"ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია" გვ. 3/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 11 2017, 11:44 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"XIX საუკუნის ბოლოს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის კანკელის მარჯვენა მხარეს, დასვენებულ ხატში სხვა წმინდა ნაწილებთან ერთად ჩასვენებული ყოფილა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თმა."
"ოთარაშენის ეკლესიაში უძველესი დროიდან დაცული ყოფილა იერუსალიმიდან შემოსვენებული ღვთისმშობლის მოსასხამის ნაწილი, ღვთისმშობლის თავსაბურავის ნაჭერი, ღვთისმშობლის ბეჭედი და, როგორც ერთ-ერთი ეპიგრაფიკული წარწერით ირკვევა, "ღვთისმშობლის ოფლი", რომლისგანაც მრავალი სნეული განკურნებულა." "ბოლოდროინდელ მკვლევართა აზრით, მართალია, ვლაქერნის ხატმა ჩვენამდე მოაღწია, მაგრამ ღვთისმშობლის სარტყელი დაკარგულად ითვლება. მკვლევართა ასეთი განცხადება უნდა მომდინარეობდეს უწმინდესი ამბროსი ხელაიას მიერ გამოთქმული შეხედულებიდან. 1920 წელს იგი ზუგდიდიდან ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გადმოტანილ სიწმინდეთა შესახებ აღნიშნავდა: "როგორც გადმომცეს, ეს ღვთისმშობლის სარტყელი ახლა ხატთან არაა და ვის ხელში გადავიდა და ან სად ინახება ეს ძვირფასი სარწმუნოებრივი რელიქვია, არ არის ცნობილი". 1920 წლის დასაწყისში ექვთიმე თაყაიშვილი ზუგდიდიდან თბილისში ჩამოტანილ სიძველეთა შორის ღვთისმშობლის სარტყელს არ იხსენიებს. ნუთუ ექვთიმე თაყაიშვილმა, როცა ზუგდიდში აღწერა და თბილისში ჩამოიტანა დადიანის სასახლეთა სიძველეები, არ მიუთითა ვლაქერნის ხატზე მიმაგრებული ქსოვილის შესახებ?! უეჭველია, იგი მაშინაც იქნებოდა, ან კიდევ, ამ ქსოვილის შესახებ არაფერია ნათქვამი იმ ოქმებში, როცა ვლაქერნის ხატი სხვა სიწმინდეებთან ერთად 1921 წელს საზღვარგარეთ გაიტანეს, ხოლო 1945 წელს საფრანგეთიდან დააბრუნეს საქართველოში. სიძველეთა აღწერის ოქმებში, გარკვეული თვალსაზრისით, არ დაფიქსირებულა ღვთისმშობლის სარტყელი. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ექვთიმე თაყაიშვილს შეგნებულად არ გაუმახვილებია ყურადღება აღნიშნულ სიწმინდეზე. როცა მან 1920 წლის დასაწყისში ზუგდიდში ინახულა ვლაქენის ხატი, ამ დროისთვის მასზე სარტყელი რომ არ ყოფილიყო, უეჭველია, იგი ამ ფაქტს აუცილებლად აღნიშნავდა, მაგრამ, როგორც ჩანს, იმ დროისთვის სარტყელი ხატზე იყო მიმაგრებული, თუმცა მკვლევარმა განგებ არ აღნიშნა მისი არსებობა იმ მიზეზის გამო, რომ იმდროინდელ ხელისუფლებასა და ახლად ავტოკეფალიაგამოცხადებულ ეკლესიას შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის ძალით, სახელმწიფოს მუზეუმებში ის სიძველეები უნდა მოთავსებულიყო, რომლებიც ეკლესიისთვის რაიმე ღირებულებას არ წარმოადგენდა. თუკი ექვთიმე აღნიშნავდა, რომ ვლაქერნის ხატზე მიმაგრებული იყო ღვთისმშობლის სარტყელი, მაშინ იგი, როგორც უდიდესი სიწმინდე, შეთანხმების ძალით ისევ ტაძარში უნდა დარჩენილიყო, რომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტიას სახელმწიფო ვერ იძლეოდა. არადა, დაუცველობის გამო, ამ დროს ბევრი საეკლესიო სიწმინდე დაიკარგა. ვლაქერნის ხატი შემკული იყო უძვირფასესი თვლებით, რაც ზრდიდა მისი გაქურდვის საშიშროებას. შესაძლებელია ამავე მიზეზით არ დაფიქსირდა ვლაქერნის ხატზე მიმაგრებული ღვთისმშობლის სარტყელი სიძველეთა აღწერის ოქმებში. ჯერ ერთი, 1921 წელს დევნილობის გამო ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სრულყოფილი აღწერისთვის არავის სცხელოდა, ხოლო როცა განძეულობა 1945 წელს საქართველოში დააბრუნეს, ათეისტური ხელისუფლების პირობებში ამ სიწმინდის დაფიქსირებას აზრიც არ ჰქონდა." /"კარიბჭე" N17, 2009, გვ.16-17/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 10:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი