მაქსიმე აღმსარებელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მაქსიმე აღმსარებელი |
კანუდოსელი |
Feb 12 2008, 12:49 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მინდა შემოგთავაზოთ ამ უდიდესი წმინდანის შესახებ თემა, სადაც მინდა ვისაუბროთ იმ ისტორიული წყაროების შესახებ, რომლებიც გვამცნობენ წმინდა მაქსიმეს ცხოვრებას და მის მოღვაწეობას.
აქვე მაქვს კონკრეტული კითხვა: ცნობილია, რომ წმინდა მაქსიმე აღესრულა საქართველოში, სადაც ის გადასახლებული იქნა მისი მართლმადიდებლური აღმსარებლობის გამო, მაგრამ ამავე დროს ცნობილია, რომ მისი წმინდა ნაწილი (ხელი) ინახება ათონის მთის პავლე საჭურისის მონასტერში. ხომ არ მოგეპოვებათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა ეს წმინდა ნაწილი ათონზე? ძალიან დამავალებთ, თუ დამეხმარებით. წინასწარ დიდი მადლობა პატივისცემით კანუდოსელი -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
marine |
Aug 14 2017, 12:27 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,350 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა მაქსიმეს, თეოდორე იპატოსის ბრძანებით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ძაგება დააბრალეს - თეოდორეს იმედი ჰქონდა, ამის შემდეგ ხალხი წმინდა მაქსიმეს ჩაქოლავდა. წმინდანმა ეს მკრეხელური ცილისწამება რომ მოისმინა, ხელები ზეცად აღაპყრო და თვალცრემლიანმა წარმოთქვა: "ვინც არ აღიარებს და არ ქადაგებს ყოვლადწმიდასა და უხრწნელსა, უმეტესად კურთხეულსა და ზეცისა მხედრობათა პატივისმცემელსა დედოფალსა ჩვენსა, მარადის ქალწულსა მარიამს ჭეშმარიტად ღვთისმშობლად, ჭეშმარიტად დედად ღვთისად, შემოქმედისა ცათა და ქვეყანისა, ზღვისა და ყოველთა, რაი არს მათ შინა, წყეულ იყავნ და შეჩვენებულ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა მიერ, შეურყვნელისა მის და განუყოფელისა სამებისა და ყოველთაგან ზეცისა ძალთა და წმინდა მოციქულთა კრებულისგან, წინასწარმეტყველთა, მოწამეთა და ყოველთა მართალთაგან".
/"კარიბჭე" N16, 2017, გვ.30/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2024 - 10:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი