![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ამა თუ იმ საღვთო მოვლენას - შობას, აღდგომას და ა.შ.? ნეტარ ავგუსტინეს უთქვამს: "შობა ესე მიწყივ აღესრულებოდა და აღესრულება, მაგრამ თუ იგი ჩემში არ აღსრულდება, რა სარგებელია ჩემთვის?" მთავარია, ჩემში აღსრულდეს, ქრისტეს შობა, მაგალითად, აღესრულება მარადისობაში, ყოველ წამს და ყოველ ჟამს; აღესრულა დროსა და სივრცეში, ბეთლემში და უნდა აღესრულოს პიროვნების სულში. ჩემი აზრით, საღვთო დღესასწაულის მიზანია, რომ თითოეული მორწმუნის გულში იშვას მაცხოვარი იესო ქრისტე, ნათელიღოს, ფერი იცვალოს, აღდგეს და ამაღლდეს, რათა მლოცველმა თავადაც დაიდოს წილი უფლის ღვაწლსა და მისიაში - აღდგეს მასთან ერთად, ფერი იცვალოს, გარდაიქმნას, ამაღლდეს. თქვენ რას შეგრძნება გეუფლებათ ? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მიძინება
"ამ დიდებულმა სანახაობამ [პროცესიამ] შური აღუძრა იუდეველებს და ზოგიერთი მათგანი გაემართა, უდიდესი კადნიერებით, რათა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარეცელი მოციქულთა მხრებიდან გამოეტაცათ და ძირს დაემხოთ. ერთ-ერთმა მათგანმა იკადრა და ხელით შეეხო კიდეც მარადქალწულის სარეცელს. აღესრულა სასწაული და ყველა მათგანს უმალ თვალის ჩინი წაერთვა! ხოლო მას, ვინც ბოროტად გაბედა შეხებოდა წმინდა სარეცელს, ანგელოზმა ორივე ხელი უხილავი მახვილით წარუკვეთა! ამ იუდეველს ერქვა სახელად ანტონი, მისი მოკვეთილი ხელები სარეცელზე დარჩა დამოკიდებული, თვითონ კი ნახევრადმკვდარი, გონებამიხდილი ძირს დაენარცხა. მაშინ მოეგენ გონს კადნიერი იუდეველები და იწყეს გოდება, შენდობას სთხოვდნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას. წმინდა მოციქულმა პეტრემ დედა ღვთისმშობლის მკერდიდან პალმის რტო აიღო, რომელიც მარადქალწულს მთავარანგელოზმა გაბრიელმა მიართვა და დაბრმავებულის თვალებს შეახო, და მაშინვე დაუბრუნდა მათ თვალის ჩინი, შემდეგ პალმის რტო მოკვეთილ ხელებთან მიიტანა და კადნიერ იუდეველს მკლავები გაუმთელა". /არქიმანდრიტი კლეოპა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th September 2025 - 12:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი